არც კი შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ - დღეს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს გაემგზავრება.
"როგორც გუშინ გაკეთდა განცხადება საპარლამენტო დელეგაციას, ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას, უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ, ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. დღეს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება, არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ,"- განაცხადა სერგეენკომ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებით, სერგეენკომ ასე უპასუხა: „მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და აქ, ჩემს ირგვლივ არავინ არ არის ნამდვილად პრორუსი. ბოლოს და ბოლოს, სერგეენკო ვარ და სამშობლოს ღალატია ჩემთვის უკრაინის წინააღმდეგ ყოფნა“.
ასევე იხილეთ: