პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტერმა "მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა" - როგორია მარიუპოლში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულთა მდგომარეობა, რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვი"
"მტერმა "მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა" - როგორია მარიუპოლში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულთა მდგომარეობა, რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვი"

ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, - აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­ტა­ლი­ო­ნი "აზო­ვი“ ტე­ლეგ­რამ­ში ავ­რცე­ლებს.

"აზო­ვის“ ცნო­ბით, მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბას­თან მი­ნი­მა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, რად­გან ეპი­ცენ­ტრი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან შე­და­რე­ბით უფრო შორს იყო.

"[მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით] სამ­ხედ­რო­ე­ბი უფრო ახ­ლოს იყ­ვნენ მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბას­თან, თუმ­ცა მტრის მხრი­დან გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ცე­ცხლის გამო და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის გა­მოკ­ვლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია - რუ­სე­ბი სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვის ტაქ­ტი­კას აგ­რძე­ლე­ბენ“, - ნათ­ქვა­მია "აზო­ვის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ბა­ტა­ლი­ონ­მა გა­ავ­რცე­ლა, ჩანს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, რო­მე­ლიც სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. კი­დევ ორი და­შა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხან­დაზ­მუ­ლი ქალი იმ­ყო­ფე­ბა.

"აზო­ვის“ ცნო­ბით, და­შა­ვე­ბულ­თა ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია სა­ხის ჰი­პე­რე­მია, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, თვა­ლე­ბის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის სიმ­შრა­ლე და ან­თე­ბა.

"ახლა გა­სა­გე­ბია, რომ მტერ­მა ძლი­ე­რი მომ­წამ­ვლე­ლი, ძი­რი­თა­დად, "მახ­რჩო­ბე­ლა“ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა, თუმ­ცა, სრუ­ლი ბლო­კა­დის გამო ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამავდრო­უ­ლად, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა პერ­სო­ნა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ტრო­ლი და მო­წამ­ვლის შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ბა­ლა­ტი­ო­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"მტერმა "მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა" - როგორია მარიუპოლში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულთა მდგომარეობა, რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვი"

"მტერმა "მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა" - როგორია მარიუპოლში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულთა მდგომარეობა, რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვი"

ქალაქ მარიუპოლში გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერებით დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, - აღნიშნულ ინფორმაციას ბატალიონი "აზოვი“ ტელეგრამში ავრცელებს.

"აზოვის“ ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობას მომწამვლელ ნივთიერებასთან მინიმალური კონტაქტი ჰქონდა, რადგან ეპიცენტრი მშვიდობიანი მოსახლეობიდან შედარებით უფრო შორს იყო.

"[მოსახლეობასთან შედარებით] სამხედროები უფრო ახლოს იყვნენ მომწამვლელ ნივთიერებასთან, თუმცა მტრის მხრიდან განუწყვეტელი ცეცხლის გამო დანაშაულის ადგილის გამოკვლევა შეუძლებელია - რუსები საკუთარი დანაშაულის დამალვის ტაქტიკას აგრძელებენ“, - ნათქვამია "აზოვის“ განცხადებაში.

ვიდეოში, რომელიც ბატალიონმა გაავრცელა, ჩანს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება. კიდევ ორი დაშავებული სამხედრო ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხანდაზმული ქალი იმყოფება.

"აზოვის“ ცნობით, დაშავებულთა ძირითადი სიმპტომებია სახის ჰიპერემია, მაღალი არტერიული წნევა, თვალების ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ანთება.

"ახლა გასაგებია, რომ მტერმა ძლიერი მომწამვლელი, ძირითადად, "მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა, თუმცა, სრული ბლოკადის გამო ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარება შეუძლებელია. ამავდროულად, მთავარი ამოცანაა პერსონალის მდგომარეობის კონტროლი და მოწამვლის შესაძლო შედეგები“, - ნათქვამია ბალატიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.