საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები, ანტიუკრაინული ისტერიის გასაძლიერებლად, რუსეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები, ანტიუკრაინული ისტერიის გასაძლიერებლად, რუსეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ

რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ტე­რაქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მა­ვენ ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი ის­ტე­რი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო "ფე­ის­ბუქ­ზე“ ავ­რცე­ლებს.

"რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გეგ­მა­ვენ ტე­რაქ­ტე­ბის სე­რი­ას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­სა და სკო­ლე­ბის და­ნაღმვი­თა და აფეთ­ქე­ბით, ასე­ვე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ბელ­გო­როდსა ან ყი­რი­მის რო­მე­ლი­მე სხვა ქა­ლაქ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა.

ბუ­და­ნო­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რუ­სეთ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მის ჩა­ვარ­დნა აი­ძუ­ლებს პუ­ტი­ნის რე­ჟიმს "ბინ­ძუ­რი სცე­ნა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რათა ემო­ცი­უ­რად შე­არ­ყი­ოს რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და კი­დევ უფრო მე­ტად მო­ახ­დი­ნოს მისი კონ­სო­ლი­დი­რე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ამის­თვის ისი­ნი გეგ­მა­ვენ რუ­სუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის აფეთ­ქე­ბებს ან სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებს, რათა ამა­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს, რათა შექ­მნას "უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის სიმ­ხე­ცის ემო­ცი­უ­რი სუ­რა­თი“. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს ტე­რაქ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ისე იყოს მი­წო­დე­ბუ­ლი, რო­გორც შუ­რის­ძი­ე­ბა ბუ­ჩა­სა და კრა­მა­ტორსკის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის რა­ი­ო­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად იჭ­რე­ბა თხრი­ლე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კა ითე­სე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი­სა და დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­სახ­ვი­თი შე­ტე­ვის გამო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაააა
18

დაზვერვაც ჰქონია უკრაინას და რატომ ვერაფერი დაზვერეს სათავისოდ?. საწყალი ხალხი გაიწირა ზოგიერთების ამბიციის გამო.

ზურა
3

ეგ რომელი დაზვერვაა, რომ გაიძახოდნენ, საქართველოდან რუსეთი თვითმფრინავებს, ტანკებს, წყალქვეშა ნავებს და რაკეტებს ღებულობსო:)?! მერე თქვეს, კი არ ღებულობენ, მაგრამ მეგობრულად გაგაფრთხილეთ, რომ არ მიაწოდონო:)!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები, ანტიუკრაინული ისტერიის გასაძლიერებლად, რუსეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები, ანტიუკრაინული ისტერიის გასაძლიერებლად, რუსეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ

რუსული სპეცსამსახურები რუსეთის ფედერაციაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ ანტიუკრაინული ისტერიის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო "ფეისბუქზე“ ავრცელებს.

"რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ ტერაქტების სერიას საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების დანაღმვითა და აფეთქებით, ასევე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას ბელგოროდსა ან ყირიმის რომელიმე სხვა ქალაქზე“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა.

ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთში მობილიზაციის გეგმის ჩავარდნა აიძულებს პუტინის რეჟიმს "ბინძური სცენარების განხორციელებას, რათა ემოციურად შეარყიოს რუსული საზოგადოება და კიდევ უფრო მეტად მოახდინოს მისი კონსოლიდირება უკრაინელების წინააღმდეგ.

"ამისთვის ისინი გეგმავენ რუსული საცხოვრებელი სახლების აფეთქებებს ან სარაკეტო თავდასხმებს, რათა ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები და მოხალისეთა ბატალიონები დაადანაშაულოს, რათა შექმნას "უკრაინელი ნაციონალისტების სიმხეცის ემოციური სურათი“. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ტერაქტები საზოგადოებისთვის ისე იყოს მიწოდებული, როგორც შურისძიება ბუჩასა და კრამატორსკისთვის“,- განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში აქტიურად იჭრება თხრილები და მოსახლეობაში პანიკა ითესება უკრაინული მოხალისეთა ბატალიონებისა და დივერსიული ჯგუფების წარმოსახვითი შეტევის გამო.