მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ რიგიდან ჩამოსული პროფესორის გატაცებისა და მისგან ფულის გამოძალვის საქმეზე ტაქსის მძღოლი დააკავა
პოლიციამ რიგიდან ჩამოსული პროფესორის გატაცებისა და მისგან ფულის გამოძალვის საქმეზე ტაქსის მძღოლი დააკავა

პო­ლი­ცი­ამ რი­გი­დან ჩა­მო­სუ­ლი პრო­ფე­სო­რის გა­ტა­ცე­ბი­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის საქ­მე­ზე ტაქ­სის მძღო­ლი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბულს ბრა­ლად უცხო ქვეყ­ნის 2 მო­ქა­ლა­ქის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა ედე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ტაქ­სის მძღო­ლი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს, უცხო ქვეყ­ნე­ბის ორ მო­ქა­ლა­ქეს­თან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სურ­თან და­კავ­ში­რე­ბით უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და. რის შემ­დე­გაც, ა.ბ.-მ მგზავ­რე­ბი მათ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნა და უთხრა, რომ ჩა­კე­ტი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან მხო­ლოდ 500 ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­უშ­ვებ­და. ა.ბ.- მ მგზავ­რებს ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მის­ცა, რაც მათ მომ­ხდარ­ზე ახ­ლობ­ლებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სცა­დეს.

ორი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ეკო­ნო­მის­ტი ოთო აბე­სა­ძე აცხა­დებ­და, რომ რი­გი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი პრო­ფე­სო­რი ტაქ­სის მძღოლ­მა თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ტა­ცე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და მისი თან­მხლე­ბი პირი გომ­ბორ­ში იპო­ვეს.

"ჩა­მო­სუ­ლია რი­გის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, რო­მელ­მაც და­მი­რე­კა გამ­თე­ნი­ი­სას და მი­თხრა, რომ გა­ი­ტა­ცეს. ითხოვ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას. გა­მო­ვი­ძა­ხეთ პო­ლი­ცია, დად­გინ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ი­ტა­ცეს გარ­კვე­უ­ლი თან­ხის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ. სა­ბო­ლო­ოდ, პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი გომ­ბორ­ში იპო­ვა. ტაქსს 23 ლარი და­უ­წე­რია, მაგ­რამ მძღო­ლი მგზავ­რებს ჯერ 200 ლარს სთხოვ­და, შემ­დეგ კი 500 ლარს და მეტს, რაში - არა­ვინ არ იცის და ამის გამო მოხ­და კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის. პრო­ფე­სორ­მა მი­თხრა, რომ მისი თან­მხლე­ბი პირი ფი­ზი­კუ­რად და­ზი­ან­და კონ­ფლიქ­ტი­სას. მან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რიც მი­ა­წო­და", - ჰყვე­ბო­და ოთო აბე­სა­ძე.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
----------------
0

იტალიაში სასტუმროდან გამოვედი ერთი კილომეტრი გავიარე იქით აქეთ და უკან დაბრუნება ტაქსით გადავწყვიტე!!! ჩავჯექი და 20 ებრო გადამახდევინა!! მერე რომ შევისწავლე ვ ნახე რომ, იქ სადც ვიდექი ჩემი სასტუმროს თავი ჩანდა!! ასე რომ ყველგანაა აგერისტი!!!

სოსო
0

ასეთი სამარცხვინოების ფოტო რამდენიმე დღე უნდა ატრიალონ ტელევიზიებმა. ისე უნდა მოჭრან თავი, რომ სხვას აღარ მოუნდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

პოლიციამ რიგიდან ჩამოსული პროფესორის გატაცებისა და მისგან ფულის გამოძალვის საქმეზე ტაქსის მძღოლი დააკავა

პოლიციამ რიგიდან ჩამოსული პროფესორის გატაცებისა და მისგან ფულის გამოძალვის საქმეზე ტაქსის მძღოლი დააკავა

პოლიციამ რიგიდან ჩამოსული პროფესორის გატაცებისა და ფულის გამოძალვის საქმეზე ტაქსის მძღოლი დააკავა. დაკავებულს ბრალად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი - 1993 წელს დაბადებული ა.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს.

ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებდა, რომ რიგიდან საქართველოში ჩამოსული პროფესორი ტაქსის მძღოლმა თანხის გამოძალვის მიზნით გაიტაცა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გატაცებული პროფესორი და მისი თანმხლები პირი გომბორში იპოვეს.

"ჩამოსულია რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელმაც დამირეკა გამთენიისას და მითხრა, რომ გაიტაცეს. ითხოვდა სამართალდამცველების დახმარებას. გამოვიძახეთ პოლიცია, დადგინდა, რომ ეს ადამიანები გაიტაცეს გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ. საბოლოოდ, პოლიციამ ისინი გომბორში იპოვა. ტაქსს 23 ლარი დაუწერია, მაგრამ მძღოლი მგზავრებს ჯერ 200 ლარს სთხოვდა, შემდეგ კი 500 ლარს და მეტს, რაში - არავინ არ იცის და ამის გამო მოხდა კონფლიქტი მათ შორის. პროფესორმა მითხრა, რომ მისი თანმხლები პირი ფიზიკურად დაზიანდა კონფლიქტისას. მან სამართალდამცველებს ავტომობილის ნომერიც მიაწოდა", - ჰყვებოდა ოთო აბესაძე.

ასევე იხილეთ: