საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

7

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 21:13-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. დღის პირველი ნახევარი საკმაოდ რთულია. მეორე საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ თქვენი ერთ-ერთი გეგმა, მაგრამ არა სრულიად. საერთო ჯამში, დღე ორაზროვანია. უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვან ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინისტი სალავიოვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, გორში გადაღებული ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი რუსების მიერ მოკლულ ძმას დასტირის, დადგმულია - რას ამბობს ტრაგედიის შემსწრე ფოტოგრაფი?
პუტინისტი სალავიოვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, გორში გადაღებული ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი რუსების მიერ მოკლულ ძმას დასტირის, დადგმულია - რას ამბობს ტრაგედიის შემსწრე ფოტოგრაფი?

კრემ­ლის ცნო­ბი­ლი პრო­პა­გან­დის­ტი ვლა­დი­მერ სა­ლა­ვი­ო­ვი ევ­რო­კავ­ში­რის და­წე­სე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მისი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაც და­ა­ყა­და­ღეს, ისე გა­ა­ცო­ფა, რომ და­სავ­ლე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ის­ტე­რი­ულ ლან­ძღვას არ დას­ჯერ­და და ახლა სა­ქარ­თვე­ლოს გად­მოს­წვდა. ჯერ იყო და სო­ლო­ვი­ოვ­მა უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი "არა­ა­და­მი­ა­ნურ დაჯ­გუ­ფე­ბად“ და "კრი­მი­ნა­ლე­ბად“ მო­იხ­სე­ნია, ახლა კი "რო­ი­ტე­რის“ კი­ე­ვის ბი­უ­როს ფო­ტო­კო­რეს­პო­დენტ გლებ გა­რა­ნი­ჩის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ფო­ტოს წარ­მო­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ტა­ნა ეჭვი და ბუ­ჩას შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კად­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ისიც დად­გმულ კად­რად მო­იხ­სე­ნია. მისი თქმით, ად­გილ­ზე მი­ი­ტა­ნეს გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი, რო­მელ­საც "ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით გა­და­ად­გი­ლებ­დნენ ხელ­საყ­რე­ლი რა­კურ­სის­თვის“. სა­უ­ბა­რია ძმებ რაზ­მა­ძე­ე­ბის სუ­ლის­შემ­ძვრელ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც გა­რა­ნიჩ­მა 2008 წელს გო­რის და­ბომბვის დროს გა­და­ი­ღო.

"ბუ­ჩას ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა ფო­ტოგ­რა­ფი გლებ გა­რა­ნი­ჩი, რო­მელ­საც ბრალს სდებ­დნენ 2008 წელს გორ­ში დად­გმულ კად­რებ­ზე. დად­გე­ნი­ლია, რომ ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­დარს ქა­ლაქ­ში მათ­თვის ხელ­საყ­რე­ლი რა­კურ­სის­თვის გა­და­ა­ად­გი­ლებ­დნენ. ბუ­ჩას შემ­დეგ, გა­რა­ნი­ჩი გა­ე­მარ­თა კრა­მა­ტორსკის­კენ. ეს დამ­თხვე­ვაა? არა მგო­ნია!“ - წერს პუ­ტი­ნის­ტი სა­ლა­ვი­ო­ვი "ტე­ლეგ­რა­მარხზე".

დათო მძი­ნა­რიშ­ვილს, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად "რო­ი­ტე­რის“ კავ­კა­სი­ის ბი­უ­როს ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი იყო, გორ­ში გლებ გა­რა­ნიჩ­თან ერ­თად მო­უ­წია მუ­შა­ო­ბა. დათო ცნო­ბი­ლი ფო­ტოს ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს:

"2008-ში გორ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფო­ტოს ავ­ტო­რი "რო­ი­ტე­რის“ კი­ე­ვის ბი­უ­როს ფო­ტოგ­რა­ფი გლებ გა­რა­ნი­ჩია. ჩვენ ერ­თად ვი­ღებ­დით ამ კადრს, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს. გო­რის შე­სას­ვლელ­ში, სა­დაც ადრე სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი იყო, კორ­პუ­სე­ბი იდგა (ახ­ლაც არის მგო­ნი, სა­ტან­კო ნა­წი­ლი). ეს ფოტო იქვე ახ­ლო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც რუ­სებ­მა ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დეს, კორ­პუ­სის ეზო­ში ვინც იყო, ყვე­ლა და­ი­ღუ­პა. ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი - ზვი­ად რაზ­მა­ძეც ჭურ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. კორ­პუ­სებ­ში ვინც იყ­ვნენ, ისი­ნი გა­დარ­ჩნენ. მაგ დროს ჩვენ გო­რის ცენ­ტრში ვი­ყა­ვით და შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის­კენ გა­ვე­შუ­რეთ. გარ­დაც­ვლი­ლის ძმაც მალე მო­ვი­და, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის შემ­დეგ. სა­ლა­ვი­ო­ვის ბრალ­დე­ბა­ზე რა უნდა ვთქვა? მე­ცი­ნე­ბა... ჯერ კი­დევ 2008-ში რუს­მა ბლო­გე­რებ­მა მო­ი­გო­ნეს ეს "ფე­ი­კი“, მა­შინ "ფე­ის­ბუ­კი“ არ იყო და ეს დე­ზინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა ბლო­გებ­ზე გავ­რცელ­და. რუ­სულ­მა პრო­პა­გან­და­მაც აქ­ტი­უ­რად აი­ტა­ცა "ცხედ­რის და­დე­ბის“ ამ­ბა­ვი, თით­ქოს იქ მი­ი­ტა­ნეს, ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც იყო სი­უ­ჟე­ტე­ბი... ახ­ლაც ზუს­ტად იგი­ვე დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა მა­რი­უ­პოლ­სა და ბუ­ჩა­ზე, რაც 2008-ში, თით­ქოს კად­რე­ბი დად­გმუ­ლია. ეს იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია... ანუ რუ­სე­ბი რა­საც მა­შინ აკე­თებ­დნენ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დი­დად არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლან. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი-ერ­თში იმე­ო­რე­ბენ იმას, რა­საც მა­შინ თხზავ­დნენ.

მე და გლე­ბი, ორი­ვე­ნი "რო­ი­ტერ­ში“ ვმუ­შა­ობ­დით, ის უკ­რა­ი­ნე­ლია და "რო­ი­ტე­რის" კი­ე­ვის ბი­უ­რო­ში იყო. გა­რა­ნი­ჩი რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი ფო­ტოგ­რა­ფია. 2008 წელს ამ ცნო­ბი­ლი ფო­ტოს­თვის მან ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სში - "უოლდ პრესს ფოტო“ გა­ი­მარ­ჯვა და და მე­სა­მე პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და. რუ­სე­ბის და სა­ლა­ვი­ო­ვის ამ აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის, რუ­სე­თის გა­რეთ აღა­რა­ვის სჯე­რა და ყუ­რა­დღე­ბას აღარ აქ­ცე­ვენ“, - ამ­ბობს დათო მძი­ნა­რიშ­ვი­ლი.

აგ­ვის­ტოს ომის დროს გორ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც ზაზა რაზ­მა­ძე გარ­დაც­ვლილ ძმას, ზვი­ადს დას­ტი­რის, 2008 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კის სიმ­ბო­ლოდ იქცა. ეს ფოტო და ერედ­ვე­ლი დევ­ნი­ლი რაზ­მა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დია იმ­ჟა­მად მთელ­მა მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყო. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე რუ­სე­თის ვე­რა­გუ­ლი თავ­დას­ხმა არ გახ­და საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ეს მონ­სტრი სა­ხელ­მწი­ფო შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ, თუნ­დაც უმ­კაც­რე­სი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბით. ამან დღეს სამ­ყა­რო რამ­ხე­ლა საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა, უკვე ყვე­ლა ხე­დავს.

ისევ 2008 წლის გო­რის ტრა­გე­დი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ამ და­ბომბვი­სას ზვი­ა­დის 9 თვის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლეც და­ი­ღუ­პა. მათი ერ­თა­დერ­თი ვაჟი, დიტო კი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2014 წელს, ოჯახს მო­რი­გი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა თავს - ზაზა რაზ­მა­ძე კა­რა­ლე­თის ლტოლ­ვილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში კო­ტე­ჯის წინ ჯი­ხურს დგამ­და, რა დრო­საც ის ელექტრო­სა­დენ­მა იმ­სხვერ­პლა. ზა­ზას ვაჟი დათო და გო­გო­ნა, ლი­ზი­კო დარ­ჩა.

სამი წლის წინ, 2019 წლის იან­ვარ­ში, რაზ­მა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ისევ დატ­რი­ალ­და ტრა­გე­დია - ლი­ბი­ა­ში და­ი­ღუ­პა ზაზა რაზ­მა­ძის 22 წლის ვაჟი დათო, რო­მე­ლიც თურ­ქულ გემ­ზე მე­ზღვა­უ­რად მუ­შა­ობ­და, ლი­ბი­ის სა­ნა­პი­როს­თან გა­უ­ჩი­ნარ­და და შემ­დეგ მისი ცხე­და­რი სა­ნა­პი­რო წყლებ­ში იპო­ვეს.

ზვი­ად და ზაზა რაზ­მა­ძე­ე­ბის დედა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ასე იხ­სე­ნებ­და:

"იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ 8 აგ­ვის­ტოს ზვი­ად­მა და­მი­რე­კა, სი­დედრთან დავ­რჩე­ბი­თო. მერე ვუ­რე­კავ­დი, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. იმ დი­ლით ტე­ლე­ვი­ზორ­ში და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემი სახ­ლი იწ­ვო­და. ვხე­დავ­დი დიდ ჯვარ­საც, რო­მე­ლიც ჩვენს სახ­ლს გა­უ­კე­თა ზა­ზამ, როცა ბინა აკურ­თხე­ბი­ნა. ისიც კი გა­მო­ა­ცხა­დეს, ამ ბი­ნა­ში ფეხ­მძი­მე გოგო და­ი­ღუ­პაო. ჩემი რძა­ლი მაკა 9 თვის ფეხ­მძი­მე იყო, მაგ­რამ მა­ინც არ მი­ფიქ­რია, თუ ის იქ­ნე­ბო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ისი­ნი მა­კას მშობ­ლებ­თან იყ­ვნენ... ზა­ზა­მაც ნახა, სახ­ლი იწ­ვო­და, მაგ­რამ თავს იმით იმ­შვი­დებ­და, რომ სახ­ლში არა­ვინ ეგუ­ლე­ბო­და. ხელ­თუ­ბან­ში ასუ­ლა, იქ კი უთ­ქვამთ, გორ­ში წა­ვიდ­ნე­ნო. გა­გი­ჟე­ბუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და აგიზ­გი­ზე­ბულ ცე­ცხლში შე­ვარ­დნი­ლა, იქ ეძებ­და ოჯა­ხის წევ­რებს. ამ დროს თურ­მე გა­და­ა­ბი­ჯა თა­ვის ძმას და რძალ­საც, მაგ­რამ არ და­უ­ნა­ხავს. უკან მობ­რუ­ნე­ბულ­მა ჭრე­ლი მა­ი­სუ­რით იცნო ძმა და გა­გიჟ­და. ეს ფოტო მა­შინ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა. მა­კას მა­ჯის­ცე­მა ჰქონ­და და წა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 4 სა­ა­თი იცო­ცხლა... ზვი­ადს ჭურ­ვის­გან ტან­საც­მე­ლი სულ დაფ­ლე­თი­ლი ჰქონ­და, ზა­ზამ მი­თხრა, ჩემი გა­ვი­ხა­დე და ჩა­ვაც­ვიო, ამი­ტომ არის ზაზა იმ ფო­ტო­ზე ტან­შიშ­ვე­ლი. ზურ­გზე მო­ი­კი­და მკვდა­რი ძმა და ისე გა­მო­იყ­ვა­ნა იქი­დან. მა­შინ ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, კუ­ბო­ებ­საც ვერ იშო­ვი­დი. და­ხო­ცი­ლებს ბრე­ზენ­ტში გახ­ვე­უ­ლებს კრძა­ლავ­დნენ. ზაზა ამ­ბობ­და, ჩემს ძმას და რძალს ასე ვერ დავ­კრძა­ლა­ვო და ტაქ­სი მი­ა­ყე­ნა სა­ხე­ლოს­ნოს. თურ­მე სა­სახ­ლე­ე­ბი სხვას უნდა წა­ე­ღო. გამ­წა­რე­ბულ­მა ფული მი­უ­ყა­რა და წა­მო­ი­ღო... იმა­ვე დღეს დავ­კრძა­ლეთ ყვე­ლა­ნი. ჩემი რძა­ლი 28 წლის იყო, ზვი­ა­დი - 33 წლის. მერე ზა­ზაც მო­მიკ­ვდა... ომს და სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ თით­ქმის ჭკუ­ა­ზე შე­ი­შა­ლა ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ. არა­ვის გვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და, ერთი წელი სულ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის რკი­ნის ვა­გონ­ში იყო, იქ, სა­დაც ორი­ვე ძმა მუ­შა­ობ­და. იქვე გა­ა­კე­თა ზვი­ოს წყა­რო. თა­ვის მოკ­ვლა­საც აპი­რებ­და, მაგ­რამ მა­შინ გა­დავ­რჩით. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ჩემს სა­ცო­და­ვად გაზ­რდილ შვი­ლებს, ასე­თი მწა­რე ბედი თუ ელო­დათ!“

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
4+1=5
0

რა არის დადგმული ჩემი მეზობელი იყო. ამ წუთში თვითონ ეს კაციც გარდაცვლილია. დენმა დაარტყა

LA
3

არადა რუსები 2008 ში იგივე ფოტოზე ამბობდნენ რომ აი ეს ოსი ძმები არიან და ნახეთ ქართველებმა რა დამართესო , მძინარე ცხინვალს დაესხნენო თავს ! ამათი ტყუილების და ზომბების ფაბრიკა უკვე ვეღარ მუშაობს მსოფლიოს დასაბოლებლად და ეწვით .. რა ქნან სხვა . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ხდება სასამართლოში, სადაც ექიმი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს
ავტორი:

პუტინისტი სალავიოვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, გორში გადაღებული ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი რუსების მიერ მოკლულ ძმას დასტირის, დადგმულია - რას ამბობს ტრაგედიის შემსწრე ფოტოგრაფი?

პუტინისტი სალავიოვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს, გორში გადაღებული ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა კაცი რუსების მიერ მოკლულ ძმას დასტირის, დადგმულია - რას ამბობს ტრაგედიის შემსწრე ფოტოგრაფი?

კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი ევროკავშირის დაწესებულმა სანქციებმა, რომლის ფარგლებშიც მისი უძრავი ქონებაც დააყადაღეს, ისე გააცოფა, რომ დასავლეთისა და უკრაინის ისტერიულ ლანძღვას არ დასჯერდა და ახლა საქართველოს გადმოსწვდა. ჯერ იყო და სოლოვიოვმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები "არაადამიანურ დაჯგუფებად“ და "კრიმინალებად“ მოიხსენია, ახლა კი "როიტერის“ კიევის ბიუროს ფოტოკორესპოდენტ გლებ გარანიჩის საკმაოდ ცნობილი ფოტოს წარმომავლობაში შეიტანა ეჭვი და ბუჩას შემაძრწუნებელი კადრების პარალელურად, ისიც დადგმულ კადრად მოიხსენია. მისი თქმით, ადგილზე მიიტანეს გარდაცვლილის ცხედარი, რომელსაც "ქალაქის მასშტაბით გადაადგილებდნენ ხელსაყრელი რაკურსისთვის“. საუბარია ძმებ რაზმაძეების სულისშემძვრელ ფოტოზე, რომელიც გარანიჩმა 2008 წელს გორის დაბომბვის დროს გადაიღო.

"ბუჩას ფოტოების ავტორი აღმოჩნდა ფოტოგრაფი გლებ გარანიჩი, რომელსაც ბრალს სდებდნენ 2008 წელს გორში დადგმულ კადრებზე. დადგენილია, რომ ერთ-ერთი მოკლული მამაკაცის ცხედარს ქალაქში მათთვის ხელსაყრელი რაკურსისთვის გადააადგილებდნენ. ბუჩას შემდეგ, გარანიჩი გაემართა კრამატორსკისკენ. ეს დამთხვევაა? არა მგონია!“ - წერს პუტინისტი სალავიოვი "ტელეგრამარხზე".

დათო მძინარიშვილს, რომელიც იმხანად "როიტერის“ კავკასიის ბიუროს ფოტოკორესპონდენტი იყო, გორში გლებ გარანიჩთან ერთად მოუწია მუშაობა. დათო ცნობილი ფოტოს ისტორიას იხსენებს:

"2008-ში გორში გადაღებული ყველაზე ცნობილი ფოტოს ავტორი "როიტერის“ კიევის ბიუროს ფოტოგრაფი გლებ გარანიჩია. ჩვენ ერთად ვიღებდით ამ კადრს, რომლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. გორის შესასვლელში, სადაც ადრე სამხედრო ნაწილი იყო, კორპუსები იდგა (ახლაც არის მგონი, სატანკო ნაწილი). ეს ფოტო იქვე ახლოსაა გადაღებული. მას შემდეგ, რაც რუსებმა ბომბი ჩამოაგდეს, კორპუსის ეზოში ვინც იყო, ყველა დაიღუპა. ფოტოზე გამოსახული ადამიანი - ზვიად რაზმაძეც ჭურვის შედეგად დაიღუპა. კორპუსებში ვინც იყვნენ, ისინი გადარჩნენ. მაგ დროს ჩვენ გორის ცენტრში ვიყავით და შემდეგ შემთხვევის ადგილისკენ გავეშურეთ. გარდაცვლილის ძმაც მალე მოვიდა, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. სალავიოვის ბრალდებაზე რა უნდა ვთქვა? მეცინება... ჯერ კიდევ 2008-ში რუსმა ბლოგერებმა მოიგონეს ეს "ფეიკი“, მაშინ "ფეისბუკი“ არ იყო და ეს დეზინფორმაცია სხვადასხვა ბლოგებზე გავრცელდა. რუსულმა პროპაგანდამაც აქტიურად აიტაცა "ცხედრის დადების“ ამბავი, თითქოს იქ მიიტანეს, ტელევიზიითაც იყო სიუჟეტები... ახლაც ზუსტად იგივე დეზინფორმაცია ვრცელდება მარიუპოლსა და ბუჩაზე, რაც 2008-ში, თითქოს კადრები დადგმულია. ეს იმდენად აბსურდულია... ანუ რუსები რასაც მაშინ აკეთებდნენ, ამ მიმართულებით დიდად არ განვითარებულან. ფაქტობრივად, ერთი-ერთში იმეორებენ იმას, რასაც მაშინ თხზავდნენ.

მე და გლები, ორივენი "როიტერში“ ვმუშაობდით, ის უკრაინელია და "როიტერის" კიევის ბიუროში იყო. გარანიჩი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფოტოგრაფია. 2008 წელს ამ ცნობილი ფოტოსთვის მან ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში - "უოლდ პრესს ფოტო“ გაიმარჯვა და და მესამე პრიზით დაჯილდოვდა. რუსების და სალავიოვის ამ აბსურდული ბრალდებების, რუსეთის გარეთ აღარავის სჯერა და ყურადღებას აღარ აქცევენ“, - ამბობს დათო მძინარიშვილი.

აგვისტოს ომის დროს გორში გადაღებული სულისშემძვრელი ფოტო, რომელზეც ზაზა რაზმაძე გარდაცვლილ ძმას, ზვიადს დასტირის, 2008 წელს, საქართველოში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. ეს ფოტო და ერედველი დევნილი რაზმაძეების ოჯახის ტრაგედია იმჟამად მთელმა მსოფლიომ შეიტყო. თუმცა სამწუხაროდ, საქართველოზე რუსეთის ვერაგული თავდასხმა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს მონსტრი სახელმწიფო შეეჩერებინათ, თუნდაც უმკაცრესი სანქციების დაწესებით. ამან დღეს სამყარო რამხელა საფრთხის ქვეშ დააყენა, უკვე ყველა ხედავს.

ისევ 2008 წლის გორის ტრაგედიას რომ დავუბრუნდეთ, ამ დაბომბვისას ზვიადის 9 თვის ფეხმძიმე მეუღლეც დაიღუპა. მათი ერთადერთი ვაჟი, დიტო კი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა...

მოგვიანებით, 2014 წელს, ოჯახს მორიგი უბედურება დაატყდა თავს - ზაზა რაზმაძე კარალეთის ლტოლვილთა დასახლებაში კოტეჯის წინ ჯიხურს დგამდა, რა დროსაც ის ელექტროსადენმა იმსხვერპლა. ზაზას ვაჟი დათო და გოგონა, ლიზიკო დარჩა.

სამი წლის წინ, 2019 წლის იანვარში, რაზმაძეების ოჯახში ისევ დატრიალდა ტრაგედია - ლიბიაში დაიღუპა ზაზა რაზმაძის 22 წლის ვაჟი დათო, რომელიც თურქულ გემზე მეზღვაურად მუშაობდა, ლიბიის სანაპიროსთან გაუჩინარდა და შემდეგ მისი ცხედარი სანაპირო წყლებში იპოვეს.

ზვიად და ზაზა რაზმაძეების დედა "კვირის პალიტრასთან“ იმ საბედისწერო დღეს ასე იხსენებდა:

"იმ ავადსახსენებელ 8 აგვისტოს ზვიადმა დამირეკა, სიდედრთან დავრჩებითო. მერე ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. იმ დილით ტელევიზორში დავინახე, რომ ჩემი სახლი იწვოდა. ვხედავდი დიდ ჯვარსაც, რომელიც ჩვენს სახლს გაუკეთა ზაზამ, როცა ბინა აკურთხებინა. ისიც კი გამოაცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღუპაო. ჩემი რძალი მაკა 9 თვის ფეხმძიმე იყო, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, თუ ის იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ... ზაზამაც ნახა, სახლი იწვოდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ სახლში არავინ ეგულებოდა. ხელთუბანში ასულა, იქ კი უთქვამთ, გორში წავიდნენო. გაგიჟებული დაბრუნებულა და აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდნილა, იქ ეძებდა ოჯახის წევრებს. ამ დროს თურმე გადააბიჯა თავის ძმას და რძალსაც, მაგრამ არ დაუნახავს. უკან მობრუნებულმა ჭრელი მაისურით იცნო ძმა და გაგიჟდა. ეს ფოტო მაშინ მთელმა მსოფლიომ ნახა. მაკას მაჯისცემა ჰქონდა და წაიყვანეს საავადმყოფოში, 4 საათი იცოცხლა... ზვიადს ჭურვისგან ტანსაცმელი სულ დაფლეთილი ჰქონდა, ზაზამ მითხრა, ჩემი გავიხადე და ჩავაცვიო, ამიტომ არის ზაზა იმ ფოტოზე ტანშიშველი. ზურგზე მოიკიდა მკვდარი ძმა და ისე გამოიყვანა იქიდან. მაშინ ისეთი ამბავი იყო, კუბოებსაც ვერ იშოვიდი. დახოცილებს ბრეზენტში გახვეულებს კრძალავდნენ. ზაზა ამბობდა, ჩემს ძმას და რძალს ასე ვერ დავკრძალავო და ტაქსი მიაყენა სახელოსნოს. თურმე სასახლეები სხვას უნდა წაეღო. გამწარებულმა ფული მიუყარა და წამოიღო... იმავე დღეს დავკრძალეთ ყველანი. ჩემი რძალი 28 წლის იყო, ზვიადი - 33 წლის. მერე ზაზაც მომიკვდა... ომს და სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ თითქმის ჭკუაზე შეიშალა ამ ტრაგედიის შემდეგ. არავის გვეკონტაქტებოდა, ერთი წელი სულ პროფილაქტიკის რკინის ვაგონში იყო, იქ, სადაც ორივე ძმა მუშაობდა. იქვე გააკეთა ზვიოს წყარო. თავის მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ მაშინ გადავრჩით. რას წარმოვიდგენდი, ჩემს საცოდავად გაზრდილ შვილებს, ასეთი მწარე ბედი თუ ელოდათ!“

იხილეთ ასევე: