სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობის ფაქტზე დააკავეს პირი, რომელიც დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას თანხის სანაცვლოდ ჰპირდებოდა
თაღლითობის ფაქტზე დააკავეს პირი, რომელიც დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას თანხის სანაცვლოდ ჰპირდებოდა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნი­ლი თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­უ­კავ­შირ­და დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ერთ-ერთ პირს, მო­ტყუ­ე­ბით და­არ­წმუ­ნა იგი, რომ შე­სა­ბა­მი­სი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მეშ­ვე­ო­ბით, შეძ­ლებ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის დევ­ნი­ლის ქუ­ლის მო­მა­ტე­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს­გან უსას­ყიდ­ლოდ, ვა­და­ზე ადრე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მი­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვით, ბრალ­დე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქეს გა­მო­არ­თვა 1 000 აშშ დო­ლა­რი, რა დრო­საც მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BACK IN USSR
0

ასე,იყო 90-იანებში,ყველაფერი ქრთამით კეთდებოდ,იგივეა ეხლა,პატრონი კი არაა,,

დაქცეული ქვეყანა
2

სრული უპატრონობა და კორუფციაა ქვეყანაში,შიგნიდან ტყდება ისევ ყველაფერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

თაღლითობის ფაქტზე დააკავეს პირი, რომელიც დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას თანხის სანაცვლოდ ჰპირდებოდა

თაღლითობის ფაქტზე დააკავეს პირი, რომელიც დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას თანხის სანაცვლოდ ჰპირდებოდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირის მეშვეობით, შეძლებდა დაინტერესებული პირისთვის დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე ადრე, საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას.

"აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 1 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.