პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ "პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო - როგორია წამლის გამოყენების პროტოკოლი
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ "პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო - როგორია წამლის გამოყენების პროტოკოლი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ "პაქსლო­ვი­დის“ გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო და ერ­თე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ.

რო­გორც გა­ბუ­ნია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, პა­ცი­ენ­ტი მე­დი­კა­მენტს თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იღებს.

ამას­თან, გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, რომ თუ პა­ცი­ენტს წამ­ლის მი­ღე­ბი­სას დას­ჭირ­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, კლი­ნი­კის ექი­მი შე­ა­ფა­სებს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას, კერ­ძოდ, გა­აგ­რძე­ლოს თუ არა მან მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა.

"პაქსლო­ვი­დის“ გა­მო­ყე­ნე­ბა გა­სულ კვი­რას და­ი­წყო. ჯერ ერ­თე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტია, რო­მე­ლიც მე­დი­კა­მენტს იღებს. მე­დი­კა­მენტს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხის ექი­მი ნიშ­ნავს. პრო­ტო­კოლ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პროგ­ნო­ზულ რის­კებ­ზე მი­უ­თი­თებს.

მა­ღა­ლი პროგ­ნო­ზუ­ლი რის­კის პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც მსუ­ბუ­ქია ან სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, ამას­თან დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნი­დან არ არის გა­სუ­ლი 5 დღე­ზე მეტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ექი­მი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ "პაქსლო­ვი­დი" და­უ­ნიშ­ნოს პა­ცი­ენტს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა, ამ­დე­ნად, ამ პე­რი­ოდ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის პა­ცი­ენტს დას­ჭირ­და მე­დი­კა­მენ­ტი. „პაქსლო­ვი­დი“ ბი­ნა­ზე მი­აქვს სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჰოლ­დინ­გის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას. მას მიჰ­ყვე­ბა ექი­მი ცენ­ტრა­ლუ­რი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კი­დან. პირ­ველ მი­ღე­ბას პა­ცი­ენ­ტი ექი­მის თან­დას­წრე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს, შემ­დეგ უკვე პა­ცი­ენ­ტი დე­ტა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ას იღებს თუ რო­გორ უნდა გა­აგ­რძე­ლოს მე­დი­კა­მენ­ტით მკურ­ნა­ლო­ბა.

თავ­და­პირ­ვე­ლად ექიმს 2 დღის დოზა მი­აქვს, შემ­დეგ კი დარ­ჩე­ნი­ლი 3 დღის, იმის­თვის, რომ 5 დღის დოზა სრუ­ლად მი­ი­ღოს. ამ დო­ზე­ბის გა­ყო­ფის მი­ზა­ნია ის, რომ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტუ­რად მოხ­დეს და და­ნა­კარ­გე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი იყოს. ამას­თან, შუა პე­რი­ოდ­ში ექიმ­თან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ინ­ტე­რაქ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს, ნა­ხოს რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მკურ­ნა­ლო­ბა.

წამ­ლის მი­ღე­ბამ­დე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას და­მა­ტე­ბით აკონ­ტრო­ლებს ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის ოჯა­ხის ექი­მი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წამ­ლის დო­ზის გა­მო­ტო­ვე­ბა არ მოხ­დეს და ყვე­ლა დოზა მი­ი­ღოს.

თუ ისე მოხ­და, რომ პა­ცი­ენტს წამ­ლის მი­ღე­ბი­სას დას­ჭირ­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, უკვე ჰოს­პიტ­ლის ექი­მი შე­ა­ფა­სებს მდგო­მა­რე­ო­ბას, კერ­ძოდ, გა­აგ­რძე­ლოს თუ არა მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა. ჯერ ასე­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა",- გან­მარ­ტავს გა­ბუ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლ- ო
0

პასუხი მაინტერესებს , მედიკამენტი რომელიც დანიშნული ჰქონდა კოვიდპაციენტს და არ მისცეს ,თან პაციენტის პატრონებს ატყუებდნენ ვაძლევთო და პაციენტი დაიღუპა , ამის მერე ვენდოთ ექიმებს ? ან ასეთი ექიმი არის ღირსი რომ გააგრძელოს მუშაობა ან კლინიკამ არ უნდა შეწყვიტოს ავადმყოფების მიღება ? ასე იქნება ეს წამალიც ვისაც უნდა მისცენ . 

ლუხო
4

ბებერი მ.....ს და კარები დაკეტესო, ამაზეა ნათქვამი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ "პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო - როგორია წამლის გამოყენების პროტოკოლი

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ "პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო - როგორია წამლის გამოყენების პროტოკოლი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ "პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო და ერთეული პაციენტები მკურნალობენ.

როგორც გაბუნია "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, პაციენტი მედიკამენტს თავდაპირველად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იღებს.

ამასთან, გაბუნია განმარტავს, რომ თუ პაციენტს წამლის მიღებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, კლინიკის ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, კერძოდ, გააგრძელოს თუ არა მან მედიკამენტის მიღება.

"პაქსლოვიდის“ გამოყენება გასულ კვირას დაიწყო. ჯერ ერთეული პაციენტია, რომელიც მედიკამენტს იღებს. მედიკამენტს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ოჯახის ექიმი ნიშნავს. პროტოკოლში გამოყოფილია კრიტერიუმები, რომლებიც პროგნოზულ რისკებზე მიუთითებს.

მაღალი პროგნოზული რისკის პაციენტებში, რომლის მდგომარეობაც მსუბუქია ან საშუალო სიმძიმის, ამასთან დიაგნოზის დადგენიდან არ არის გასული 5 დღეზე მეტი, ამ შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ "პაქსლოვიდი" დაუნიშნოს პაციენტს.

მოგეხსენებათ, საბედნიეროდ, შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ამდენად, ამ პერიოდში მცირე რაოდენობის პაციენტს დასჭირდა მედიკამენტი. „პაქსლოვიდი“ ბინაზე მიაქვს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ მობილიზებულ სატრანსპორტო საშუალებას. მას მიჰყვება ექიმი ცენტრალური ონლაინ კლინიკიდან. პირველ მიღებას პაციენტი ექიმის თანდასწრებით ახორციელებს, შემდეგ უკვე პაციენტი დეტალურ ინსტრუქციას იღებს თუ როგორ უნდა გააგრძელოს მედიკამენტით მკურნალობა.

თავდაპირველად ექიმს 2 დღის დოზა მიაქვს, შემდეგ კი დარჩენილი 3 დღის, იმისთვის, რომ 5 დღის დოზა სრულად მიიღოს. ამ დოზების გაყოფის მიზანია ის, რომ მედიკამენტის გამოყენება ეფექტურად მოხდეს და დანაკარგები მინიმალური იყოს. ამასთან, შუა პერიოდში ექიმთან საფუძვლიანი ინტერაქციის შესაძლებლობა ჰქონდეს, ნახოს როგორ მიმდინარეობს მკურნალობა.

წამლის მიღებამდე პაციენტის მდგომარეობას დამატებით აკონტროლებს ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი. მნიშვნელოვანია წამლის დოზის გამოტოვება არ მოხდეს და ყველა დოზა მიიღოს.

თუ ისე მოხდა, რომ პაციენტს წამლის მიღებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, უკვე ჰოსპიტლის ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, კერძოდ, გააგრძელოს თუ არა მედიკამენტის მიღება. ჯერ ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა",- განმარტავს გაბუნია.