"10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მარიუპოლის რუსული ალყის შედეგად", - ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
"ჩვენი ქალაქის ქუჩებში ცხედრები ხალიჩებად იყო მოფენილი. დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს გადააჭარბოს“, - დასძინა მერმა Associated Press-თან სატელეფონო საუბრისას.
მან აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქში მოძრავი კრემატორიუმები ჩაიტანეს.
მარიუპოლიდან გაქცეული ქალაქის მერი!
ევაკუაცია არ შეიძლებოდა? ამ მარიოპულოს რას გადაეკიდნენ, რატომ ასეთი სისასტიკე?მსოფლიო არ ცდილობს შეაჩეროს ომი, სანქციებიო, იძახიან, აშკარაა უკრაინის გაწირვა რუსეთის დასასუსტებლად,, მაგრამ ხალხი ცოდო არ არის? პ.ს. საქართველოს სანქციები შეაჩერებს რუსეთს, ნამდვილად, ეს ჩემი აზრი კი არაა, დიდი ნაცპოლიტიკოსების აზრია..