მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია წერილში, რომელიც ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს მოსწერა? - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
რა წერია წერილში, რომელიც ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს მოსწერა? - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს წე­რილს უგ­ზავ­ნის. წე­რი­ლის თარ­გმანს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ხა­რებს ის, თუ რო­გორ გა­ფარ­თოვ­და და აყ­ვავ­და ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა უორდრო­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ყო­ველ­წლი­უ­რი ფორ­მა­ტი ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი შე­თან­ხმე­ბა, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო! ამა წლის 27 აპ­რილს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბის 30 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნა­ვენ.

მსურს, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო და კვლავ და­გი­დას­ტუ­როთ თუ რა­ო­დენ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო იმ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბო­რის ჯონ­სო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

ბო­რის ჯონ­სო­ნის თქმით, ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის წინსვლა, რომ­ლის თვითმხილ­ველ­ნიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­ხდით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან. ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რაც მრა­ვალ სფე­როს მო­ი­ცავს და მათ შო­რი­საა პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, უსაფრ­თხო­ე­ბის, თავ­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

მა­ხა­რებს ის, თუ რო­გორ გა­ფარ­თოვ­და და აყ­ვავ­და ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა უორდრო­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ყო­ველ­წლი­უ­რი ფორ­მა­ტი ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი შე­თან­ხმე­ბა. ასე­ვე ვა­ფა­სებთ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ო­ნა­ლურ და გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის გა­რე­მოს­დაც­ვით და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ იმ ფაქტს, რომ პრო­ვო­ცი­რე­ბის გა­რე­შე, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მხრი­დან წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ბარ­ბა­რო­სუ­ლი თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნა­ზე კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვა­ლი წე­ლია მა­მა­ცად უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა მსოფ­ლიო ერე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის ამ ღია აგ­რე­სი­ის პი­რის­პირ დგა­ნან. მინ­და ასე­ვე გარ­წმუ­ნოთ, რომ მტკი­ცედ ვდგა­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის სა­და­რა­ჯო­ზე. მო­უთ­მენ­ლად ველი მომ­დევ­ნო წლებ­ში ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის უწყვეტ გან­ვი­თა­რე­ბას” , - აღ­ნიშ­ნავს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეკითხვა ოცნებას
52

ჯონსონიც ნაცია,რადგან ყველას დამსახურება,მარტო ოცნებას და ღარიბაშვილს არ მიაწერა? აბა ველოდები ქოცების რეაქციას,ან გაამტყუნეთ ბორისი ან გაამტყუნეთ ღარიბაშვილი ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებების გამო.

კახა
77

მინიმუმ ეს პრემიერია მოსაშორებელი და მაქსიმუმ მთელი ოცნების ხელისუფლება. გუშინ როგორ უნამუსოდ თქვა რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ამ ხელისუფლების მიღწევაა, მაშინ როდესაც ამ იდეას თაობები ეწირება, ესეგი საქართველოს წინა ხელისუფლებებს ამ კუთხით არაფერი უკეთებიათ? სირცხვილია ესეთი ნარცისული განცხადებები. გარდა ამისა რომ არა უკრაინის ამბები არანაირი კითხვარი ჯერ არ გამოგვევგზავნებოდა და სულაც 2024 წლისთვის ქონდა ოცნებას განაცხადის გაგზავნა დაანონსებული. სამარცხვინო კაცია ეს. ნაცი არ გეგონოთ იმათაც არ ვაკლებ ლანძღვას მაგრამ ესენი აღმოჩდნენ კატასტროფა, გაგვაბრიყვა ბიძაინამ თავის დროზე 2012-ში და ეს უნდა გამოსწორდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

რა წერია წერილში, რომელიც ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს მოსწერა? - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

რა წერია წერილში, რომელიც ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს მოსწერა? - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის. წერილის თარგმანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება, ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

ბორის ჯონსონის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად.

"აღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები.

მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას” , - აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.