სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მსოფლიო ამას არ დაივიწყებს... პასუხი ყველამ უნდა აგოთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს
"მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მსოფლიო ამას არ დაივიწყებს... პასუხი ყველამ უნდა აგოთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის ერთ-ერთ დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნევს. ამის შე­სა­ხებ მან CBS ნი­უ­სის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, პუ­ტინს შე­ეძ­ლო ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა.

"მი­ვიჩ­ნევ, მე მი­ვიჩ­ნევ, რომ ის ერთ-ერთი მათ­გა­ნია ... მას შე­ეძ­ლო ამის შე­ჩე­რე­ბა. მათ მკაც­რი ვერ­ტი­კა­ლი აქვთ. არ შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ მათ ბევ­რი ინ­სტი­ტუ­ცია აქვთ, რო­გორც ზო­გი­ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში. მათ ამა თუ იმ ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მკაც­რი ვერ­ტი­კა­ლი აქვთ. ამი­ტომ ჩვენ შეგ­ვეძ­ლო შევ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით გა­ცი­ლე­ბით ადრე. ჩვენ შეგ­ვეძ­ლო გვე­სა­უბ­რა. მას სურ­და ეს თუ არ სურ­და, მოვ­წონ­ვარ თუ არ მოვ­წონ­ვარ, ვე­ზი­ზღე­ბი შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ადა­მი­ა­ნი, არ ვიცი, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე არ არის, სა­უ­ბა­რია ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ომზე, ამი­ტომ მე ვსა­უბ­რობ ამ ორი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რებს შო­რის დი­ა­ლოგ­ზე და მას შე­ეძ­ლო ამის შე­ჩე­რე­ბა, მას­ზე ბევ­რი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ისე­ვე რო­გორც ახლა. როცა ეს უკვე ხდე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა და იმის თქმა "ჩვენ ეს არ გაგ­ვი­კე­თე­ბია“. თუ მარ­თლა მი­იჩ­ნევ, რომ ეს არ გა­გი­კე­თე­ბია, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ ეს პირ­და­პირ მი­თხრა, ეს უნდა უთხრა სა­ხე­ში მსოფ­ლი­ოს, იმი­ტომ, რომ თუ ეს არ გა­გი­კე­თე­ბია და თავს მა­გარ კა­ცად მი­იჩ­ნევ, სულ მცი­რე გენ­დო­მე­ბო­და, რო­გორც ადა­მი­ანს გეთ­ქვა, გეყ­ვი­რა, რომ ეს შენ არ გა­გი­კე­თე­ბია, იმი­ტომ, რომ მთე­ლი შენი სა­ხელ­მწი­ფო აგებს ამის­თვის პა­სუხს. ამას არა­ვინ არ და­ი­ვი­წყებს. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ თუ გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ უკ­რა­ი­ნას, არა­ვის არ ემახ­სოვ­რე­ბა. მთე­ლი ერის გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ო­რე, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის შენ უკვე ხელ­ჩა­მო­სარ­თმე­ვი არ ხარ, მთე­ლი მსოფ­ლიო ამას არ და­ი­ვი­წყებს. ჩვენ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც არის ვი­დეო, აუ­დიო, წიგ­ნე­ბი, იქ­ნე­ბა მო­გო­ნე­ბე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ოკუ­პან­ტე­ბის და­ნა­შა­უ­ლის გამო პა­სუ­ხი მხო­ლოდ პუ­ტინ­მა და სამ­ხედ­რო­ებ­მა არ უნდა აგონ.

"მე ვფიქ­რობ, ყვე­ლა, ვინც იღებ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გას­ცემ­და ბრძა­ნე­ბებს, ას­რუ­ლებ­და, ყვე­ლა თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მათ პო­ლი­ტი­კა­ში, რო­მელ­მაც ხმა მის­ცა ჩვე­ნი ამა თუ იმ ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სი­ას. მი­ვიჩ­ნევ, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი დამ­ნა­შა­ვეა. არ შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, მე გა­ვე­ცი მა­რი­უ­პო­ლის აღე­ბის ბრძა­ნე­ბაო და შემ­დეგ თქვა, რომ დამ­ნა­შა­ვე არ ხარ, რომ ქა­ლა­ქის აღე­ბი­სას ვი­ღა­ცას მო­აჭ­რეს კი­დუ­რე­ბი და აწა­მეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ამის უფ­ლე­ბა არ გაქვს, იმი­ტომ, რომ იქ გაგ­ზავ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ არი­ან. მე არ ვარ იმის მოწ­მე რა ბრძა­ნე­ბა გა­ე­ცი, მაგ­რამ ეს ჯაჭ­ვია და ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია, იმი­ტომ, რომ ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მი­დან შეს­რუ­ლე­ბამ­დე მან­ძი­ლია და ამ მან­ძილ­ზე ცხედ­რე­ბია.

ამი­ტომ, პა­სუ­ხი ყვე­ლამ უნდა აგოთ. მეს­მის, რომ პა­სუხს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აგებთ, იმი­ტომ რომ მო­რო­დი­ო­რო­ბა, მკვლე­ლო­ბა სხვა­დას­ხვაა, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა დად­გეს, თუ ჯერ კი­დევ გვჯე­რა კა­ნო­ნის.

გა­მო­ძი­ე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა მუ­შა­ო­ბენ. არის ბევ­რი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, არის ჩა­წე­რი­ლი მათი სა­უბ­რე­ბი, მათ მშობ­ლებ­თა­ნაც კი. ისი­ნი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მე­გობ­რებ­თან, მშობ­ლებ­თან, რომ მათ ვი­ღაც აიყ­ვა­ნეს ტყვედ. არის ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლია მათი მო­რო­დი­ო­რო­ბა. არის მკვლე­ლო­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი ტყვე­ო­ბა­ში, რომ­ლებ­მაც თქვეს სი­მარ­თლე, რომ ხო­ცავ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, არი­ან მფრი­ნა­ვე­ბი ტყვე­ო­ბა­ში, რომ­ლებ­საც თან სპე­ცი­ა­ლუ­რი ქა­ღალ­დე­ბი და რუ­კე­ბი ჰქონ­დათ, სა­დაც მო­ნიშ­ნუ­ლია პუნ­ქტე­ბი, რომ­ლებ­საც ბომ­ბავ­დნენ, ეს პუნ­ქტე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქოა და არა სამ­ხედ­რო“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

"რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი გა­დავ­ლენ კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან მოქ­მე­დე­ბებ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში... ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით ამის­თვის“ - ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
18

საკუთარ ხალხზე იფიქრე ,და ნაცებს ნაკლებად უსმინე ,მათი საგვირო საქმე 30 კილომეტრში არიან განლაგებულნი

რჩევა
50

ჯობია სიტყვები მოზომო და მოლაპარაკებებზე იფიქრო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მსოფლიო ამას არ დაივიწყებს... პასუხი ყველამ უნდა აგოთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს

"მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მსოფლიო ამას არ დაივიწყებს... პასუხი ყველამ უნდა აგოთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულების ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან CBS ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინს შეეძლო ამ დანაშაულების შეჩერება.

"მივიჩნევ, მე მივიჩნევ, რომ ის ერთ-ერთი მათგანია ... მას შეეძლო ამის შეჩერება. მათ მკაცრი ვერტიკალი აქვთ. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ ბევრი ინსტიტუცია აქვთ, როგორც ზოგიერთ სახელმწიფოში. მათ ამა თუ იმ ბრძანების შესრულების მკაცრი ვერტიკალი აქვთ. ამიტომ ჩვენ შეგვეძლო შევხვედრილიყავით გაცილებით ადრე. ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა. მას სურდა ეს თუ არ სურდა, მოვწონვარ თუ არ მოვწონვარ, ვეზიზღები შეიძლება როგორც ადამიანი, არ ვიცი, მაგრამ საუბარი პერსონალიებზე არ არის, საუბარია ორ სახელმწიფოს შორის ომზე, ამიტომ მე ვსაუბრობ ამ ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის დიალოგზე და მას შეეძლო ამის შეჩერება, მასზე ბევრი იყო დამოკიდებული. ისევე როგორც ახლა. როცა ეს უკვე ხდება, არ შეიძლება უბრალოდ თვალების დახუჭვა და იმის თქმა "ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია“. თუ მართლა მიიჩნევ, რომ ეს არ გაგიკეთებია, ვალდებული ხარ ეს პირდაპირ მითხრა, ეს უნდა უთხრა სახეში მსოფლიოს, იმიტომ, რომ თუ ეს არ გაგიკეთებია და თავს მაგარ კაცად მიიჩნევ, სულ მცირე გენდომებოდა, როგორც ადამიანს გეთქვა, გეყვირა, რომ ეს შენ არ გაგიკეთებია, იმიტომ, რომ მთელი შენი სახელმწიფო აგებს ამისთვის პასუხს. ამას არავინ არ დაივიწყებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ გაანადგურებენ უკრაინას, არავის არ ემახსოვრება. მთელი ერის განადგურება შეუძლებელია. მეორე, მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მთელი მსოფლიო ამას არ დაივიწყებს. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც არის ვიდეო, აუდიო, წიგნები, იქნება მოგონებები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ოკუპანტების დანაშაულის გამო პასუხი მხოლოდ პუტინმა და სამხედროებმა არ უნდა აგონ.

"მე ვფიქრობ, ყველა, ვინც იღებდა ამ გადაწყვეტილებას, გასცემდა ბრძანებებს, ასრულებდა, ყველა თანამონაწილეა. არიან ადამიანები მათ პოლიტიკაში, რომელმაც ხმა მისცა ჩვენი ამა თუ იმ ტერიტორიის ანექსიას. მივიჩნევ, რომ ყველა მათგანი დამნაშავეა. არ შეიძლება იმის თქმა, მე გავეცი მარიუპოლის აღების ბრძანებაო და შემდეგ თქვა, რომ დამნაშავე არ ხარ, რომ ქალაქის აღებისას ვიღაცას მოაჭრეს კიდურები და აწამეს ადამიანები. ამის უფლება არ გაქვს, იმიტომ, რომ იქ გაგზავნე ადამიანები, რომლებიც ვერ არიან. მე არ ვარ იმის მოწმე რა ბრძანება გაეცი, მაგრამ ეს ჯაჭვია და ყველაფერი დაკავშირებულია, იმიტომ, რომ ბრძანების გაცემიდან შესრულებამდე მანძილია და ამ მანძილზე ცხედრებია.

ამიტომ, პასუხი ყველამ უნდა აგოთ. მესმის, რომ პასუხს სხვადასხვანაირად აგებთ, იმიტომ რომ მოროდიორობა, მკვლელობა სხვადასხვაა, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თუ ჯერ კიდევ გვჯერა კანონის.

გამოძიება და პროკურატურა მუშაობენ. არის ბევრი აუდიოჩანაწერი, არის ჩაწერილი მათი საუბრები, მათ მშობლებთანაც კი. ისინი განიხილავდნენ მეგობრებთან, მშობლებთან, რომ მათ ვიღაც აიყვანეს ტყვედ. არის ვიდეოები, სადაც ასახულია მათი მოროდიორობა. არის მკვლელობის ჩანაწერები, გვყავს ადამიანები ტყვეობაში, რომლებმაც თქვეს სიმართლე, რომ ხოცავდნენ ადამიანებს, არიან მფრინავები ტყვეობაში, რომლებსაც თან სპეციალური ქაღალდები და რუკები ჰქონდათ, სადაც მონიშნულია პუნქტები, რომლებსაც ბომბავდნენ, ეს პუნქტები სამოქალაქოა და არა სამხედრო“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ:

"რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში... ჩვენ ვემზადებით ამისთვის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი