რუსეთის "პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციაო გადაცემის „ვრემიას“ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევარდა, გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა დაასაქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt-ის მფლობელი "აქსელ სპრინგერი“ ავრცელებს.
ოვსიანიკოვა გერმანული გამოცემის კორესპონდენტი იქნება.
როგორც ცნობილია, ოვსიანიკოვა იმუშავებს გაზეთისთვის და ასევე, Die Welt-ის ტელევიზიისთვის როგორც უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან.
შეგახსენებთ, მოსკოვის სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.