ავტორი:

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - როგორ განაწილდა ხმები

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - როგორ განაწილდა ხმები

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხმების 27.6% მიიღო.

მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა მარინ ლე პენმა კი 23.4%. ხმების 22% კი ულტრამემარცხენე კანდიდატმა, ჟან-ლუკ მელენშორმა მოიპოვა.

იმის გამო, რომ არჩევნების პირველ ტურში ხმათა 50%-ზე მეტის მიღება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება, სადაც ერთმანეთს მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.