მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ უკრაინაში მაინც არ ჩადიხარ, რა საჭიროა არგუმენტის დაყოლება, რომ ავად ხარ? - გაკვეთილს რომ აცდენ და ამბობ, სიცხე გქონდა და თან ბებიაც გარდაგეცვალა, დაახლოებით ისეთია" - იაგო ხვიჩია
"თუ უკრაინაში მაინც არ ჩადიხარ, რა საჭიროა არგუმენტის დაყოლება, რომ ავად ხარ? - გაკვეთილს რომ აცდენ და ამბობ, სიცხე გქონდა და თან ბებიაც გარდაგეცვალა, დაახლოებით ისეთია" - იაგო ხვიჩია

ერთი: შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ავად არის და მე­ო­რე: სა­თა­ნა­დო მოწ­ვე­ვა არ არის და ამის გამო ვერ ჩა­მოვ­დი­ვარ, ერ­თმა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. თუ მა­ინც არ ჩა­დი­ხარ, რა სა­ჭი­როა მე­ო­რე არ­გუ­მენ­ტის და­ყო­ლე­ბა, რომ ავად ხარ? რა­ღაც­ნა­ი­რი "ოვერ­დო­ზია“. აი, გაკ­ვე­თილს რომ აც­დენ და არ­გუ­მენ­ტებს ამ­ბობ, თან რომ სი­ცხე გქონ­და და თან ბე­ბი­აც რომ გარ­და­გეც­ვა­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თია, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში" "გირ­ჩის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მიწ­ვე­ვა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პა­სუ­ხე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

"ყვე­ლა მო­სა­უბ­რე ხვდე­ბა, რომ ეს არ­გუ­მენ­ტე­ბი იმი­ტომ კი არ არის ნათ­ქვა­მი, რომ მარ­თლა არ­გუ­მენ­ტია, არა­მედ იმი­ტომ, რომ რა­ღაც ხომ უნდა თქვა. "რა­ღაც ხომ უნდა თქვა­ზე“, იგი­ვე წარ­მა­ტე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი რამე შე­იძ­ლე­ბა თქვა. შე­იძ­ლე­ბო­და ფურ­ცე­ლი არ მოგ­წო­ნე­ბო­და, სა­დაც მოწ­ვე­ვა იყო და და გეთ­ქვა, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ეტი­კე­ტით ასეთ­ზე კი არა სხვა­ნა­ი­რი ფონ­ტით, ან ფურ­ცელ­ზე უნდა იწე­რე­ბო­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ყვე­ლა ვხე­დავთ, რა ხდე­ბა ბუ­ჩა­ში, რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და იმა­საც, რომ სამ­ძი­მა­რი არის სა­ჭი­რო. მარ­თლა სამ­ძი­მა­რი, რომ შემ­დეგ ადა­მი­ან­თან თვა­ლებ­ში შე­ხედ­ვის შან­სი გქონ­დეს და ამას არ ვა­კე­თებთ,“ - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა ახლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძო­ლის წინა ხა­ზია და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძო­ლის შე­დე­გად, და­მა­ტე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა უნდა. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნი­სა­ში ჩას­ვლა და სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა, უფრო მე­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის.

"უკ­რა­ი­ნას კი არა ჩვენ გვჭირ­დე­ბა ეს სო­ლი­და­რო­ბა. ჩვენ უკ­რა­ი­ნას გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რე­ბით. ჩვენ გვჭირ­დე­ბა, ჩვენ თავს უნდა და­ვეხ­მა­როთ უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლით. უკ­რა­ი­ნა­ში არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძო­ლის წინა ხაზი და ჩვენ გვინ­და, რომ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძო­ლის შე­დე­გად, და­მა­ტე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი მო­ვი­პო­ვოთ, მათ შო­რის, რუ­სე­თის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ა.შ. და ამ პო­ზი­ცი­ას­თან არის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ჩვენ რო­გორც ვიქ­ცე­ვით და ამი­ტომ არის პრობ­ლე­მუ­რი, თო­რემ უკ­რა­ი­ნას კი არ სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა, მთელ სამ­ყა­როს სჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა. უკ­რა­ი­ნა ამ წუ­თას მო­რა­ლურ პი­ე­დეს­ტალ­ზეა და ჩვენ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ იმ პი­ე­დეს­ტალ­ზე ჩვენც ავი­დეთ,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

იაგო ხვი­ჩი­ას გან­ცხა­დე­ბით, "გირ­ჩის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბის 4-ვე წევ­რმა სო­ლი­და­რო­ბის და სამ­ძიმ­რის გა­მო­სა­ხა­ტად, ბუ­ჩა­ში ჩას­ვლის სურ­ვი­ლი და მზად­ყოფ­ნა გა­მო­ხა­ტეს. მი­სი­ვე თქმით, პრო­ცესს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას.

იაგო ხვი­ჩი­ამ ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის გა­ნა­ცხად­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვა­რის გად­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა არა შევ­სე­ბა­ზე, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"მე არ მგო­ნია ეს ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­სი, რომ ჩვენ რა­ღა­ცას შე­ვავ­სებთ და ამას ეს შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა. მე ეს მგო­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს დაკ­ვირ­ვე­ბა სჭირ­დე­ბა. რო­გორც არ უნდა შე­ვავ­სოთ ჩვენ ეს გა­ნა­ცხა­დი, მე მგო­ნი, მისი წარ­მა­ტე­ბა ჩვენ მიერ შევ­სე­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. წარ­მა­ტე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ საით აღ­მოვ­ჩნდე­ბით: ფარ­დის იქით, ნა­თელ მხა­რეს, თუ ფარ­დის ბნელ მხა­რეს. თუ ნა­თელ მხა­რეს აღ­მოვ­ჩნდე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა პრობ­ლე­მუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გვაქვს, პრობ­ლე­მუ­რი მთავ­რო­ბა და ა.შ. მა­ინც გაგ­ვი­მარ­თლებს, მაგ­რამ თუ აქეთ აღ­მოვ­ჩნდით, მა­შინ შემ­დე­გი მთავ­რო­ბის­თვი­საც კი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ სხვა­ნა­ი­რი იყოს, ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად აკე­თოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად გარ­თულ­დეს საქ­მე, რომ ამის მო­ხერ­ხე­ბა ბევ­რი წლით გა­და­ი­დოს,“ - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იაგოს
2

შეეშვი პაპუაშვილს, მაგი სიმონ ქალებთან ჭიდილშია მაგარი პარლამენტის დარბაზში,როცა დაცვა უმაგრებს მხარს.

უტრუხუნე
25

იაგო, ჯიგარო, რა ჰქნან? ჩავიდნენ და თქვენსავით წაიკუზონ და შიშველი უკანალები მიუშვირონ რუსებს? გამოცდილება კი გაქვთ გირჩელებს. გაუძეხით წინ შენა და ზურა-გირჩი თქვენს არმიას და წაკუზეთ ისევ, მიჩვეულები ხართ და რა აზრი აქვს სად წაიკუზებით, სამაჩაბლოში თუ უკრაინაში, მტერი იგივეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"თუ უკრაინაში მაინც არ ჩადიხარ, რა საჭიროა არგუმენტის დაყოლება, რომ ავად ხარ? - გაკვეთილს რომ აცდენ და ამბობ, სიცხე გქონდა და თან ბებიაც გარდაგეცვალა, დაახლოებით ისეთია" - იაგო ხვიჩია

"თუ უკრაინაში მაინც არ ჩადიხარ, რა საჭიროა არგუმენტის დაყოლება, რომ ავად ხარ? - გაკვეთილს რომ აცდენ და ამბობ, სიცხე გქონდა და თან ბებიაც გარდაგეცვალა, დაახლოებით ისეთია" - იაგო ხვიჩია

ერთი: შალვა პაპუაშვილი ავად არის და მეორე: სათანადო მოწვევა არ არის და ამის გამო ვერ ჩამოვდივარ, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ მაინც არ ჩადიხარ, რა საჭიროა მეორე არგუმენტის დაყოლება, რომ ავად ხარ? რაღაცნაირი "ოვერდოზია“. აი, გაკვეთილს რომ აცდენ და არგუმენტებს ამბობ, თან რომ სიცხე გქონდა და თან ბებიაც რომ გარდაგეცვალა, დაახლოებით ისეთია, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებულ მიწვევაზე "ქართული ოცნების“ პასუხები არასერიოზულია.

"ყველა მოსაუბრე ხვდება, რომ ეს არგუმენტები იმიტომ კი არ არის ნათქვამი, რომ მართლა არგუმენტია, არამედ იმიტომ, რომ რაღაც ხომ უნდა თქვა. "რაღაც ხომ უნდა თქვაზე“, იგივე წარმატებით ნებისმიერი რამე შეიძლება თქვა. შეიძლებოდა ფურცელი არ მოგწონებოდა, სადაც მოწვევა იყო და და გეთქვა, რომ დიპლომატიური ეტიკეტით ასეთზე კი არა სხვანაირი ფონტით, ან ფურცელზე უნდა იწერებოდეს. აქედან გამომდინარე, სრულიად არასერიოზულია. ყველა ვხედავთ, რა ხდება ბუჩაში, რა ხდება უკრაინაში და იმასაც, რომ სამძიმარი არის საჭირო. მართლა სამძიმარი, რომ შემდეგ ადამიანთან თვალებში შეხედვის შანსი გქონდეს და ამას არ ვაკეთებთ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, უკრაინა ახლა თავისუფლების ბრძოლის წინა ხაზია და საქართველოს თავისუფლების ბრძოლის შედეგად, დამატებითი თავისუფლების მოპოვება უნდა. შესაბამისად, უკრაინისაში ჩასვლა და სოლიდარობის გამოხატვა, უფრო მეტად საქართველოს ინტერესებში შედის.

"უკრაინას კი არა ჩვენ გვჭირდება ეს სოლიდარობა. ჩვენ უკრაინას განსაკუთრებით ვერაფრით დავეხმარებით. ჩვენ გვჭირდება, ჩვენ თავს უნდა დავეხმაროთ უკრაინაში ჩასვლით. უკრაინაში არის თავისუფლების ბრძოლის წინა ხაზი და ჩვენ გვინდა, რომ ამ თავისუფლების ბრძოლის შედეგად, დამატებითი თავისუფლებები მოვიპოვოთ, მათ შორის, რუსეთისგან თავისუფლება და ა.შ. და ამ პოზიციასთან არის შეუფერებელი ჩვენ როგორც ვიქცევით და ამიტომ არის პრობლემური, თორემ უკრაინას კი არ სჭირდება ჩვენი დახმარება, ჩვენ გვჭირდება, მთელ სამყაროს სჭირდება უკრაინის დახმარება. უკრაინა ამ წუთას მორალურ პიედესტალზეა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ იმ პიედესტალზე ჩვენც ავიდეთ,“ - აღნიშნა მან.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, "გირჩის“ საპარლამენტო შემადგენლობის 4-ვე წევრმა სოლიდარობის და სამძიმრის გამოსახატად, ბუჩაში ჩასვლის სურვილი და მზადყოფნა გამოხატეს. მისივე თქმით, პროცესს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი უწევს ორგანიზებას.

იაგო ხვიჩიამ ასევე, საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი წარმატება არა შევსებაზე, არამედ პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული.

"მე არ მგონია ეს ტექნიკური პროცესი, რომ ჩვენ რაღაცას შევავსებთ და ამას ეს შედეგი მოჰყვება. მე ეს მგონია პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკურ პროცესს დაკვირვება სჭირდება. როგორც არ უნდა შევავსოთ ჩვენ ეს განაცხადი, მე მგონი, მისი წარმატება ჩვენ მიერ შევსებაზე არ არის დამოკიდებული. წარმატება პოლიტიკურ პროცესზეა დამოკიდებული, თუ საით აღმოვჩნდებით: ფარდის იქით, ნათელ მხარეს, თუ ფარდის ბნელ მხარეს. თუ ნათელ მხარეს აღმოვჩნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პრობლემური პოზიციები გვაქვს, პრობლემური მთავრობა და ა.შ. მაინც გაგვიმართლებს, მაგრამ თუ აქეთ აღმოვჩნდით, მაშინ შემდეგი მთავრობისთვისაც კი, რომელიც შეიძლება საერთოდ სხვანაირი იყოს, ადეკვატური იყოს, ყველაფერი სწორად აკეთოს, მაგრამ იმდენად გართულდეს საქმე, რომ ამის მოხერხება ბევრი წლით გადაიდოს,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.