სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ახალი შეტევა დონბასში უკვე დაიწყო, რეგიონიდან მოსახლეობის "გაძლიერებული ევაკუაცია“ მიმდინარეობს
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ახალი შეტევა დონბასში უკვე დაიწყო,  რეგიონიდან მოსახლეობის "გაძლიერებული ევაკუაცია“ მიმდინარეობს

რუ­სე­თის ახა­ლი შე­ტე­ვა დონ­ბა­სის რე­გი­ონ­ში უკვე და­ი­წყო, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა, ვა­დიმ დე­ნი­სენ­კომ გა­ნა­ცხა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

უკ­რა­ი­ნელ­მა და და­სავ­ლელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი დონ­ბას­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

"უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს არ იქ­ნე­ბა 24 თე­ბერ­ვლის მსგავ­სი შე­ტე­ვა, რო­დე­საც ჯერ სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი იყო, შემ­დეგ კი გა­მო­ვა­ცხა­დეთ, რომ ომი და­ი­წყო. ამ­ჯე­რად, დიდი შე­ტე­ვა უკვე და­ი­წყო. რუ­სე­ბი სამ­ხედ­რო ძა­ლებს აგ­რო­ვე­ბენ. ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ჯა­რი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რე­გი­ო­ნებ­ში. მარ­თა­ლია, ჯერ კი­დევ არ არის მას­შტა­ბუ­რი ბრძო­ლე­ბი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შე­ტე­ვა უკვე და­წყე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­სენ­კომ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, აფეთ­ქე­ბე­ბი ღა­მით დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და უკ­რა­ი­ნის სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლა­ქის, ხარ­კო­ვის და­ბომბვა ასე­ვე გრძელ­დე­ბა.

ლუ­განსკის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა, სერ­გეი გა­ი­და­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დონ­ბას­ში მო­სახ­ლე­ო­ბის "გაძ­ლი­ე­რე­ბულ ევა­კუ­ა­ცი­ას“ აწარ­მო­ებს. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს, 11 აპ­რილს და­გეგ­მი­ლია ევა­კუ­ა­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი ლუ­განსკი­დან და დო­ნეც­კი­დან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერიჰა
0

რა დაიწყო,მეოთხე დღეა ჯოჯოხეთია დონბასში!!! ერიჰა

ლაო
30

თუ გაძლიერებული ევაკუაცია დაიწყეთ მოსახლეობის იმედია მსხვერპლი არ იქნება და მერე არ დაიწყებთ აპელირებას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თაობაზე იმედია ეგ მოსახლეობა დატყვევებული არ გყავთ სარდაფებში და ფარად არ იყენებთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ახალი შეტევა დონბასში უკვე დაიწყო, რეგიონიდან მოსახლეობის "გაძლიერებული ევაკუაცია“ მიმდინარეობს

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ახალი შეტევა დონბასში უკვე დაიწყო,  რეგიონიდან მოსახლეობის "გაძლიერებული ევაკუაცია“ მიმდინარეობს

რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისინი დონბასში რუსული ჯარების გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იქნება 24 თებერვლის მსგავსი შეტევა, როდესაც ჯერ საჰაერო დარტყმები იყო, შემდეგ კი გამოვაცხადეთ, რომ ომი დაიწყო. ამჯერად, დიდი შეტევა უკვე დაიწყო. რუსები სამხედრო ძალებს აგროვებენ. ისინი აგრძელებენ ჯარისა და აღჭურვილობის გადანაწილებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. მართალია, ჯერ კიდევ არ არის მასშტაბური ბრძოლები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შეტევა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა დენისენკომ.

როგორც მან აღნიშნა, აფეთქებები ღამით დნეპროპეტროვსკში მიმდინარეობდა და უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა ასევე გრძელდება.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დონბასში მოსახლეობის "გაძლიერებულ ევაკუაციას“ აწარმოებს. მანვე აღნიშნა, რომ დღეს, 11 აპრილს დაგეგმილია ევაკუაციის მატარებლები ლუგანსკიდან და დონეცკიდან.