ავტორი:

ჟირინოვსკის ცოლი და შვილი სკანდალური პოლიტიკოსის დაკრძალვას არ დაესწრნენ - მამა უკანასკნელ გზაზე მხოლოდ მისმა უკანონო შვილებმა გააცილეს

ჟირინოვსკის ცოლი და შვილი სკანდალური პოლიტიკოსის დაკრძალვას არ დაესწრნენ - მამა უკანასკნელ გზაზე მხოლოდ მისმა უკანონო შვილებმა გააცილეს

6 აპრილს რუსი პოლიტიკოსი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსს კორონავირუსი გაურთულდა და ისე დაიღუპა, რომ კომიდან არ გამოსულა. მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია მინიმუმ სამჯერ გავრცელდა მედიაში და ყველა ჯერზე ტყუილი აღმოჩნდა. საბოლოოდ ჟირინოვსკი ნამდვილად მოკვდა და 8 აპრილს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გრანდიოზული გაცილება მოუწყეს. ჟირინოვსკისთან გამოსამშვიდობებლად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მივიდა. დაკრძალვას ესწრებოდნენ ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პოლიტიკოსი გენადი ზიუგანოვი და გარდაცვლილის ნათესავები და კოლეგები.

მაგრამ როგორც გაირკვა, ჭირისუფლებს შორის არ იყვნენ ჟირინოვსკის ცოლი გალინა ლებედევა და მათი საერთო ვაჟი იგორ ლებედევი. ამბობენ, რომ პოლიტიკოსი ბოლო წლებში უფროს შვილთან ნაჩხუბარი იყო, რის გამოც, ლებედევმა სახელმწიფო სათათბიროში ხელახლა არჩევაზეც კი თქვა უარი. ასევე ვრცელდება ხმები, რომ ჟირინოვსკის შვილი საზღვარგარეთ არის წასული. ცერემონიას დაესწრნენ პოლიტიკოსის ორი უკანონო შვილი: ოლეგი და ანასტასია...

ჟირინოვსკი რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური ფიგურა იყო. მისი განცხადებები ბევრისთვის შეურაცხმყოფელი და აბსურდულიც კი გახლდათ. მაგალითად, ის მხარს უჭერდა კანონს პოლიგამიის შესახებ და ამბობდა, რომ ეს რუსეთში დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად იყო საჭირო. ჟირინოვსკი ითხოვდა ბორდელების გახსნას ახალგაზრდებისთვის, რათა მათ თავიანთი ენერგია მიტინგებზე სიარულის ნაცვლად იქ დაეხარჯათ.

  • ცოლი, საყვარლები და უკანონო შვილები

გალინა ლებედევამ და ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ერთმანეთი 60-იანი წლების ბოლოს სტუდენტობისას გაიცნეს. რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ კი 1971 წლის 6 იანვარს იქორწინეს.

ორ წელიწადში წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა, მაგრამ ცხოვრება ერთად გააგრძელეს. 1993 წელს კი ხელახლა იქორწინეს.

გალინა ვირუსოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გახლდათ, ის ხშირად ახლდა ქმარს ოფიციალურ ღონისძიებებზე. იცვამდა სხვადასხვა ფერის ქურქებს და გამოირჩეოდა ოქროსა და ბრილიანტის სამკაულების სიუხვით. მედიის ცნობით, ლებედევა, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარია. ფლობს რამდენიმე მდიდრულ რეზიდენციას, ბინებს დედაქალაქის ელიტურ რაიონებში და შვიდ ძვირადღირებულ მანქანას.

1972 წლის სექტემბერში ჟირინოვსკისა და ლებედევას ქორწინებაში შეეძინათ ერთადერთი ვაჟი, იგორი, რომელსაც პოლიტიკისკენ გზა მამამ გაუკვალა. იგორი დედის გვარზეა, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათ შორის ტყუპი ბიჭები, რომლებმაც რუსეთში სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა შვეიცარიაში განაგრძეს.

იგორ ლებედევი

იგორ ლებედავი მამასთან ერთად

  • უკანონო შვილები

1983 წელს ვლადიმერ ჟირინოვსკის საყვარლისგან ქალიშვილი ანასტასია შეეძინა, რომელიც დედის გვარს - პეტროვას ატარებს. ოფიციალურად გოგონას არავინ იცნობდა. თუმცა, ჟურნალისტებთან ინტერვიუში ჟირინოვსკი ამბობდა, რომ ქალიშვილი გარეგნულად მამას ჰგავდა და მასთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა.

ანასტასია პეტროვა

ჟირინოვსკის უკანონო შვილები მამის პანაშვიდზე

რუსეთში პოლიგამიის ლეგალურად დაშვების იდეის დასაბუთებისთვის, ჟირინოვსკი ამბობდა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ის გალინა ლებედევასთან ერთად, ანასტასიას დედაზეც დაქორწინებოდა.

ჟირინოვსკის კიდევ ერთი საყვარლისგან უმცროსი ვაჟი ოლეგი 1986 წლის დეკემბერში შეეძინა. ისიც დედის გვარს - გაზდაროვს ატარებს. პოლიტიკოსმა შვილი საზოგადოებას 1995 წელს გააცნო. ჟირინოვსკიმ თქვა, რომ ჟანა გაზდაროვა კუბაში შვებულების დროს გაიცნო (ქალი იქ მუშაობდა). ოლეგი ჩრდილოეთ ოსეთში ბებიამ გაზარდა.

ოლეგ გაზდაროვი

რამდენიმე წლის წინ, ოლეგმა ჟირინოვსკის მამის გვარის ეიდელშტეინის ტარება გადაწყვიტა. მამის მხარდაჭერით კი რამდენიმე კომერციული კომპანიის თანამფლობელი გახდა. ოლეგი ოსეთის მკვიდრ მადინა ბატიროვაზეა დაოჯახებულა. მამამ 800 - კაციანი ქორწილი გადაუხადა, თუმცა დღესასწაულზე თავად არ მისულა.

ჟირინოვსკის ცოლს გალინა ლებედევას არასოდეს უსაუბრია ქმრის უკანონო შვილებზე. როგორც ჩანს, მეუღლის დასჯა ასე გადაწყვიტა და გამოსამშვიდობებელ ცერემონიას არ დაესწრო. პოლიგამიის მხარდამჭერი დეპუტატი საბოლოოდ, ცოლისა და საყვარლების ნაცვლად, პუტინმა, მედვედევმა და შოიგუმ გააცილეს.