პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა აცხადებს, რომ რუსებმა ჩერნობილიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა "მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა"
უკრაინა აცხადებს, რომ რუსებმა ჩერნობილიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა "მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა"

ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა, რო­მელ­თაც ყო­ფი­ლი ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი სად­გუ­რი ეკა­ვათ, კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­დან მო­ი­პა­რეს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მელ­საც მათი მოკ­ვლა შე­უძ­ლია.

უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტომ, რო­მელ­საც ჩერ­ნო­ბი­ლის ყო­ფი­ლი ატო­მუ­რი სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ზო­ნის მარ­თვა ევა­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი ეკო­ცენ­ტრის კვლე­ვი­თი ბა­ზის სა­წყობ­ში შე­ვიდ­ნენ და 133 ერ­თე­უ­ლი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა მო­ი­პა­რეს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის მცი­რე ნა­წი­ლიც კი სა­სიკ­ვდი­ლოა, თუკი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­და“, - გა­ნა­ცხა­დეს სა­ა­გენ­ტო­ში და აღ­ნიშ­ნეს, რომ "მო­პა­რუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად უც­ნო­ბია“.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა, გერ­მან გუ­ლა­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩერ­ნო­ბი­ლის ყო­ფილ ატო­მურ სად­გურ­ზე ნამ­ყოფ­მა რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ბირ­თვუ­ლი რა­დი­ა­ცი­ის "შო­კის­მომ­გვრე­ლი" დას­ხი­ვე­ბა მი­ი­ღეს და, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერთ მათ­განს ერთ წელ­ზე ნაკ­ლე­ბი სი­ცო­ცხლე დარ­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
2

ესეთი უვიცი ჯარისკაცები ყავს რუსეთს 21-საუკუნეში.არ იციან რადიაქტიური ნივთიერ. შესახებ? თუ დაავალეს და გამოიყენეს ეს უტვინოები.

რადიო
2

ჩაის უხდებაო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

უკრაინა აცხადებს, რომ რუსებმა ჩერნობილიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა "მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა"

უკრაინა აცხადებს, რომ რუსებმა ჩერნობილიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა "მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა"

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელთაც ყოფილი ჩერნობილის ატომური სადგური ეკავათ, კვლევითი ლაბორატორიებიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც მათი მოკვლა შეუძლია.

უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ, რომელსაც ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის მიმდებარე ზონის მართვა ევალება, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები ეკოცენტრის კვლევითი ბაზის საწყობში შევიდნენ და 133 ერთეული რადიოაქტიური ნივთიერება მოიპარეს.

"აღნიშნული ქმედების მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა, თუკი არაპროფესიონალურად განხორციელდა“, - განაცხადეს სააგენტოში და აღნიშნეს, რომ "მოპარული ნივთიერებების მდებარეობა ამჟამად უცნობია“.

ცნობისთვის, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გულაშენკომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ყოფილ ატომურ სადგურზე ნამყოფმა რუსმა ჯარისკაცებმა ბირთვული რადიაციის "შოკისმომგვრელი" დასხივება მიიღეს და, შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ერთ წელზე ნაკლები სიცოცხლე დარჩა.