საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს აეროპორტზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანეს: "მისგან უკვე არაფერია დარჩენილი"
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს აეროპორტზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანეს: "მისგან უკვე არაფერია დარჩენილი"

დნიპ­როს აე­რო­პორ­ტი რუ­სე­თის თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და, - ამის შე­სა­ხებ დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვა­ლენ­ტინ რეზ­ნი­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ამ დრომ­დე ზუს­ტდე­ბა.

”კი­დევ ერთი თავ­დას­ხმა დნიპ­როს აე­რო­პორტზე. მის­გან უკვე არა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი. აე­რო­პორ­ტი და მიმ­დე­ბა­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ რა­კე­ტე­ბი კვლავ დაფ­რი­ნა­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და რეზ­ნი­ჩენ­კომ.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტი, ლე­სია ვა­სი­ლენ­კო. მან “ტვი­ტერ­ში” და­წე­რა, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ბოლო სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმამ "არ და­ტო­ვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და აე­რო­პორ­ტის გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა“.

ვა­სი­ლენ­კოს თქმით, დნიპ­როს აე­რო­პორ­ტი გა­სულ წელს გა­ნახ­ლდა, ხოლო მო­რი­გი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვის გამო „ყვე­ლა ინ­ვეს­ტი­ცია და ძა­ლის­ხმე­ვა სრუ­ლი­ად ჩა­ი­შა­ლა“.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ აე­რო­პორ­ტს რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა აქამ­დეც შე­უ­ტი­ეს. რო­გორც რეზ­ნი­ჩენ­კომ 15 მარტს გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თის სა­რა­კე­ტო დარ­ტყმამ ტერ­მი­ნა­ლის შე­ნო­ბა და­ა­ზი­ა­ნა.

ავტორი:

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს აეროპორტზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანეს: "მისგან უკვე არაფერია დარჩენილი"

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს აეროპორტზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანეს: "მისგან უკვე არაფერია დარჩენილი"

დნიპროს აეროპორტი რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.

”კიდევ ერთი თავდასხმა დნიპროს აეროპორტზე. მისგან უკვე არაფერია დარჩენილი. აეროპორტი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მაგრამ რაკეტები კვლავ დაფრინავენ“, - განაცხადა რეზნიჩენკომ.

აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა უმაღლესი რადას დეპუტატი, ლესია ვასილენკო. მან “ტვიტერში” დაწერა, რომ რუსი ოკუპანტების ბოლო საჰაერო დარტყმამ "არ დატოვა ინფრასტრუქტურა და აეროპორტის გარშემო ყველაფერი გაანადგურა“.

ვასილენკოს თქმით, დნიპროს აეროპორტი გასულ წელს განახლდა, ხოლო მორიგი სარაკეტო შეტევის გამო „ყველა ინვესტიცია და ძალისხმევა სრულიად ჩაიშალა“.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ აეროპორტს რუსმა ოკუპანტებმა აქამდეც შეუტიეს. როგორც რეზნიჩენკომ 15 მარტს განაცხადა, რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ტერმინალის შენობა დააზიანა.