სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდი, ვნახოთ "სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი...საინტრესოა, კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად" - რას წერს კახა კალაძე
"მოდი, ვნახოთ "სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი...საინტრესოა, კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად" - რას წერს კახა კალაძე

დე­და­ქა­ლა­ქის მერი, კახა კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს გან­ცხა­დე­ბას და "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"დე­ზინ­ფორ­მა­ცია, ტყუ­ი­ლი, ცი­ლის­წა­მე­ბა - ამ სი­ტყვე­ბის სი­ნო­ნი­მად, სამ­წუ­ხა­როდ, და­არ­სე­ბის დღი­დან იქცა "მთა­ვა­რი არხი“ და მისი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი ნიკა გვა­რა­მია. დას­წა­მე ცილი, შე­თხზე ამ­ბად და სი­უ­ჟე­ტად-ტყუ­ი­ლის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბა და ამ ეთე­რი­დან ათას­გვა­რი სი­ბინ­ძუ­რის მოს­მე­ნა დღეს აღა­რა­ვის უკ­ვირს..

მო­რი­გი ასე­თი “შე­დევ­რი” ვი­ხი­ლეთ გუ­შინ ნიკა გვა­რა­მი­ას გა­და­ცე­მა­ში, რო­მელ­მაც, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის 4 მთა­ვა­რი "კრი­შა" გა­შიფ­რა. ფან­ტა­ზი­ის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვის­თვის ანო­ნი­მი რეს­პონ­დენ­ტი შე­არ­ჩია და მა­ყუ­რე­ბელს ამ­ცნო, რომ ერთ-ერთი კი­ბერ­თაღ­ლი­თუ­რი ოფი­სი, რო­მე­ლიც ვი­თომ­და კა­ლა­ძეს ეკუთ­ვნის, ისევ გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას.

აი ასე, მთა­ვა­რი არ­ხის პრო­კუ­რორ ნიკა გვა­რა­მი­ას (ავ­ტო­რი ფილ­მი­სა "ნო­ემ­ბრი­დან ნო­ემ­ბრამ­დე“), რომ­ლის დრო­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ადა­მი­ა­ნებს ბრალს ისე სდებ­და, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბო­და, არც ტე­ლე­ე­თე­რით დას­ჭირ­ვე­ბია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­რი­გი "სკან­და­ლის“ ასა­გო­რებ­ლად. მოდი, ვნა­ხოთ "სკან­და­ლუ­რი“ ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყი­სი:

გვა­რა­მია: ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, მა­მა­ცაშ­ვი­ლი, კა­ლა­ძე, ფარ­ცხა­ლა­ძე - ეს არის 4 მთა­ვა­რი "კრი­შა“ ამ სფე­რო­ში?

ანო­ნი­მი რეს­პონ­დენ­ტი: დიახ!

გვა­რა­მია: და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლას­თან საქ­მის კურ­სშია და ანა­წი­ლებს ამ ყვე­ლა­ფერს.

ანო­ნი­მი: დიახ!

ამის შემ­დეგ გა­და­ცე­მა­ში მი­დის გარ­ჩე­ვა, ვის რას უტო­ვე­ბენ კი­ბერ­ო­ფი­სე­ბი­დან, ვის რა წილი აქვს და ასე შემ­დეგ...რო­გორც ჩანს, ანო­ნი­მი რეს­პონ­დენ­ტი, იმ­დე­ნად ღრმად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ებს, წი­ლე­ბის გარ­და ისიც ზუს­ტად იცის, ვის რა დროს და რა სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

ში­ნა­არსს უკვე გა­ვე­ცა­ნით, რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მას, ინ­ტერ­ვიუ ჩაბ­ნე­ლე­ბულ ფონ­ზე ემო­ცი­ის გა­სამ­ძაფ­რებ­ლად იყო სა­ჭი­რო თუ ეს ერ­თგვა­რი მი­ნიშ­ნე­ბაა შავ კა­ტა­ზე, რო­მელ­საც ეძებ ბნელ ოთახ­ში, სა­დაც ის სა­ერ­თოდ არ არის, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.

რო­დე­საც ტყუ­ი­ლე­ბი სტა­ტის­ტი­კად იქ­ცე­ვა, იქ ლო­გი­კა ზედ­მე­ტია. სა­ინ­ტრე­სოა კი­დევ რა მხატ­ვრულ ხერ­ხს გა­მო­ი­ყე­ნებს გვა­რა­მია სა­კუ­თა­რი სტა­ტის­ტი­კის შე­სა­ფუ­თად", - წერს კახა კა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახა კა­ლა­ძე იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მის "კრი­შაა."

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ხუთი წევ­რი და­ა­კა­ვა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხებს და მო­ახ­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მი­ღე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის ბა­ზა­ზე მო­ა­წყვეს ე.წ. ქოლ-ცენ­ტრი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სა­მიზ­ნეს ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

ე.წ. ქოლ-ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ეც­ნო­ბოდ­ნენ გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბით, მათი კომ­პა­ნი­ის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ აწ­ვდიდ­ნენ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას და სთა­ვა­ზობ­დნენ ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის, აქ­ცი­ე­ბის, სა­სა­ქონ­ლო აქ­ტი­ვე­ბის, ვა­ლუ­ტე­ბის და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის ელექტრო­ნულ ვაჭ­რო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ შექ­მნი­ლი ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ოპე­რა­ტო­რე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ მათი დახ­მა­რე­ბით ფა­სე­ბის ზრდა-შემ­ცი­რე­ბა­ზე ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შეძ­ლებ­დნენ სო­ლი­დუ­რი მო­გე­ბის მი­ღე­ბას. მომ­ხმა­რებ­ლის­გან თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შემ­დგომ, მათ­გან ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის გან­თავ­სე­ბა ხდე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბულ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე და მათი ნა­წი­ლი ფიქ­ტი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, ირი­ცხე­ბო­და სა­ქარ­თველ­ში, მა­თი­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სქე­მით გან­ხორ­ცი­ელ­და თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბუ­ლი ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და თაღ­ლი­თო­ბის­თვის და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე და 194 მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ცხრი­დან თორ­მეტ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ანა­ლო­გი­ურ ფაქ­ტზე ამ ეტა­პის­თვის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რი 17 პი­რის მი­მართ, ხოლო 1 პი­რის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ექ­სტრა­და­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი.

"გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი­სა, სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ევ­რო­კავ­ში­რის იუს­ტი­ცი­ის ერ­თი­ა­ნი ქსე­ლის - ევ­რო­ჯას­ტის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლი სხვა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა, მათ შო­რის და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მი­მარ­თაც, მათ შო­რის ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სხვა­დას­ხვა დროს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ევ­რო­ჯას­ტის მიერ მა­ღალ დო­ნე­ზეა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის, ასე­ვე ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას სწო­რედ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მი­სა და მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში ჩარ­თუ­ლია არა­ერ­თი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში თა­ნამ­შრომ­ლობს. ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას უხ­დის ევ­რო­ჯასტს, გერ­მა­ნი­ის და ის­რა­ე­ლის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­დეგ ბრძო­ლა­ში ეფექ­ტი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა და­მა­ტე­ბით,“- აცხა­დებ­დნენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

კალას რომ ჰკითხო, სამართლიანი ქვეყნის დედაქალაქის მერია! ჰო და წადი და თუ ეს გვარამია ტყუილს იძახის, უჩივლე ცილისწამებისთვის. 

ბენდუქა
1

იცით რა ვერ გავიგე, მერამდენე ეგრეთწოდებულ ,,ჟუურნალისტურ გამოძებას ,, გთავაზობთ შოუ მენი ნაპრო......... ქათამი, რომელიმე ამ გამოძიებიდა სიმართლე გამოდგა????

სადმე დადო ის შედეგი რაზედაც იხეოდა ეგ კაცუნა????

მე რაღაც შედეგი დაედოს არ მახსენდება, ისე რას არ მიედ მოედო, ხან გარდაცვლილებს ხან ოპერატორებს და შედეგი იყო მუდამ 0 რაც იმას ადასტურებს რომ ეგ ქათამი არის თავადაც დიდი 0

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მოდი, ვნახოთ "სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი...საინტრესოა, კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად" - რას წერს კახა კალაძე

"მოდი, ვნახოთ "სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი...საინტრესოა, კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად" - რას წერს კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას და "მთავარი არხის" ეთერში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

"დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება - ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა "მთავარი არხი“ და მისი სულისჩამდგმელი ნიკა გვარამია. დასწამე ცილი, შეთხზე ამბად და სიუჟეტად-ტყუილის იარაღად გამოყენება და ამ ეთერიდან ათასგვარი სიბინძურის მოსმენა დღეს აღარავის უკვირს..

მორიგი ასეთი “შედევრი” ვიხილეთ გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარი "კრიშა" გაშიფრა. ფანტაზიის რეალობად ქცევისთვის ანონიმი რესპონდენტი შეარჩია და მაყურებელს ამცნო, რომ ერთ-ერთი კიბერთაღლითური ოფისი, რომელიც ვითომდა კალაძეს ეკუთვნის, ისევ განაგრძობს მუშაობას.

აი ასე, მთავარი არხის პროკურორ ნიკა გვარამიას (ავტორი ფილმისა "ნოემბრიდან ნოემბრამდე“), რომლის დროსაც პროკურატურა ადამიანებს ბრალს ისე სდებდა, მტკიცებულებები საერთოდ არ სჭირდებოდა, არც ტელეეთერით დასჭირვებია მტკიცებულებები მორიგი "სკანდალის“ ასაგორებლად. მოდი, ვნახოთ "სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი:

გვარამია: ლილუაშვილი, მამაცაშვილი, კალაძე, ფარცხალაძე - ეს არის 4 მთავარი "კრიშა“ ამ სფეროში?

ანონიმი რესპონდენტი: დიახ!

გვარამია: და ბიძინა ივანიშვილი ყველასთან საქმის კურსშია და ანაწილებს ამ ყველაფერს.

ანონიმი: დიახ!

ამის შემდეგ გადაცემაში მიდის გარჩევა, ვის რას უტოვებენ კიბეროფისებიდან, ვის რა წილი აქვს და ასე შემდეგ...როგორც ჩანს, ანონიმი რესპონდენტი, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად ფლობს ინფორმაციებს, წილების გარდა ისიც ზუსტად იცის, ვის რა დროს და რა საკითხებზე ესაუბრება ბიძინა ივანიშვილი.

შინაარსს უკვე გავეცანით, რაც შეეხება ფორმას, ინტერვიუ ჩაბნელებულ ფონზე ემოციის გასამძაფრებლად იყო საჭირო თუ ეს ერთგვარი მინიშნებაა შავ კატაზე, რომელსაც ეძებ ბნელ ოთახში, სადაც ის საერთოდ არ არის, ძნელი სათქმელია.

როდესაც ტყუილები სტატისტიკად იქცევა, იქ ლოგიკა ზედმეტია. საინტრესოა კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად", - წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, კახა კალაძე იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის "კრიშაა."

  • ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა.

"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.

აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება განხორციელდა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 17 პირის მიმართ, ხოლო 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები.

"გარდა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული ერთობლივი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც სხვადასხვა დროს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან დაკავებული, ევროჯასტის მიერ მაღალ დონეზეა შეფასებული.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს. ქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურებს აღნიშნული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით,“- აცხადებდნენ პროკურატურაში.