მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაუშავს პაპუაშვილი თუ არ ჩავა უკრაინაში, აგერ სიურპრიზად ბორის ჯონსონი ჩავიდა... საბედნიეროდ, მას არავინ აიგივებს საქართველოსთან" - ხიდაშელი
"არაუშავს პაპუაშვილი თუ არ ჩავა უკრაინაში, აგერ სიურპრიზად ბორის ჯონსონი ჩავიდა... საბედნიეროდ, მას არავინ აიგივებს საქართველოსთან" - ხიდაშელი

ექსმი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი ბუ­ჩა­ში გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვე­ნე­ბულ პოს­ტში ის წერს, რომ მთავ­რო­ბის გარ­და, ყვე­ლას სხვას აქვს სურ­ვი­ლი ჩა­ვი­დეს უკ­რა­ი­ნა­ში და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გვერ­დით დად­გეს.

"არა­უ­შავს პა­პუ­აშ­ვი­ლი თუ არ ჩავა უკ­რა­ი­ნა­ში, აგერ სი­ურპრი­ზად ბო­რის ჯონ­სო­ნი ჩა­ვი­და!!! სა­ბედ­ნი­ე­როდ მას არა­ვინ აი­გი­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

სა­მა­გი­ე­როდ ყვე­ლა სხვას სრუ­ლი მზად­ყოფ­ნა და ნება აქვს იდ­გეს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და უკ­რა­ი­ნის გვერ­დით!!! სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია იქ იქ­ნე­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სულ მალე!! უკ­რა­ი­ნის, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტი არც კი და­ფიქ­რე­ბუ­ლა 2008-ის აგ­ვის­ტო­ში ისე ჩა­მოფ­რინ­და თბი­ლის­ში!!!" - წერს ხი­და­შე­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა, ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა, რათა თა­ვად ჩა­ვი­დეს უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში და ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხოს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს, უკ­რა­ი­ნის რა­დას თავ­მჯდო­მა­რის მიწ­ვე­ვა არ მი­უ­ღია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნეტ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ელ­ჩო­დან წე­რი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ხელ­მძღვა­ნელ­მა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნე­ტი უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს და­უ­კავ­შირ­და და ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ვა სთხო­ვა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნე­ტის ცნო­ბით­ვე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nukri tabatadze
0

ეს საშინელი უმადური ქალი როცა ცუდად ხდება სულ სხვანაირად წკავწკავებს და შველას ითხოვს! მოიკეთებს თუ არა მაშინვე მავნებლობს! ამის ქმარი უარესად!

სოსო
92

ბუხრის მწმენდავს რომ ჰგავს ქოცების პარლამენტის თავმჯდომარე, მაინცდამაინც დიდ პასუხისმგებლობას ნუ დააკისრებთ მაგ საცოდავს, ხიხოს მონაა და რასაც უბრძანებს, იმას შეასრულებს. მადლობა ღმართს, რომ ჩვენს დე-ფაქტო ხელისუფლებას ქვეყანასა და ხალხთან აღარავინ აიგივებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"არაუშავს პაპუაშვილი თუ არ ჩავა უკრაინაში, აგერ სიურპრიზად ბორის ჯონსონი ჩავიდა... საბედნიეროდ, მას არავინ აიგივებს საქართველოსთან" - ხიდაშელი

"არაუშავს პაპუაშვილი თუ არ ჩავა უკრაინაში, აგერ სიურპრიზად ბორის ჯონსონი ჩავიდა... საბედნიეროდ, მას არავინ აიგივებს საქართველოსთან" - ხიდაშელი

ექსმინისტრი თინა ხიდაშელი ბუჩაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას აკრიტიკებს. სოციალურ ქსელში გამოქვენებულ პოსტში ის წერს, რომ მთავრობის გარდა, ყველას სხვას აქვს სურვილი ჩავიდეს უკრაინაში და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს.

"არაუშავს პაპუაშვილი თუ არ ჩავა უკრაინაში, აგერ სიურპრიზად ბორის ჯონსონი ჩავიდა!!! საბედნიეროდ მას არავინ აიგივებს საქართველოსთან.

სამაგიეროდ ყველა სხვას სრული მზადყოფნა და ნება აქვს იდგეს უკრაინელების და უკრაინის გვერდით!!! სრულიად ქართული ოპოზიცია იქ იქნება დარწმუნებული ვარ სულ მალე!! უკრაინის, რომლის პრეზიდენტი არც კი დაფიქრებულა 2008-ის აგვისტოში ისე ჩამოფრინდა თბილისში!!!" - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.