ავტორი:

"ის იყო საიმედო და ძალიან გამოცდილი მეწყვილე" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი და რას ჰყვება მასზე მეგობარი?

"ის იყო საიმედო და ძალიან გამოცდილი მეწყვილე" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი და რას ჰყვება მასზე მეგობარი?

უკრაინაში მყოფი ქართველები ხარკოვის ოლქთან, იზიუმთან საარტილერიო იერიშის შედეგად დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი არ იყვნენ მოხალისეები.

როგორც ცნობილია, ორივე გამოცდილი სამხედრო მოსამსახურე იყო და 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში. თანამებრძოლების ცნობით, ერთ-ერთი ნაღმზე აფეთქდა.

უკვე ცნობილი ხდება ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა - ის დავით მენაბდიშვილია. მისი მეგობრის ინფორმაციით, დავით ყოფილი სპეცრაზმელი იყო.

"ძალიან მძიმეა ყოველი დღე... დავით ერთ-ერთ საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს დაიღუპა. ის იყო საქართველოს პატრიოტი, მას ჰქონდა დიდი საბრძოლო გამოცდილება. დავითი და მე არაერთ ოპერაციაში ვიღებდით მონაწილეობას. ის ერთ-ერთ საიმედო მეწყვილე იყო. ის იყო ყოველთვის დიდი იმედი ჩვენთვის. დავითი 2014 წლიდან 2018 წლამდე იყო უკრაინაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. როგორც კი ომი დაიწყო დავითი უკვე ჩაერთო ოპერაციებში" - ამბობს დაღუპულის თანამებრძოლი და მეგობარი "ტვ პირველთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.