კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არც "ქართული ოცნებისთვის" არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის" - ქადაგიშვილი უკრაინაში ჩასვლაზე
"ეს არც "ქართული ოცნებისთვის" არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის" - ქადაგიშვილი უკრაინაში ჩასვლაზე

მთე­ლი რიგი ბრალ­დე­ბე­ბია, რომ­ლებ­ზეც პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ეს არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა, რა ბრალ­დე­ბე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს წა­უ­ყე­ნეს და ბუ­ნე­ბა­შიც არ არ­სე­ბობს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პა­სუხს უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას თავ­მჯდო­მა­რის მიწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას და სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვას, რო­გორც ქა­და­გიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, ეს არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას“.

"ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ არის ცალ­სა­ხა და ყვე­ლა ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა, სა­დაც რე­ა­ლუ­რად და საქ­მი­ა­ნად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტო შენი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით და უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა, სა­ქარ­თვე­ლო ამას ძა­ლი­ან თან­მიმ­დევ­რუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს და ერთ-ერთი ლი­დე­რი სა­ხელ­მწი­ფო ვართ ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­კვე­ულ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, ეს კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ჩვენ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ჭრილ­შიც იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო, სამ­წუ­ხა­როდ, ყოვ­ლად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად, და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი იქნა მთელ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ისეთ სა­კი­თხებ­ში, რაც სა­ერ­თოდ ბუ­ნე­ბა­შიც კი არ არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად უდი­დე­სი სო­ლი­და­რო­ბი­სა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია გარ­კვე­უ­ლი ეტი­კე­ტი, რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას, სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვას, ეს არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას და ამას ნუ­რა­ვინ დაგ­ვაყ­ვედ­რის. ეს პრობ­ლე­მაც ჩვენს წი­ნა­შე არ დგას“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ამას­თან, ქა­და­გიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის ეთან­ხმე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ბზა­რი რუ­სეთს ახე­ი­რებს.

„გე­თან­ხმე­ბით, რომ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში. ამი­ტომ გე­უბ­ნე­ბით, რომ მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბია, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწორ ად­გილ­ზე, მთე­ლი რიგი ბრალ­დე­ბე­ბია, რომ­ლებ­ზეც პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ეს არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა, რა ბრალ­დე­ბე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს წა­უ­ყე­ნეს და ბუ­ნე­ბა­შიც არ არ­სე­ბობს. ეს ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან და თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­აც გა­მო­ხა­ტეს ამა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ჰქონ­და შეხ­ვედ­რა ბრი­უ­სელ­ში უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან და „გარ­კვე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბის და გა­აქ­ტი­უ­რე­ბი თემა იქ დგას“.

„მე იმე­დი მაქვს, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი რო­მე­ლიც სწორ ად­გილ­ზეა წარ­მოქ­მნი­ლი და არ­ცერ­თი მხა­რის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის, რა თქმა უნდა, აღ­მო­ფხვრი­ლი იქ­ნე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­თან შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად ხდე­ბა ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა, რაც არ არის სა­სურ­ვე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორლეონე
5

არ დაიღალე სამშობლოს გაყიდვით ნაგავო

?

ლაო
44

ნუ ხართ ნუ იქნებით ერთ დღიანი პოლიტიკოსები ცოტა წინაც გაიხედეთ ისე ცოტა ხანში უკრაინამ ის მოქალაქეები არ მოითხოვოს ვინც საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ეს არც "ქართული ოცნებისთვის" არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის" - ქადაგიშვილი უკრაინაში ჩასვლაზე

"ეს არც "ქართული ოცნებისთვის" არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის" - ქადაგიშვილი უკრაინაში ჩასვლაზე

მთელი რიგი ბრალდებებია, რომლებზეც პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა, რა ბრალდებებიც საქართველოს წაუყენეს და ბუნებაშიც არ არსებობს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას და სოლიდარობის გამოხატვას, როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეს არც "ქართული ოცნებისთვის" არ წარმოადგენს პრობლემას“.

"ჩვენი დამოკიდებულება და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ცალსახა და ყველა ის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც რეალურად და საქმიანად შეიძლება გამოხატო შენი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ომთან დაკავშირებით და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, საქართველო ამას ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს და ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო ვართ ჩვენ ამ მიმართულებით. რაც შეეხება გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციებს, ეს კონკრეტული სიტუაციები ჩვენ უნდა განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჭრილშიც იმიტომ, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ყოვლად დაუსაბუთებლად, დადანაშაულებული იქნა მთელ რიგ შემთხვევებში, ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს. მიუხედავად უდიდესი სოლიდარობისა, ყველა ქვეყანას გააჩნია გარკვეული ეტიკეტი, როგორ მოქმედებენ ქვეყნის პირველი პირები ასეთ შემთხვევაში. რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, სოლიდარობის გამოხატვას, ეს არც "ქართული ოცნებისთვის" არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის. ეს პრობლემაც ჩვენს წინაშე არ დგას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ბზარი რუსეთს ახეირებს.

„გეთანხმებით, რომ ასეთი მდგომარეობა არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. ამიტომ გეუბნებით, რომ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც წარმოიშვა აბსოლუტურად სწორ ადგილზე, მთელი რიგი ბრალდებებია, რომლებზეც პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა, რა ბრალდებებიც საქართველოს წაუყენეს და ბუნებაშიც არ არსებობს. ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ყველაზე კარგად იციან და თავიანთი პოზიციაც გამოხატეს ამაზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ბრიუსელში უკრაინელ კოლეგასთან და „გარკვეული კომუნიკაციის განახლების და გააქტიურები თემა იქ დგას“.

„მე იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემები რომელიც სწორ ადგილზეა წარმოქმნილი და არცერთი მხარის ინტერესში არ შედის, რა თქმა უნდა, აღმოფხვრილი იქნება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენთან შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის აქტიურად ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეკულირება, რაც არ არის სასურველი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.