მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავში ახალგაზრდა ქალის გატაცება-გაუპატიურების ბრალდებით 4 მამაკაცი დააკავეს - "ისინი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამმა მათგანმა სექსუალურად იძალადა"
რუსთავში ახალგაზრდა ქალის გატაცება-გაუპატიურების ბრალდებით 4 მამაკაცი დააკავეს - "ისინი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამმა მათგანმა სექსუალურად იძალადა"

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო რუს­თა­ვის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვი­ან ღა­მით 35 წლამ­დე ქალი ფო­ნი­ჭა­ლა-რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა სამ­მა მა­მა­კაც­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩას­ვა და რუს­თავ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის მო­სა­პო­ვე­ბელ კა­რი­ერ­თან მი­იყ­ვა­ნეს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სამ მა­მა­კაცს კი­დევ ერთი პი­როვ­ნე­ბა შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

"ოთხი­ვე მათ­გა­ნი ახალ­გაზ­რდა ქალს ჯერ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, შემ­დეგ კი სამ­მა კაც­მა მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კა­რი­ე­რის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მაც", - წერს გა­მო­ცე­მა.

ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ფი­ზი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს აც­ნო­ბა. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ოთხი­ვე პირი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა და მო­სა­მარ­თლე მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ ოთხი­ვეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, თი­ნა­თის სტუ­რუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან სამ პირს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 137 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხოლო მე­ო­თხე პირს ბრა­ლად ედე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!
0

პორნოგრაფიას გზა ხსნილი აქვს, ბორდელები კი არაკანონიერია. ასეთი შეუთავსებლობაც იწვევს მსგავს დანაშაულებებს.

ნოდარი
0

როგორი ზიზღია ქართველების მიმართ ზოგიერთ კომენტარში, არ იციან, ვინ იყვნენ მოძალადეები და მაინც ქართველებს ადებენ ხელს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსთავში ახალგაზრდა ქალის გატაცება-გაუპატიურების ბრალდებით 4 მამაკაცი დააკავეს - "ისინი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამმა მათგანმა სექსუალურად იძალადა"

რუსთავში ახალგაზრდა ქალის გატაცება-გაუპატიურების ბრალდებით 4 მამაკაცი დააკავეს - "ისინი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამმა მათგანმა სექსუალურად იძალადა"

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გვიან ღამით 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული.

"ოთხივე მათგანი ახალგაზრდა ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სამმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც", - წერს გამოცემა.

ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და მომხდარის თაობაზე სამართალდამცავებს აცნობა. პოლიციელებმა ოთხივე პირი დააკავეს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა და მოსამართლე მადონა მაისურაძემ ოთხივეს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის, თინათის სტურუას განცხადებით, ბრალდებულებიდან სამ პირს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 137 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს. ხოლო მეოთხე პირს ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. წყარო