პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
პრეზიდენტმა სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ხალ­ხო პო­ეტს, მიხა ხე­ლაშ­ვილს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ცე­რე­მო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

"ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო პო­ეტს, მიხა ხე­ლაშ­ვილს. ჯილ­დო გა­და­ე­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას",- აღი­ნიშ­ნა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.

სა­ხალ­ხო პო­ე­ტი მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი გა­უ­ტეხ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა. მისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა თით­ქმის სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო აკ­რძა­ლუ­ლი. მისი ლექ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და, მაგ­რამ დრომ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო შე­დევ­რებს, რომ­ლე­ბიც ხალ­ხმა უსა­ხე­ლოდ, რო­გორც ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის მარ­გა­ლი­ტე­ბი, ისე შე­მო­ი­ნა­ხა. გა­ვი­და დრო და ამ ლექ­სებს მი­ე­წე­რა ავ­ტო­რის სა­ხე­ლი და გვა­რი, ვე­ლის პო­ე­ტი - მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი.

მან, რო­გორც მე­ო­მარ­მა, აჩ­ვე­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მარ­ტოს ეტვირ­თა თა­ვი­სი კუ­თხის, მთე­ლი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა და მარ­ტო შებ­მო­და უზარ­მა­ზარ იმ­პე­რი­ას საბ­ჭო­თა კავ­შირს.

სა­ხალ­ხო გმი­რი­სა და პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბა და სიკ­ვდი­ლი (გარ­და­იც­ვა­ლა 25 წლის ასაკ­ში), სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. მის სა­ხელს ქარ­თულ ის­ტო­რი­ა­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის რაზ­მე­ლის სა­ხე­ლით წა­ა­წყდე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

პრეზიდენტმა სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

პრეზიდენტმა სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

"ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს. ჯილდო გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას",- აღინიშნა დაჯილდოების ცერემონიაზე.

სახალხო პოეტი მიხა ხელაშვილი გაუტეხლობის სიმბოლოდ ითვლება. მისი სახელის ხსენება თითქმის საუკუნის განმავლობაში იყო აკრძალული. მისი ლექსების დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ დრომ ვერაფერი დააკლო შედევრებს, რომლებიც ხალხმა უსახელოდ, როგორც ხალხური პოეზიის მარგალიტები, ისე შემოინახა. გავიდა დრო და ამ ლექსებს მიეწერა ავტორის სახელი და გვარი, ველის პოეტი - მიხა ხელაშვილი.

მან, როგორც მეომარმა, აჩვენა, რომ შეიძლებოდა მარტოს ეტვირთა თავისი კუთხის, მთელი ქვეყნის ღირსება და მარტო შებმოდა უზარმაზარ იმპერიას საბჭოთა კავშირს.

სახალხო გმირისა და პოეტის ცხოვრება და სიკვდილი (გარდაიცვალა 25 წლის ასაკში), საქართველოს ისტორიის ნაწილია. მის სახელს ქართულ ისტორიაში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელის სახელით წააწყდებით.