"...დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ომის მერე სამყარო უკეთესი გახდება! ეს იყო სიბინძურე და სიბნელე, რომელშიც მთელი სამყარო ჩავეფალით" - ამბობს მომღერალი ლიზა ბაგრატიონი.
- არ ვიცი, შევძლებ თუ არა, ჩემი ტკივილი, აღშფოთება გაგიზიაროთ... ომი არის მიწიერი ჯოჯოხეთი. რაც დღეს უკრაინის მიწაზე ხდება, ენით აღუწერელი საშინელებაა. ომი, სისხლისღვრა, ხალხის სახლებიდან გაქცევა, ბავშვების დაღუპვა, ცრემლი, შიში, ამხელა მსხვერპლი... ეს არის ის, რაც აღარასოდეს უნდა განმეორდეს! ომი სისასტიკეა, რომელსაც გამართლება არ აქვს! აქ არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული! ომში ადამიანები იღუპებიან და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კოშმარი მალე დამთავრდება სიკეთის, სინათლის გამარჯვებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მსხვერპლი აღარ გაიზარდოს! ამ ომის მერე სამყარო უკეთესი გახდება. ეს იყო სიბინძურე და სიბნელე, რომელშიც მთელი სამყარო ჩავეფალით. ასეთი კატაკლიზმები, ასეთი უბედურებაა საჭირო, რომ გავიგოთ, რა არის მთავარი, მთავარი კი არის სიკეთე და ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ! გააგრძელეთ კითხვა