ავტორი:

"ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი მარტო რომ არ ვიყავი და გადავრჩიო" - ირაკლი ოქრუაშვილის კიდევ ერთი ისტორია ფრონტის ხაზიდან

"ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი მარტო რომ არ ვიყავი და გადავრჩიო" - ირაკლი ოქრუაშვილის კიდევ ერთი ისტორია ფრონტის ხაზიდან

მოგეხსენებათ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში იბრძვის. სოციალურ ქსელში მის პოსტებს ფრონტის ხაზიდან ყოველთვის ინტერესით ელოდებიან.

ამჯერად კიდევ ერთ საბრძოლო ისტორიას აქვეყნებს და ორ ქართველზე - ტყვიაველ გოგიტასა და სურამელ გოჩაზე გვიყვება.

"ტყვიაველი გოგიტა (ლაფაჩი) ლვოვში იმ დღეს შემოვიდა ბაზაზე, როდესაც რუსებმა დაბომბეს. პირველი ბომბი რომ დაეცა ყაზარმას, ტრუსიკიანი, შარვალ იღლიაში ამოჩრილი დიდი ორმოსკენ გაიქცა და შიგ ჩაწვა. მესამე ბომბის ჩამოვარდნაზე უკუნ სიბნელეში ვიღაც დაეცა ზემოდან და გოგიტამაც "კარგა მამაპაპურად" დედა გადაუკურთხა - ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკნი გამიტყდაო.

ეს ამბავი გუშინ ჩვენთან ვახშამზე მოყვა პირველად, ისე რომ არც იცოდა, ვინც ზემოდან დაეცა ვინ იყო. სურამელი გოჩა უსმენს და უცებ რომ ჩაბღუჯა და გემრიელად აკოცა, ყველას გაგვიკვირდა.

რა ხდება გოჩაო? - ყველამ ვკითხეთ. ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო. ამდენი დღის მერე აქ გაიცნეს ერთმანეთი იმ ორმოში ღამეგათენებულებმა", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

იხილეთ ასევე: