სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის სალომონელა, რომლითაც ევროპაში ასობით ბავშვი დაინფიცირდა, დაბინძურების წყაროდ კი "ქინდერის“ შოკოლადს ასახელებენ - რას აცხადებენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში?
რა არის სალომონელა, რომლითაც ევროპაში ასობით ბავშვი დაინფიცირდა, დაბინძურების წყაროდ კი "ქინდერის“ შოკოლადს ასახელებენ - რას აცხადებენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში?

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტმა ზაზა წე­რე­თელ­მა "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რო­მელ­შიც წერს, რომ ევ­რო­პა­ში იკ­ვლე­ვენ 134 ბავ­შვში სალ­მო­ნე­ლას "სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბად“ გავ­რცე­ლე­ბას, ხოლო "შო­კო­ლა­დის პრო­დუქ­ტი - Kinder Surprise-ის შო­კო­ლა­დის კვერ­ცხე­ბი - იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც "ინ­ფექ­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო გზა".

"ოთხშა­ბათს, ჯან­დაც­ვის ევ­რო­პელ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი იკ­ვლე­ვენ 134 ბავ­შვში სალ­მო­ნე­ლას "სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბად“ გავ­რცე­ლე­ბას. რო­გორც თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და კონ­ტრო­ლის ევ­რო­პულ­მა ცენ­ტრმა გა­ნა­ცხა­და, შო­კო­ლა­დის პრო­დუქ­ტი - Kinder Surprise-ის შო­კო­ლა­დის კვერ­ცხე­ბი - იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც "ინ­ფექ­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო გზა", და დას­ძი­ნა, რომ ძი­რი­თა­დად 10 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი და­ზა­რალ­დნენ. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ბრი­ტა­ნეთ­ში და­ფიქ­სირ­და. ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეპი­დე­მია ხა­სი­ათ­დე­ბა, ბავ­შვთა უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ით და აღ­ნიშ­ნეს, რომ პრო­დუქ­ტის გაწ­ვე­ვა და­ი­წყო ბელ­გი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, ლუქ­სემ­ბურ­გსა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ იტა­ლი­ურ­მა კომ­პა­ნია Ferrero-მ და­ი­წყო Kinder Surprise-ის შო­კო­ლა­დის კვერ­ცხე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის გაწ­ვე­ვა. რო­გორც Ferrero-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, სა­ეჭ­ვო პრო­დუქ­ცია ბელ­გი­ა­ში დამ­ზად­და, თუმ­ცა ახლა სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­წარ­მო­ე­ბიც შე­მოწ­მდე­ბა. ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­ნა­ცხა­და, რომ მან გა­მო­ავ­ლი­ნა შო­კო­ლა­დის კვერ­ცხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სალ­მო­ნე­ლას 63 შემ­თხვე­ვა და რომ უმე­ტე­სო­ბა ხუთ წლამ­დე ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. სალ­მო­ნე­ლა ჩვე­უ­ლებ­რივ იწ­ვევს სიმპტო­მებს, მათ შო­რის დი­ა­რე­ას, ცხე­ლე­ბას და კუ­ჭის სპაზ­მებს. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას, რომ­ლე­ბიც ავად­დე­ბი­ან, არ სჭირ­დე­ბათ რა­ი­მე წა­მა­ლი, მაგ­რამ მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში სა­ჭი­რო ხდე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ან სხვა მკურ­ნა­ლო­ბა. ნორ­ვე­გი­ა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დღეს გა­ყიდ­ვე­ბი­დან ამო­ი­ღო "ფე­რე­როს" პრო­დუქ­ცია და მო­უ­წო­და თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ­ლებ­მაც ეს პრო­დუქ­ცია იყი­დეს, ან გა­და­აგ­დონ ეს შე­ნა­ძე­ნი ან და­აბ­რუ­ნონ მა­ღა­ზი­ა­ში. შვე­დე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ასე­ვე ამო­ი­ღო გა­ყიდ­ვე­ბი­დან შო­კო­ლა­დე­ბი ოთხშა­ბათს და ნორ­ვე­გი­ის მსგავ­სი მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა თა­ვის მო­სახ­ლო­ე­ბას", - და­წე­რა ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რებ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა.

  • რა აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოში?

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის შო­კო­ლა­დის პრო­დუქ­ტებ­ში სალ­მო­ნე­ლას სა­ვა­რა­უ­დო არ­სე­ბო­ბის გამო, შო­კო­ლა­დის სა­ეჭ­ვო პარ­ტი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა-გა­მო­თხო­ვა და­ი­წყო.

ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის (DG SANTE) ევ­რო­პის კო­მი­სი­ის RASFF-ის სწრა­ფი გან­გა­შის სის­ტე­მით მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის შო­კო­ლა­დის პრო­დუქ­ტებ­ში სალ­მო­ნე­ლას სა­ვა­რა­უ­დო არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

სა­ა­გენ­ტომ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ამო­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი მყი­სი­ე­რად და­ი­წყო - იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ეჭ­ვო პარ­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ და და­ა­ვა­ლა შო­კო­ლა­დის პრო­დუქ­ტის (ბრენ­დი: Uovo Maxi, აღ­წე­რი­ლო­ბა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი 15.10.2021, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა 12.07.2022, პარ­ტი­ის № L288R03) რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან ამო­ღე­ბა ან/და ბა­ზარ­ზე უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლის ამო­ღე­ბა/გა­მო­თხო­ვა, და­სა­წყო­ბე­ბა, რა­ო­დე­ნო­ბის აღ­რი­ცხვა და გა­ტა­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ინ­ფორ­მი­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტო­რე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ არა­გეგ­მურ ინ­სპექ­ტი­რე­ბა­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი შო­კო­ლა­დის იმ­პორ­ტი­ორ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­თან.

ევ­რო­პა­ში - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ბელ­გი­ა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში სალ­მო­ნე­ლას ასო­ბით შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით 10 წლამ­დე ბავ­შვებ­ში, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია Ferrero-ს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის "ქინ­დე­რის“ შო­კო­ლა­დის პრო­დუქ­ტის Salmonella Typhimurium-ით და­ბინ­ძუ­რე­ბის ფაქტთან. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და სურ­სა­თის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ბაზ­რი­დან გა­მო­თხო­ვა, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის აკ­რძალ­ვა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • რა არის სალ­მო­ნე­ლა?

სალ­მო­ნე­ლა არის ბაქ­ტე­რი­ის ტიპი, რო­მე­ლიც Enterobacteriaceae-ს ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ის არის უჯრედ­ში­და ბაქ­ტე­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის უჯრედ­შია. სალ­მო­ნე­ლა გვხვდე­ბა რო­გორც გა­რე­ულ, ასე­ვე ინ­კუ­ბა­ტორ­ში გა­მოზ­რდილ ცხო­ვე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ში. ინ­ფექ­ცი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ეპი­დე­მია 1980 წელს პო­ლო­ნეთ­ში და­ფიქ­სირ­და. მა­შინ სალ­მო­ნე­ლო­ზით 700 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­ვად­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ სალ­მო­ნე­ლო­ზის 150-200 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა რე­გის­ტრირ­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნი სალ­მო­ნე­ლო­ზით საკ­ვე­ბის­გან ან წყლის­გან ინ­ფი­ცირ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის გან­მარ­ტე­ბით, და­ა­ვა­დე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი (უმე­ტე­სად ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის). უფრო იშ­ვი­ა­თია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლით მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი ინ­ფი­ცი­რე­ბა ან ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სპო­რა­დი­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი.

დიზ­ბაქ­ტე­რი­ო­ზის შემ­თხვე­ვა­ში სალ­მო­ნე­ლა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ბევ­რად მა­ღა­ლია.

სალ­მო­ნე­ლო­ზის სიმპტო­მე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს სხვა მწვა­ვე ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბებს. ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი სა­შუ­ა­ლოდ 12-24 სა­ა­თია, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც 2-3 დღეს გრძელ­დე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სალ­მო­ნე­ლა იწ­ვევს, მწვა­ვე გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტი­სა და დი­ა­რე­ის ფორ­მით ვლინ­დე­ბა. მათი გან­სხვა­ვე­ბა სხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი დარ­ღვე­ვის­გან საკ­მა­ოდ რთუ­ლია. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ან წყლის მი­ღე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ანს ეწყე­ბა გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა და ხში­რი ფა­ღა­რა­თი. პა­ცი­ენტს მუ­ცელ­ში სპაზ­მუ­რი ტკი­ვი­ლე­ბი ეწყე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რა 39 გრა­დუ­სამ­დე იწევს. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, სალ­მო­ნე­ლო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან მისი და საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სიმპტო­მე­ბი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი შე­იძ­ლე­ბა ის აპენ­დი­ცი­ტშიც აგე­რი­ოთ. და­ა­ვა­დე­ბა 3 დღი­დან 2 კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა.

მწვა­ვე სალ­მო­ნე­ლო­ზის დროს დი­ა­რეა 3-7 დღეს გრძელ­დე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა კი 72 სა­ათ­ში რე­გუ­ლირ­დე­ბა. ინ­ფექ­ცი­ის მწვა­ვე ფორ­მა საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, მაგ­რამ მას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნი ამ ბაქ­ტე­რი­ის ქრო­ნი­კუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ხა­დოს.

თუ ამ ინ­ფექ­ცი­ის ერთი სიმპტო­მი მა­ინც გა­მო­გივ­ლინ­დათ ან სალ­მო­ნე­ლო­ზის არ­სე­ბო­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ეჭვი მა­ინც არ­სე­ბობს, სას­წრა­ფოდ უნდა მი­მარ­თოთ ექიმ-ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს, რო­მე­ლიც დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს და­გი­ნიშ­ნავთ. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბიც ინიშ­ნე­ბა.

სალ­მო­ნე­ლო­ზის პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სიმპტო­მე­ბის გავ­ლის შემ­დე­გაც კი ბაქ­ტე­რი­ის ჩხი­რე­ბი ორ­გა­ნიზ­მში რამ­დე­ნი­მე თვეს რჩე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის გა­ნავ­ლის სა­ხით გა­რეთ გა­მო­ი­ყო­ფა და ისე­თი­ვე ინ­ფექ­ცი­ის წყა­როა, რო­გო­რიც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ექ­სკრე­მენ­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

წარმოებას რუსეთის ბაზრის ჩავარდნამ დაარტყა,ახლა სალმონელას ფეიკით ცდილობენ ფონს გასვლას..

ზურაბ
3

ამიტომ მიირთვით ბარამბოს პროდუქცია

ავტორი:

რა არის სალომონელა, რომლითაც ევროპაში ასობით ბავშვი დაინფიცირდა, დაბინძურების წყაროდ კი "ქინდერის“ შოკოლადს ასახელებენ - რას აცხადებენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში?

რა არის სალომონელა, რომლითაც ევროპაში ასობით ბავშვი დაინფიცირდა, დაბინძურების წყაროდ კი "ქინდერის“ შოკოლადს ასახელებენ - რას აცხადებენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში?

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა ზაზა წერეთელმა "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ევროპაში იკვლევენ 134 ბავშვში სალმონელას "სწრაფად განვითარებად“ გავრცელებას, ხოლო "შოკოლადის პროდუქტი - Kinder Surprise-ის შოკოლადის კვერცხები - იდენტიფიცირებულია, როგორც "ინფექციის სავარაუდო გზა".

"ოთხშაბათს, ჯანდაცვის ევროპელმა ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ ისინი იკვლევენ 134 ბავშვში სალმონელას "სწრაფად განვითარებად“ გავრცელებას. როგორც თავის განცხადებაში, დაავადებათა კონტროლისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადა, შოკოლადის პროდუქტი - Kinder Surprise-ის შოკოლადის კვერცხები - იდენტიფიცირებულია, როგორც "ინფექციის სავარაუდო გზა", და დასძინა, რომ ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვები დაზარალდნენ. პირველი შემთხვევა ბრიტანეთში დაფიქსირდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეპიდემია ხასიათდება, ბავშვთა უჩვეულოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციით და აღნიშნეს, რომ პროდუქტის გაწვევა დაიწყო ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგსა და დიდ ბრიტანეთში. ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იტალიურმა კომპანია Ferrero-მ დაიწყო Kinder Surprise-ის შოკოლადის კვერცხების კონკრეტული პარტიების გაწვევა. როგორც Ferrero-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, საეჭვო პროდუქცია ბელგიაში დამზადდა, თუმცა ახლა სხვა ქვეყნების საწარმოებიც შემოწმდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ მან გამოავლინა შოკოლადის კვერცხებთან დაკავშირებული სალმონელას 63 შემთხვევა და რომ უმეტესობა ხუთ წლამდე ბავშვები იყვნენ. სალმონელა ჩვეულებრივ იწვევს სიმპტომებს, მათ შორის დიარეას, ცხელებას და კუჭის სპაზმებს. ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ავადდებიან, არ სჭირდებათ რაიმე წამალი, მაგრამ მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია და შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკები ან სხვა მკურნალობა. ნორვეგიაში, ხელისუფლებამ დღეს გაყიდვებიდან ამოიღო "ფერეროს" პროდუქცია და მოუწოდა თავის მოსახლეობას, რომლებმაც ეს პროდუქცია იყიდეს, ან გადააგდონ ეს შენაძენი ან დააბრუნონ მაღაზიაში. შვედეთის ხელისუფლებამ ასევე ამოიღო გაყიდვებიდან შოკოლადები ოთხშაბათს და ნორვეგიის მსგავსი მოთხოვნით მიმართა თავის მოსახლოებას", - დაწერა ნორვეგიაში მცხოვრებმა სპეციალისტმა.

  • რა აცხადებენ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში?

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის გამო, შოკოლადის საეჭვო პარტიების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო.

ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ.

სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო - იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დაავალა შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნესოპერატორებთან.

ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების "ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • რა არის სალმონელა?

სალმონელა არის ბაქტერიის ტიპი, რომელიც Enterobacteriaceae-ს ოჯახს მიეკუთვნება. ის არის უჯრედშიდა ბაქტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებული ორგანიზმის უჯრედშია. სალმონელა გვხვდება როგორც გარეულ, ასევე ინკუბატორში გამოზრდილ ცხოველებსა და ფრინველებში. ინფექციის ყველაზე დიდი ეპიდემია 1980 წელს პოლონეთში დაფიქსირდა. მაშინ სალმონელოზით 700 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რეგისტრირდება.

ადამიანი სალმონელოზით საკვებისგან ან წყლისგან ინფიცირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, დაავადების ძირითადი მიზეზია დაბინძურებული პროდუქტები (უმეტესად ცხოველური წარმოშობის). უფრო იშვიათია დაბინძურებული წყლით მოსახლეობის მასობრივი ინფიცირება ან ჰიგიენური წესების დარღვევით გამოწვეული სპორადიული შემთხვევები.

დიზბაქტერიოზის შემთხვევაში სალმონელათი ინფიცირების ალბათობა ბევრად მაღალია.

სალმონელოზის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა მწვავე ნაწლავური ინფექციების გამოვლინებებს. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 12-24 საათია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც 2-3 დღეს გრძელდება.

ინფექციები, რომლებსაც სალმონელა იწვევს, მწვავე გასტროენტერიტისა და დიარეის ფორმით ვლინდება. მათი განსხვავება სხვა ბაქტერიული დარღვევისგან საკმაოდ რთულია. დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების შემდეგ ადამიანს ეწყება გულისრევა, ღებინება და ხშირი ფაღარათი. პაციენტს მუცელში სპაზმური ტკივილები ეწყება და ტემპერატურა 39 გრადუსამდე იწევს. ჩვეულებისამებრ, სალმონელოზის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია, რადგან მისი და საკვებით ინტოქსიკაციის სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება ის აპენდიციტშიც აგერიოთ. დაავადება 3 დღიდან 2 კვირამდე გრძელდება.

მწვავე სალმონელოზის დროს დიარეა 3-7 დღეს გრძელდება, ტემპერატურა კი 72 საათში რეგულირდება. ინფექციის მწვავე ფორმა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მას შეუძლია ადამიანი ამ ბაქტერიის ქრონიკული მატარებელი გახადოს.

თუ ამ ინფექციის ერთი სიმპტომი მაინც გამოგივლინდათ ან სალმონელოზის არსებობის მინიმალური ეჭვი მაინც არსებობს, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმ-ინფექციონისტს, რომელიც დიაგნოსტირების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ. ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკებიც ინიშნება.

სალმონელოზის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომების გავლის შემდეგაც კი ბაქტერიის ჩხირები ორგანიზმში რამდენიმე თვეს რჩება. ამ დროის განმავლობაში ის განავლის სახით გარეთ გამოიყოფა და ისეთივე ინფექციის წყაროა, როგორიც დაავადებული ცხოველის ექსკრემენტები.