უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი არტიომ დეხტიარენკო ავრცელებს.
ცნობისთვის, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 2 ავიაიერიში განხორციელდა.
"ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურასა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებზე“, - განაცხადა რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრ კამიშინიმ.
მომხდარს ეხმიანებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, სარაკეტო იერიშთან კავშირს უარყოფენ და ყოველივეს "უკრაინის ნაციონალისტური ხელისუფლების პროვოკაციას" უწოდებენ.