მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა ჩემთვის სამწუხარო იყო - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს" - პრემიერი
"უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა ჩემთვის სამწუხარო იყო - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს" - პრემიერი

ჩემ­თვის უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ასე­თი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის მოს­მე­ნა სამ­წუ­ხა­რო იყო - სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს და­უშ­ვებს, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი ტვირ­თის გა­და­ტა­ნა მოხ­დეს და მი­თუ­მე­ტეს, აბ­სურ­დუ­ლია ბრალ­დე­ბა, რომ ამა­ში მთავ­რო­ბაა ჩარ­თუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ე.წ. შავ ხვრელ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას ცვლის და ასეთ სა­კი­თხებ­ზე კი­თხვა არ უნდა არ­სე­ბობ­დეს.

"გა­სა­გე­ბია, რომ ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, არა­ვი­თა­რი ფაქ­ტი არ იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და რა თქმა უნდა, ეს სამ­წუ­ხა­როა. უკ­რა­ი­ნას და უკ­რა­ი­ნე­ლებს ვუ­სურ­ვებ­დი, რომ ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დეს ომი, შე­წყდეს ეს და­მან­გრე­ვე­ლი ომი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის, არა­მედ ჩვენ­თვის, მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის, ევ­რო­პის­თვის და მსოფ­ლი­ოს­თვის.

ამ სა­კითხს გა­ე­ცა კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი სხვა­დას­ხვა უწყე­ბის მხრი­დან, გა­კეთ­და არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა და გან­მარ­ტე­ბა. მინ­და, ცალ­სა­ხად გან­ვა­ცხა­დო - სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს და­უშ­ვებს, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი ტვირ­თის გა­და­ტა­ნა მოხ­დეს და მი­თუ­მე­ტეს, აბ­სურ­დუ­ლია ბრალ­დე­ბა, რომ ამა­ში მთავ­რო­ბაა ჩარ­თუ­ლი. ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ რა­ი­მე სან­ქცი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის გა­ტა­ნას ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით - ეს არის მკა­ფიო, ცალ­სა­ხა პო­ზი­ცია.

ჩვენ სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ვართ უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან. ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ვცვლით ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ასე­თი ტი­პის მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხებ­თან და ვფიქ­რობ, ამა­ზე კი­თხვა არ უნდა არ­სე­ბობ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და სხვა სა­ხის პრო­დუქ­ტის კონ­ტრა­ბან­დის არ­ხებს ქმნის, რო­მე­ლიც, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ივ­ლის.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
--------------
0

ლენჩოოო როგრო მოხვდება საფრანეგეთის და კორეის მოქალაქეებიი სანქციებში ესეც ამიხსენით??? თუ ბიძნაზე წკვიანი ხარ??? 

George
50

ნაცები ქოცები ორივე ნაგავსაყრელზე !!!! მაგრამ ფაქტების გარეშე ეგ ყველაფერი ცილისწამებაა ამიტომ ჯერ უნდა დაამტკიცო რო ეს ასეა და მერე ილაპარაკო და ამ სიტუაციაში ქართველები ვინც ამართლებს ამ საქციელს ყველა ერის მოღალატეა .ნაცი და ქოცი ორივე ცუდად დაამთავრებს ახლო მომავალში !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა ჩემთვის სამწუხარო იყო - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს" - პრემიერი

"უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა ჩემთვის სამწუხარო იყო - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს" - პრემიერი

ჩემთვის უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა სამწუხარო იყო - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ე.წ. შავ ხვრელთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან ნებისმიერ ინფორმაციას ცვლის და ასეთ საკითხებზე კითხვა არ უნდა არსებობდეს.

"გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის.

ამ საკითხს გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა, ცალსახად განვაცხადო - საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული. ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიების გამოყენებით - ეს არის მკაფიო, ცალსახა პოზიცია.

ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან. ონლაინ რეჟიმში ვცვლით ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ, ამაზე კითხვა არ უნდა არსებობდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.