მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანიიდან განხორციელდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილის ექსტრადიცია" - რა ინფორმაციას და კადრებს აქვეყნებს პროკურატურა?
"გერმანიიდან განხორციელდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილის ექსტრადიცია" - რა ინფორმაციას და კადრებს აქვეყნებს პროკურატურა?

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ძებ­ნი­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვ.კ., სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში იქნა ეტა­პი­რე­ბუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ირაკ­ლი ჩი­ლინ­გა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გერ­მა­ნი­ი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის ძებ­ნი­ლის ექ­სტრა­დი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. გერ­მა­ნი­ის სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ვ.კ.-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, 2022 წლის სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ძებ­ნი­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვ.კ., სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში იქნა ეტა­პი­რე­ბუ­ლი.

სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით, ვ.კ. მსჯავ­რდე­ბუ­ლია პა­ტი­მარ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144¹-ე მუხ­ლით, რის­თვი­საც გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 8 წლი­თა და 3 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

დად­გე­ნი­ლია, რომ ვ.კ.-მ, რო­მე­ლიც 2007 წლის 26 ივ­ნი­სი­დან 2012 წლის 20 ნო­ემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N 6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას, პირ­თა ჯგუფ­თან ერ­თად, შე­ი­მუ­შა­ვა მსჯავ­რდე­ბულ­თა მი­მართ მო­პყრო­ბის არა­კა­ნო­ნი­ე­რი მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მათ მი­მართ წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას. ვ.კ. თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ეწე­ო­და პა­ტიმ­რე­ბის სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­სა და წა­მე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლის ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის გად­მო­ცე­მა გან­ხორ­ცი­ელ­და ერ­თის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის, ში­ნა­გან საქ­მე­თა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის და მე­ო­რეს მხრივ, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის ეფექ­ტუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად.

გვსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ გერ­მა­ნელ კო­ლე­გებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მათი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, რის შე­დე­გა­დაც, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ძებ­ნი­ლი პი­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია და მისი ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­გორც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი და ძებ­ნილ პირ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა ზო­მას მი­ი­ღებს, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი პირი, მი­უ­ხე­და­ვად მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­სა, წარ­დგეს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.
8

გერმანიიდან პირდაპირ უკრაინაში, საქართველოში რა უნდა?.

.
0

გვარის დამალვა მაგრად იცით, ვინმემ არ წაგართვათ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გერმანიიდან განხორციელდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილის ექსტრადიცია" - რა ინფორმაციას და კადრებს აქვეყნებს პროკურატურა?

"გერმანიიდან განხორციელდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილის ექსტრადიცია" - რა ინფორმაციას და კადრებს აქვეყნებს პროკურატურა?

გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ვ.კ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩილინგარაშვილმა განაცხადა.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გერმანიიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა. გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვ.კ.-ს საქართველოში ექსტრადირების თაობაზე. შესაბამისად, 2022 წლის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ვ.კ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ვ.კ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე მუხლით, რისთვისაც განსაზღვრული აქვს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ ვ.კ.-მ, რომელიც 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას, პირთა ჯგუფთან ერთად, შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ვ.კ. თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემა განხორციელდა ერთის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და მეორეს მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ გერმანელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც ყველა ზომას მიიღებს, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადეს პროკურატურაში.