პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ მოდიხართ ჩვენს მიწაზე" - ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, უკრაინული ძალები რუს ტყვეებს კლავენ: რა ჩანს კადრებში, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო
"ნუ მოდიხართ ჩვენს მიწაზე" - ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, უკრაინული ძალები რუს ტყვეებს კლავენ: რა ჩანს კადრებში, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი ეს­ვრი­ან და კლა­ვენ სა­ვა­რა­უ­დოდ, რუს ტყვე ჯა­რის­კა­ცებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დე­ო­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ. კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დმიტ­რო კუ­ლე­ბა­მაც, რო­მელ­მაც თქვა, რომ მან იცის ვი­დე­ოს შე­სა­ხებ და "აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ."

კად­რებ­მა მი­ი­პყრო და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ბრი­ტა­ნუ­ლი BBC-ი ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია თუ სად და რო­დი­საა ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლი და ვინ არი­ან ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­დე­ო­ში ჩა­ნან.

  • რა ჩანს ვი­დე­ო­ზე?

ჩანს ოთხი, ზურ­გზე ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი სამ­ხედ­რო პირი. სამი მათ­გა­ნი მი­წა­ზე უმოძ­რა­ო­დაა, მაგ­რამ ერთი, რო­გორც ჩანს, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა მძი­მე­დაა და­შა­ვე­ბუ­ლი.

ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი ამ­ბობს: "და­ტო­ვე ის“ და მე­ო­რე პა­სუ­ხობს: "არ მინ­და და­ტო­ვე­ბა."

ამის შემ­დეგ ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლის სა­ხეც ვი­დე­ო­ში არ ჩანს, რამ­დენ­ჯერ­მე ეს­ვრის იმ პირს, რო­მე­ლიც და­შა­ვე­ბუ­ლია, სა­ნამ მოძ­რა­ო­ბას არ შე­წყვეტს. შემ­დეგ კი ვხე­დავთ კად­რებს, სა­დაც სხვა ჯა­რის­კა­ცე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი.

ყვე­ლა ცხე­დარს აც­ვია სამ­ხედ­რო ფორ­მა და არის სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი. მოკ­ლუ­ლე­ბი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ერ­თის სა­ხის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი კი გზა­ზე პირ­ქვე არი­ან.

  • სად და რო­დი­საა ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლი?

BBC-ის ცნო­ბით, და­ად­გი­ნეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და ეს არის კი­ე­ვის და­სავ­ლე­თით, დმიტ­რევ­კას შემ­დეგ, მთა­ვა­რი გზა - გზა, რო­მე­ლიც დმიტ­რევ­კას ბუ­ჩას­თან და ირ­პინ­თან აკავ­ში­რებს. ვი­დე­ო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი გა­რე­მო ემ­თხვე­ვა Google Street View-ს მიერ ნაჩ­ვე­ნებ არე­ალს.

იმა­ვე გზა­ზე 31 მარტს თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბულ სუ­რათ­ზე ხე­დავთ, რო­გორ ჩანს მი­წა­ზე სის­ხლის ლა­ქე­ბი და ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი.

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, რო­მელ დღეს გა­და­ი­ღეს ვი­დეო, თუმ­ცა გზა­ზე ჩრდი­ლე­ბის პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვი­ცით, რომ ის შუ­ა­დღი­სას არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ვი­დე­ოს თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სია, რო­მე­ლიც ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, გა­მოქ­ვეყ­ნდა 30 მარტს, დი­ლით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის გა­და­ი­ღეს 29 მარტს შუ­ა­დღი­სას, ან უფრო ადრე“, - წერს BBC-ი.

  • სა­ი­დან ვი­ცით, რომ მოკ­ლუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი რუ­სე­ბი არი­ან?

ამის მთა­ვა­რი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი თვი­თონ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოა. ცხედ­რე­ბის თავ­თან მდგო­მი ერთ-ერთ-ერთი ჯა­რის­კა­ცი ამ­ბობს: "აჰა ისი­ნი, რუ­სუ­ლი ჯა­რის დამ­ცვე­ლე­ბი.“ გარ­და ამი­სა, ვი­დე­ო­ში ჩანს ცა­რი­ე­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, რო­მელ­ზეც V-ია გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­გორც წესი, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი თა­ვი­ანთ მან­ქა­ნებს ამ ნიშ­ნით აღ­ნიშ­ნა­ვენ. მოკ­ლუ­ლე­ბი­დან ორი ადა­მი­ა­ნის თეთ­რი სამ­კლა­უ­რი ჩანს, რო­მელ­საც რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის იყე­ნებ­დნენ უკ­რა­ი­ნის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში.

  • ვინ არი­ან ვი­დე­ო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი და­ნარ­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბი?

ზო­გი­ერ­თი ჯა­რის­კა­ცის სა­მოს­ზე ჩანს ლურ­ჯი სამ­კლა­უ­რი და უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფრაგ­მენ­ტე­ბი, რაც უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლია. თუმ­ცა ცხა­დია, ეს არ არის მათი ვი­ნა­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი. რო­გორც ვი­დე­ო­ში ის­მის, ჯა­რის­კა­ცე­ბი სა­უბ­რო­ბენ რუ­სუ­ლად, რაც ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უკ­რი­ა­ნა­ში.

ვი­დე­ოს შუა ნა­წილ­ში ჩანს ერთ-ერთი ჯა­რის­კა­ცის სახე - წვე­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცი, ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ. ასე­ვე კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცის სახე.

  • "ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ ამოგ­ვეც­ნო ის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ალ­გო­რით­მის მეშ­ვე­ო­ბით. ის ემ­თხვე­ვა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის სა­ხეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახლო კავ­შირ­შია უკ­რა­ი­ნას­თან, მაგ­რამ მის ვი­ნა­ო­ბას არ ვა­სა­ხე­ლებთ, რად­გა­ნაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად არ ვი­ცით“, - წერს გა­მო­ცე­მა.

როცა კა­მე­რა­ში წვე­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცი ჩნდე­ბა, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ყვი­რის - "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“, რა­ზეც წვე­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცი პა­სუ­ხობს "დი­დე­ბა გმი­რებს.“ შემ­დეგ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ყვი­რის - "ქარ­თვე­ლე­ბი."

აუ­დიო მთავ­რდე­ბა კა­ცის სი­ტყვე­ბით "ნუ მო­დი­ხართ ჩვენს მი­წა­ზე.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ BBC-ის გარ­და, აღ­ნიშ­ნულ კად­რებ­ზე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ნიუ იორკ თა­იმსმაც." გა­მო­ცე­მის რე­პორ­ტი­ო­რი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო გუნ­დის წევ­რი, ივან ჰილი, "ტვი­ტერ­ში" აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ძი­ე­ბის შე­დეგს ვი­დე­ო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მებ­რძო­ლის შე­სა­ხებ.

"ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი ჰგავს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოს­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან 2017 წელს გა­და­ი­ღეს და შე­საძ­ლოა, ის მისი დაც­ვის ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო. სა­ხის შე­და­რე­ბის პროგ­რა­მა მი­უ­თი­თებს სა­ვა­რა­უ­დო მსგავ­სე­ბა­ზე", - წერს ივან ჰილი.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
12

ამ იდიოტის გამო ახლა მსოფლიომ ჩვენ, როგორც სადისტები ისე უნდა გაგვიცნოს? ნაძირალა ნაცი!

მე
13

ყასაბი თეიმურაზ ხიზანიშვილი მოვა მაგის დროც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნუ მოდიხართ ჩვენს მიწაზე" - ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, უკრაინული ძალები რუს ტყვეებს კლავენ: რა ჩანს კადრებში, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

"ნუ მოდიხართ ჩვენს მიწაზე" - ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, უკრაინული ძალები რუს ტყვეებს კლავენ: რა ჩანს კადრებში, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინული ძალები ესვრიან და კლავენ სავარაუდოდ, რუს ტყვე ჯარისკაცებს. არსებული ინფორმაციით, ვიდეოში ქართველი მებრძოლები ფიგურირებენ. კადრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც, რომელმაც თქვა, რომ მან იცის ვიდეოს შესახებ და "აუცილებლად გამოიძიებენ."

კადრებმა მიიპყრო დასავლური მედიის ყურადღება. აღნიშნულ საკითხზე ბრიტანული BBC-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც გაანალიზებულია თუ სად და როდისაა ვიდეო გადაღებული და ვინ არიან ის პირები, რომლებიც ვიდეოში ჩანან.

  • რა ჩანს ვიდეოზე?

ჩანს ოთხი, ზურგზე ხელებშეკრული სამხედრო პირი. სამი მათგანი მიწაზე უმოძრაოდაა, მაგრამ ერთი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა მძიმედაა დაშავებული.

ერთ-ერთი მამაკაცი ამბობს: "დატოვე ის“ და მეორე პასუხობს: "არ მინდა დატოვება."

ამის შემდეგ ჯარისკაცი, რომლის სახეც ვიდეოში არ ჩანს, რამდენჯერმე ესვრის იმ პირს, რომელიც დაშავებულია, სანამ მოძრაობას არ შეწყვეტს. შემდეგ კი ვხედავთ კადრებს, სადაც სხვა ჯარისკაცების რეაქციებია აღბეჭდილი.

ყველა ცხედარს აცვია სამხედრო ფორმა და არის სისხლის გუბეები. მოკლულებიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთის სახის იდენტიფიცირება, დანარჩენი კი გზაზე პირქვე არიან.

  • სად და როდისაა ვიდეო გადაღებული?

BBC-ის ცნობით, დაადგინეს შემთხვევის ადგილი და ეს არის კიევის დასავლეთით, დმიტრევკას შემდეგ, მთავარი გზა - გზა, რომელიც დმიტრევკას ბუჩასთან და ირპინთან აკავშირებს. ვიდეოზე აღბეჭდილი გარემო ემთხვევა Google Street View-ს მიერ ნაჩვენებ არეალს.

იმავე გზაზე 31 მარტს თანამგზავრიდან გადაღებულ სურათზე ხედავთ, როგორ ჩანს მიწაზე სისხლის ლაქები და ჯავშანმანქანები.

"ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომელ დღეს გადაიღეს ვიდეო, თუმცა გზაზე ჩრდილების პოზიციის გათვალისწინებით ვიცით, რომ ის შუადღისას არის გადაღებული. ვიდეოს თავდაპირველი ვერსია, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, გამოქვეყნდა 30 მარტს, დილით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გადაიღეს 29 მარტს შუადღისას, ან უფრო ადრე“, - წერს BBC-ი.

  • საიდან ვიცით, რომ მოკლული ჯარისკაცები რუსები არიან?

ამის მთავარი მიმანიშნებელი თვითონ გავრცელებული ვიდეოა. ცხედრების თავთან მდგომი ერთ-ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს: "აჰა ისინი, რუსული ჯარის დამცველები.“ გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს ცარიელი ჯავშანტექნიკა, რომელზეც V-ია გამოსახული, როგორც წესი, რუსული ჯარები თავიანთ მანქანებს ამ ნიშნით აღნიშნავენ. მოკლულებიდან ორი ადამიანის თეთრი სამკლაური ჩანს, რომელსაც რუსი ჯარისკაცების იდენტიფიკაციისთვის იყენებდნენ უკრაინის ზოგიერთ რაიონში.

  • ვინ არიან ვიდეოზე აღბეჭდილი დანარჩენი მებრძოლები?

ზოგიერთი ჯარისკაცის სამოსზე ჩანს ლურჯი სამკლაური და უკრაინის დროშის ფრაგმენტები, რაც უკრაინული ძალების მაიდენტიფიცირებელია. თუმცა ცხადია, ეს არ არის მათი ვინაობის დამადასტურებელი. როგორც ვიდეოში ისმის, ჯარისკაცები საუბრობენ რუსულად, რაც ფართოდ არის გავრცელებული უკრიანაში.

ვიდეოს შუა ნაწილში ჩანს ერთ-ერთი ჯარისკაცის სახე - წვერიანი მამაკაცი, ნათლად და მკაფიოდ. ასევე კიდევ რამდენიმე მამაკაცის სახე.

  • "ჩვენ შევეცადეთ ამოგვეცნო ის კომპიუტერული ალგორითმის მეშვეობით. ის ემთხვევა ქართველი მამაკაცის სახეს, რომელიც ძალიან ახლო კავშირშია უკრაინასთან, მაგრამ მის ვინაობას არ ვასახელებთ, რადგანაც დადასტურებულად არ ვიცით“, - წერს გამოცემა.

როცა კამერაში წვერიანი მამაკაცი ჩნდება, მეორე ადამიანი ყვირის - "დიდება უკრაინას“, რაზეც წვერიანი მამაკაცი პასუხობს "დიდება გმირებს.“ შემდეგ პირველი ადამიანი ყვირის - "ქართველები."

აუდიო მთავრდება კაცის სიტყვებით "ნუ მოდიხართ ჩვენს მიწაზე.“

აღსანიშნავია, რომ BBC-ის გარდა, აღნიშნულ კადრებზე სტატია გამოაქვეყნა "ნიუ იორკ თაიმსმაც." გამოცემის რეპორტიორი, ვიზუალური საგამოძიებო გუნდის წევრი, ივან ჰილი, "ტვიტერში" აქვეყნებს გამოძიების შედეგს ვიდეოზე აღბეჭდილი მებრძოლის შესახებ.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="es" dir="ltr">Uno de los soldados luce similar a un hombre que en 2017 fue fotografiado cerca del expresidente georgiano y político ucraniano Mijeíl Saakashvili, posiblemente como parte de su equipo de seguridad. El software de comparación facial indica una probable coincidencia. <a href="https://t.co/iye2ki7i2M">pic.twitter.com/iye2ki7i2M</a></p>&mdash; Evan Hill (@evanhill) <a href="https://twitter.com/evanhill/status/1511838349039788037?ref_src=twsrc%5Etfw">April 6, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"ერთ-ერთი მამაკაცი ჰგავს ადამიანს, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და უკრაინელ პოლიტიკოსთან, მიხეილ სააკაშვილთან 2017 წელს გადაიღეს და შესაძლოა, ის მისი დაცვის ჯგუფის შემადგენლობაში ყოფილიყო. სახის შედარების პროგრამა მიუთითებს სავარაუდო მსგავსებაზე", - წერს ივან ჰილი.