პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდ ბრიტანეთში "ომიკრონის“ ახალი ვარიანტი დააფიქსირეს
დიდ ბრიტანეთში "ომიკრონის“ ახალი ვარიანტი დააფიქსირეს

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ომიკ­რო­ნის ახა­ლი XE ვა­რი­ან­ტი, რაც ბრი­ტა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, უკვე ქვეყ­ნის 637 პა­ცი­ენტს უდ­გინ­დე­ბა. მა­თი­ვე თქმით, ჯერ არაა საკ­მა­რი­სი მა­სა­ლა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­და­ე­ცე­მა და რა სიმ­ძი­მი­საა ის. დიდი ბრი­ტა­ნე­თის გარ­და, ახა­ლი შტა­მი და­ფიქ­სირ­და ტა­ი­ლან­დშიც.

XE ვა­რი­ან­ტი არის 2021 წლის ბო­ლოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ომიკ­რონ BA.1-ისა და უახ­ლე­სი BA.2 ვა­რი­ან­ტე­ბის მიქ­სი, უკა­ნას­კნე­ლი ახლა დო­მი­ნან­ტურ ვა­რი­ანტს წარ­მო­ად­გენს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

ომიკ­რონ XE ვა­რი­ან­ტი რე­კომ­ბი­ნან­ტუ­რია და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ჯერ არც ისაა ცნო­ბი­ლი, რო­გორ უმკლავ­დე­ბა ეს ვა­რი­ან­ტი ვაქ­ცი­ნებს. წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დით, ად­რინ­დელ შტა­მებ­თან შე­და­რე­ბით ის 10%-ით უფრო ად­ვი­ლად უნდა გა­და­ე­ცე­მო­დეს.

ახა­ლი ვა­რი­ან­ტის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, აე­რო­პორ­ტში, ჩე­ხე­თი­დან ტა­ი­ვან­ში მი­მა­ვა­ლი ქა­ლის ტეს­ტი­რე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი ასიმპტო­მუ­რი იყო.

კო­ვი­დის ახა­ლი სუბ­ვა­რი­ან­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩი­ნეთ­შიც - BA.1.1. ეს ვა­რი­ან­ტი შან­ხა­ის მიმ­დე­ბა­რე ქა­ლაქ სუ­ჭო­უ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ჯერ­ჯე­რო­ბით მსოფ­ლი­ოს სხვა არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

წყა­რო: cnbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დალი
9

არ გვაცადოთ სიცოცხლე! მიკრობები და ბაქტერიები ყოველთვის იყო და იქნება. უმრავლესობა გადაიტანს, ვიღაც ვერ გადაიტანს. ამის გამო პლანეტა არ უნდა გავაჩეროთ. აი, საომარ ზონაში ამ კუთხით რა ხდება, იკვლია ვინმემ? იქ ხომ ვერც დისტანციას იცავენ და არც პირბადეები ახსოვს ვინმეს.

 

giorgi
4

საით ჩაიარა ხომ არ უქვიათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

დიდ ბრიტანეთში "ომიკრონის“ ახალი ვარიანტი დააფიქსირეს

დიდ ბრიტანეთში "ომიკრონის“ ახალი ვარიანტი დააფიქსირეს

დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი XE ვარიანტი, რაც ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, უკვე ქვეყნის 637 პაციენტს უდგინდება. მათივე თქმით, ჯერ არაა საკმარისი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ გადაეცემა და რა სიმძიმისაა ის. დიდი ბრიტანეთის გარდა, ახალი შტამი დაფიქსირდა ტაილანდშიც.

XE ვარიანტი არის 2021 წლის ბოლოს გავრცელებული ომიკრონ BA.1-ისა და უახლესი BA.2 ვარიანტების მიქსი, უკანასკნელი ახლა დომინანტურ ვარიანტს წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში.

ომიკრონ XE ვარიანტი რეკომბინანტურია და დღევანდელი მონაცემებით ჯერ არც ისაა ცნობილი, როგორ უმკლავდება ეს ვარიანტი ვაქცინებს. წინასწარი ვარაუდით, ადრინდელ შტამებთან შედარებით ის 10%-ით უფრო ადვილად უნდა გადაეცემოდეს.

ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა, აეროპორტში, ჩეხეთიდან ტაივანში მიმავალი ქალის ტესტირებისას აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ინფიცირებული ქალი ასიმპტომური იყო.

კოვიდის ახალი სუბვარიანტია დაფიქსირებული ჩინეთშიც - BA.1.1. ეს ვარიანტი შანხაის მიმდებარე ქალაქ სუჭოუში აღმოაჩინეს და ჯერჯერობით მსოფლიოს სხვა არცერთ ქვეყანაში არაა დაფიქსირებული.

წყარო: cnbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"