მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიმშილი“ - კოვიდაფეთქება ჩინეთში, საკვების პრობლემა, ერთმანეთს მოწყვეტილი მშობლები და ბავშვები: შანხაი უმკაცრეს "ლოქდაუნშია"
"ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიმშილი“ - კოვიდაფეთქება ჩინეთში, საკვების პრობლემა, ერთმანეთს მოწყვეტილი მშობლები და ბავშვები: შანხაი უმკაცრეს "ლოქდაუნშია"

ჩი­ნე­თის უდი­დეს ქა­ლაქ შან­ხა­ი­ში კო­ვიდ აფეთ­ქე­ბაა. ქა­ლა­ქი, სა­დაც 25 მი­ლი­ო­ნი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია, მკაც­რი "ლო­ქ­და­უ­ნის" პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. ხუთ­შა­ბა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, შან­ხა­ი­ში კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 20 000 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ორ­შა­ბათს ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ შან­ხა­ის "ლო­ქ­და­უ­ნი" გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­აგ­რძე­ლა და მას შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნებს სახ­ლი­დან გას­ვლა ეკ­რძა­ლე­ბათ, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მათ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა სურთ.

ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა აღი­ა­რეს, რომ ქა­ლა­ქი სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შეა და რომ ისი­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

შან­ხა­ის მა­ცხოვ­რებ­ლებს მხო­ლოდ საკ­ვე­ბით მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა არ აწუ­ხებთ, მათ­თვის ისიც პრობ­ლე­მუ­რია, რომ მთავ­რო­ბა კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ბავ­შვებს მშობ­ლებს აშო­რებს და იზო­ლა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში მარ­ტო გა­დაჰ­ყავთ.

შან­ხა­ის კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა იზო­ლა­ცი­ის ცენ­ტრი

ლო­ქ­და­უ­ნის გამ­კაც­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი ნიშ­ნავს იმას, რომ მა­ცხოვ­რებ­ლებს საკ­ვე­ბის და წყლის გა­მო­ძა­ხე­ბა და მთავ­რო­ბის­თვის ლო­დი­ნი უწევთ, რომ ბოსტნე­უ­ლი, ხორ­ცი და კვერ­ცხი სახ­ლებ­ში ჩა­მო­უ­რი­გონ. ლოკ­და­უ­ნის გამო, სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სე­ბი, მარ­კე­ტე­ბის სა­ი­ტე­ბი და თა­ვად მთავ­რო­ბის და­წე­სე­ბუ­ლი მო­მა­რა­გე­ბის სერ­ვი­სიც გა­და­იტ­ვირ­თა და ვერ ას­წრე­ბენ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის საკ­ვე­ბით მო­მა­რა­გე­ბას.

შან­ხა­ის ზო­გი­ერ­თი უბ­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი იმა­საც კი ჩი­ვის, რომ მათ­თან პრო­დუქ­ტე­ბი სა­ერ­თოდ აღარ მი­აქვთ.

ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ მე­დია - Weibo-ში, ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­ი­ჩივ­ლა: "ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი შიმ­ში­ლი“ , მე­ო­რე კი წერს: "გთხოვთ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მო­აგ­ვა­როთ მი­ტა­ნის სერ­ვი­სის პრობ­ლე­მა".

ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა წა­მოჭ­რეს: საკ­ვებ­ზე ფა­სის მა­ტე­ბა. ასე­ვე ბევ­რი წუხს ხან­ში­შე­სულ ხალ­ხზე და ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ვერ ერ­კვე­ვა ტექ­ნი­კა­ში და არ შე­უძ­ლი­ათ ონ­ლა­ინ საჭ­მლის გა­მო­ძა­ხე­ბა.

ქა­ლა­ქის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პა­სუ­ხი გას­ცეს ხალ­ხის სა­ჩი­ვარს და თქვეს, რომ მათ საკ­მა­რი­სი მა­რა­გი აქვთ ბრინ­ჯის, მა­კა­რო­ნის, მარ­ცვლე­უ­ლის, ზე­თი­სა და ხორ­ცის, მაგ­რამ დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში აქვთ შე­ფერ­ხე­ბა.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
7

ისე საშიშია, რომ სახლიდან ცხვირის გამოყოფა არ შეიძლება?

სალი
43

ეს შტამი ჩვენამდეც ჩამოვა და მერე რა გვეშველება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიმშილი“ - კოვიდაფეთქება ჩინეთში, საკვების პრობლემა, ერთმანეთს მოწყვეტილი მშობლები და ბავშვები: შანხაი უმკაცრეს "ლოქდაუნშია"

"ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიმშილი“ - კოვიდაფეთქება ჩინეთში, საკვების პრობლემა, ერთმანეთს მოწყვეტილი მშობლები და ბავშვები: შანხაი უმკაცრეს "ლოქდაუნშია"

ჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში კოვიდ აფეთქებაა. ქალაქი, სადაც 25 მილიონი მაცხოვრებელია, მკაცრი "ლოქდაუნის" პირობებში ცხოვრობს. ხუთშაბათის მონაცემებით, შანხაიში კოვიდით ინფიცირებულთა 20 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ორშაბათს ჩინეთის მთავრობამ შანხაის "ლოქდაუნი" განუსაზღვრელი ვადით გააგრძელა და მას შემდეგ, ადამიანებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ საკვები პროდუქტის შეძენა სურთ.

ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ ქალაქი სირთულეების წინაშეა და რომ ისინი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ.

შანხაის მაცხოვრებლებს მხოლოდ საკვებით მომარაგების პრობლემა არ აწუხებთ, მათთვის ისიც პრობლემურია, რომ მთავრობა კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებს მშობლებს აშორებს და იზოლაციის ცენტრებში მარტო გადაჰყავთ.

შანხაის კოვიდ ინფიცირებულთა იზოლაციის ცენტრი

ლოქდაუნის გამკაცრებული წესები ნიშნავს იმას, რომ მაცხოვრებლებს საკვების და წყლის გამოძახება და მთავრობისთვის ლოდინი უწევთ, რომ ბოსტნეული, ხორცი და კვერცხი სახლებში ჩამოურიგონ. ლოკდაუნის გამო, სახლში მიტანის სერვისები, მარკეტების საიტები და თავად მთავრობის დაწესებული მომარაგების სერვისიც გადაიტვირთა და ვერ ასწრებენ მილიონობით ადამიანის საკვებით მომარაგებას.

შანხაის ზოგიერთი უბნის მაცხოვრებელი იმასაც კი ჩივის, რომ მათთან პროდუქტები საერთოდ აღარ მიაქვთ.

ჩინურ სოციალურ მედია - Weibo-ში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაიჩივლა: "ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიმშილი“ , მეორე კი წერს: "გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ მიტანის სერვისის პრობლემა".

ქალაქის მაცხოვრებლებმა კიდევ ერთი პრობლემა წამოჭრეს: საკვებზე ფასის მატება. ასევე ბევრი წუხს ხანშიშესულ ხალხზე და ისეთ ადამიანებზე, ვინც ვერ ერკვევა ტექნიკაში და არ შეუძლიათ ონლაინ საჭმლის გამოძახება.

ქალაქის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს ხალხის საჩივარს და თქვეს, რომ მათ საკმარისი მარაგი აქვთ ბრინჯის, მაკარონის, მარცვლეულის, ზეთისა და ხორცის, მაგრამ დისტრიბუციაში აქვთ შეფერხება.

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა