ავტორი:

შარტავას ქუჩაზე ავარიისას შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

შარტავას ქუჩაზე ავარიისას შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი ისრაელში გადაიყვანეს.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ბავშვი ისრაელიდან ჩამოსულ ექიმებს დილით ჩააბარეს, რომლებმაც ბავშვი ისრაელში გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკა დადებითი იყო. ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა ზოგადი შინაარსით, რა თქმა უნდა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, იმიტომ რომ ბევრი ეტაპია ამ ბავშვთან გასავლელი და გასაკეთებელი ქირურგიული კუთხითაც. ძირითადად, მენჯ-ბარძაყის რეკონსტრუქცია არის ჩასატარებელი. ბავშვი ისევ მართვით სუნთქვაზეა", - აღნიშნა იაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსმა, მაკა თევზაძემ.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.