პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომანის ხოცვა-ჟლეტა: რუსი რეზიდენტი ყვებოდა, - ამაზე ბარბაროსული და სასტიკი არაფერი მინახავსო...
კომანის ხოცვა-ჟლეტა: რუსი რეზიდენტი ყვებოდა, - ამაზე ბარბაროსული და სასტიკი არაფერი მინახავსო...

1993 წლის 5 ივ­ლი­სი - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უმ­ძი­მე­სი დღე.

აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის, რუ­სე­თის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის მებ­რძო­ლე­ბის, ასე­ვე ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ე­ლი "ბო­ე­ვი­კე­ბის" თავ­დას­ხმა სო­ფელ კო­მან­ზე, რაც ის­ტო­რი­ა­ში კო­მა­ნის ხოც­ვა-ჟლე­ტის სა­ხე­ლით შე­ვი­და.

კო­მა­ნი პა­ტა­რა სო­ფე­ლია, სო­ხუ­მის ჩრდი­ლო­ე­თით, 15 კი­ლო­მეტრში, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სვა­ნე­ბით იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი. აქ მდე­ბა­რე­ობ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია და დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც მო­ნაზვნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.

მას მერე, რაც 1993 წლის 2 ივ­ლისს, რუ­სე­თის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბულ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ტა­მიშ­ში დე­სან­ტის გა­დას­ხეს, 5 ივ­ლისს კი გუ­მის­თა­ზე შე­ტე­ვა და­ი­წყეს, მო­ა­ხერ­ხეს და და­ი­კა­ვეს სო­ფე­ლი კო­მა­ნი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ გა­მაგ­რე­ბუ­ლი იყო. 1992 წლის აგ­ვის­ტო­ში, ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, სო­ფელ­ში შექ­მნეს მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი საბ­რძო­ლო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ზაზა პა­კე­ლი­ა­ნი ჩა­უდ­გა. იმ პე­რი­ო­დის­თვის 23-ე ბრი­გა­და არ არ­სე­ბობ­და, კო­მა­ნის მებ­რძოლ­თა ჯგუ­ფი, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­ტა­ლი­ო­ნის მზვე­რავ­თა ასე­ულ­ში ირი­ცხე­ბო­და, შემ­დგომ კი 23-ე ბრი­გა­დის მე-8-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­სა­მე ასე­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

1993 წლის 5 ივ­ლი­სის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მო­ტე­ვა კო­მა­ნე­ლე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. წინა დღეს, მტრის დე­სან­ტმა, სო­ფელ ახალ­შენ­სა და "ზე­გა­ნის“ მთა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შე­ტე­ვა. ახალ­შე­ნი აი­ღეს, ზე­გა­ნის მთა­ზე კი დე­სან­ტი დას­ხეს, გა­აფრ­თე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ქარ­თვე­ლებ­მა ერთი ვერ­ტმფრე­ნი იმ დროს ჩა­მო­აგ­დეს, როცა დე­სან­ტი მი­წა­ზე ეშ­ვე­ბო­და. ამ დე­სან­ტი­დან უკან გა­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი ერთ-ერთი მებ­რძო­ლი, კო­მა­ნე­ლებ­მა, ტყვედ აიყ­ვა­ნეს, სწო­რედ მის­გან გა­ი­გეს, რომ ზემო ეშე­რა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო გე­ნე­რალ ლე­ბე­დის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 1500 - კა­ცი­ა­ნი რაზ­მი, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეს, 5 ივ­ლისს, სა­მად და­ი­ყო­ფო­და და მას­შტა­ბუ­რი იე­რი­შით აი­ღებ­და კო­მანს, შემ­დეგ შრო­მას და იქ და­ი­კა­ვებ­და პო­ზი­ცი­ებს, რის მე­რეც შრო­მის აღე­ბის შემ­დეგ სო­ხუ­მის აღე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი გახ­დე­ბო­და.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში, კო­მა­ნე­ლე­ბის­თვის სო­ფელ­ში დარ­ჩე­ნა სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი იყო, თუმ­ცა, გაქ­ცე­ვა არ­ცერთ მათ­განს არ უფიქ­რია, პი­რი­ქით, მებ­რძო­ლებს მათი მე­უღ­ლე­ე­ბი, დები გვერ­დით და­უდ­გნენ...

’’ტაძ­რის ეზო­ში ქალი შერ­ბის, სამ­ხედ­რო ფორ­მა აც­ვია. მდე­ვა­რი გზას უღო­ბავს. ქალი ხე­ლი­დან უსხლტე­ბა. ცდი­ლობს, სამ­რეკ­ლომ­დე მი­აღ­წი­ოს. მიშ­ვე­ლე­თო, - გული ყელ­ში ებ­ჯი­ნე­ბა. "ბო­ე­ვი­კე­ბის" ფე­ხის ხმა და ქო­ში­ნი გარ­კვე­ვით ეს­მის. სამ­რეკ­ლოს­თან ძალა ელე­ვა. გრძნობს, მკლავ­ში სწვდე­ბი­ან…ოღონ­დაც ტყვე­ო­ბა არა! ფიქ­რობს… ქალი ჯი­ბი­დან ხელ­ყუმ­ბა­რას იღებს. სა­ნამ მდევ­რე­ბი გონს მოს­ვლას მო­ას­წრე­ბენ, ყუმ­ბა­რა ფეთ­ქდე­ბა. აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას ხუთი ცხე­და­რია: "ბო­ე­ვი­კე­ბის" და მერი პა­კე­ლი­ა­ნის!’’ - ასე იხ­სე­ნე­ბენ კო­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, მერი პა­კე­ლი­ა­ნის გმი­რო­ბის ამ­ბავს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მე­უღ­ლის, ალექ­სან­დრე გამ­სა­ხურ­დი­ას გვერ­დით, კო­მა­ნის და­სა­ცა­ვად ბო­ლომ­დე იდგა!" - ვკი­თხუ­ლობთ ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

რუსი ოკუ­პან­ტე­ბი და მათ­გან მარ­თუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, იყო წა­მე­ბის და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. მტერ­მა არც მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ან­დრია (ყუ­რაშ­ვი­ლი) და­ინ­დო და არც აფხა­ზი იური ანუა, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბაც და მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სა­სუ­ლიც დარ­ჩე­ბა ქარ­თუ­ლი სუ­ლის უტე­ხო­ბის მა­გა­ლი­თად.

  • მამა ან­დრია ყუ­რაშ­ვი­ლი

1966 წლის 3 აპ­რილს ბაღ­დათ­ში და­ი­ბა­და ქარ­თულ, სათ­ნო და მარ­თალ ოჯახ­ში, სა­დაც მშობ­ლე­ბი რვა შვილს ზრდიდ­ნენ. სა­ხე­ლად პა­ა­ტა და­არ­ქვეს. ფი­ზი­კუ­რად ძლი­ერს აღ­მო­სავ­ლურ ორ­თაბ­რძო­ლა­სა და ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­და. 1992 წლის 3 აპ­რილს, მისი ხორ­ცი­ე­ლი შო­ბის დღეს, აღ­კვე­ცეს ბე­რად და, წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, ან­დრია უწო­დეს. აგ­ვის­ტო­ში კი მღვდელ-მო­ნაზვნად აკურ­თხეს და სხალ­თის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრად და­ნიშ­ნეს. სხალ­თა­ში მი­წის ნაკ­ვეთს თა­ვად ამუ­შა­ვებ­და და ამით თავ­საც ინა­ხავ­და და სხვებ­საც. პურ­სა და სე­ფის­კვერ­საც თა­ვად­ვე აცხობ­და. გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ას­კე­ტიზ­მით...

მერე იყო კო­მა­ნი - წმინ­და ად­გი­ლი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ სო­ფელ­ში აწა­მეს წმინ­და გი­ორ­გის დის­შვი­ლი, წმინ­და ვა­სი­ლის­კო; აქ გარ­და­იც­ვა­ლა წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი, აქვე გა­და­მა­ლეს წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თავი. სწო­რედ კო­მან­ში, იური ანუ­ა­სა და მისი ოჯა­ხის ხე­ლი­თა და სახ­სრე­ბით აღ­დგე­ნილ ტა­ძარ­ში მი­ავ­ლი­ნეს მღვდელმსა­ხუ­რად. ოღონდ მა­შინ, რო­დე­საც კო­მა­ნი­ვით ლა­მა­ზი აფხა­ზე­თის მიწა ცე­ცხლის ალში იყო გახ­ვე­უ­ლი და ტკი­ვი­ლი­სა­გან გმი­ნავ­და. ერთი წუ­თით არ უყოყ­მა­ნია. თავის ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს კი­დეც, არ მე­ში­ნია და ეს ში­შის უქონ­ლო­ბა ღმერ­თის­გა­ნა­აო. ყო­ველ­დღი­უ­რად აღას­რუ­ლებ­და წირ­ვა-ლოც­ვას. და­დი­ო­და ჯა­რის­კა­ცებ­თან, მო­უ­ნათ­ლა­ვებს ნათ­ლავ­და, უქა­და­გებ­და, რწმე­ნა­ში გა­ნამ­ტკი­ცებ­და, აზი­ა­რებ­და. ამ­ბო­ბენ, თა­ვის მორ­ჩილს ხში­რად უმე­ო­რებ­და, - ნუ გე­ში­ნია! სა­ში­ში ცათა სა­სუ­ფევ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნაა. მო­ემ­ზა­დე. ადა­მი­ა­ნი ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის მზად უნდა იყო­სო!

1993 წლის 5 ივ­ლისს კო­მა­ნი ალ­ყა­ში მო­აქ­ცია მტრის 1500-მა ჯა­რის­კაც­მა. ქარ­თველ მებ­რძოლ­თა­გან მხო­ლოდ ოც­და­თხუთ­მე­ტი­ღა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ალ­ყა­შე­მორ­ტყმულ სო­ფელ­ში, რომ­ლებ­მაც იცოდ­ნენ, რომ არა­ვის დახ­მა­რე­ბის იმე­დი აღარ უნდა ჰქო­ნო­დათ, არც სო­ხუ­მი­სა და არც თბი­ლი­სი­სა. მა­ინც არ მი­ა­ტო­ვეს იქა­უ­რე­ბი და სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე იცავ­დნენ იქა­ურ სიწ­მინ­დე­ებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას.

ღა­მის სამ სა­ათ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში მყოფთ მამა ან­დრი­ამ მო­უ­წო­და: "ყო­ველ წუთს უნდა ვე­ლო­დოთ სიკ­ვდილს. მო­ვემ­ზა­დოთ აღ­სა­რე­ბი­სა და ზი­ა­რე­ბი­სათ­ვის!" მი­ი­ღო აღ­სა­რე­ბა იქ მყოფ­თა­გან, შემ­დეგ კი ბარ­ძი­მი გა­მო­აბ­რძა­ნა და აზი­ა­რა აღმსა­რე­ბელ­ნი.

ხუ­თის ნა­ხე­ვარ­ზე ეკ­ლე­სია ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს და კა­რე­ბის გა­ღე­ბა მო­ი­თხო­ვეს. მამა ან­დრი­ას კურ­თხე­ვით იური ანუ­ამ გა­ა­ღო კარი. მა­შინ­ვე მო­კი­დეს ხელი და ცე­მით გა­ათ­რი­ეს...

ტაძ­რი­დან მე­ო­რე მამა ან­დრია გა­იყ­ვა­ნეს. მოს­თხო­ვეს თაყ­ვა­ნის­ცე­მა - ქრის­ტი­ა­ნი მხო­ლოდ უფალს სცემს თაყ­ვან­სო! - უპა­სუ­ხა. მერე მოს­თხო­ვეს, გვი­თხა­რი, ვისი მი­წაა, ქარ­თვე­ლე­ბის თუ აფხა­ზე­ბი­სო, პა­სუ­ხად კი მი­ი­ღეს - ეს უფ­ლის მი­წა­აო. რო­დე­საც უთხრეს, რომ მოკ­ლავ­დნენ, მუხ­ლებ­ზე დად­გა და ლოც­ვა და­ი­წყო. ასე, მლოც­ველს, უკ­ნი­დან ეს­რო­ლეს კი­სერ­ში და, იმის მა­გივ­რად, რომ პირ­ქვე და­ცე­მუ­ლი­ყო, უკან გა­და­ვარ­და და ზურ­გზე და­ე­ცა - მკვდარ­მაც კი არ სცა თაყ­ვა­ნი მომ­ხვდუ­რებს.წყა­რო

არა­და, მხო­ლოდ 27 წლი­სა იყო.

  • იური ანუა

1934 წლის 6 აგ­ვის­ტოს, ქა­ლაქ ოჩამ­ჩი­რე­ში და­ი­ბა­და. სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა, მოს­კო­ვის სამ­შე­ნებ­ლო-სა­ინ­ჟინ­რო ინ­სტი­ტუ­ტიც წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. სამი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი გულ­ში მუ­დამ ატა­რებ­და უფ­ლის სიყ­ვა­რულ­სა და სა­სო­ე­ბას. კო­მან­ში სა­ა­გა­რა­კო მი­წის შე­ძე­ნის მერე შე­ი­ტყო იქა­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის შე­სა­ხებ...

აი­უ­რი, ოჯახ­თან ერ­თად, ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­მან­ში გა­და­სახ­ლდა და 1975 წელს სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით და­ი­წყო წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის აღ­დგე­ნა, რო­მელ­შიც რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს ერთ-ერთი უდი­დე­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­და­თა მო­ნას­ტე­რი იყო - აქ 1500 მო­ნა­ზო­ნი მკაც­რი ტი­პი­კო­ნის მი­ხედ­ვით მოღ­ვა­წე­ობ­და. იუ­რიმ არა მარ­ტო აღად­გი­ნა ტა­ძა­რი, არა­მედ მას უმ­თავ­რე­სი სიწ­მინ­დე - წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის სარ­კო­ფა­გიც და­უბ­რუ­ნა. რო­დე­საც გა­ნახ­ლე­ბულ და გამ­შვე­ნი­ე­რე­ბულ ტა­ძარ­ში ილია მე­ო­რემ სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა აღავ­ლი­ნა, იუ­რის წმინ­და გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნი გა­დას­ცა ჯილ­დოდ.

მაგ­რამ ბა­ტო­ნი იური ჯილ­დო­სათ­ვის არ შრო­მობ­და - მის მარ­თალ სულს არ შე­ეძ­ლო უქ­მო­ბა, რო­დე­საც ირ­გვლივ ამ­დე­ნი რამ იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის მე­სა­მედ პოვ­ნის ად­გი­ლამ­დე მის­ვლა მორ­წმუ­ნე­ებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ, ამი­ტო­მაც მან სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ა­კე­თა 1500 სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კიბე. და, ას­ვლი­სას დას­ვე­ნე­ბა რომ შეძ­ლე­ბო­დათ, ყო­ვე­ლი 100 სა­ფე­ხუ­რის შემ­დეგ რკი­ნის სკა­მე­ბიც გა­მარ­თა.

შე­ი­ტყო, რომ წმინ­და ვა­სი­ლის­კოს საფ­ლავ­თან მის­ვლას მლოც­ვე­ლებს მი­წის მე­პატ­რო­ნე უშ­ლი­და, ამი­ტო­მაც მთლი­ა­ნად შე­ის­ყი­და მე­პატ­რო­ნის­გან მისი სახ­ლი­ცა და ბა­ღიც, რომ მორ­წმუ­ნე­ებს შეძ­ლე­ბო­დათ სიწ­მინ­დე­ე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მა...

მერე კი აფხა­ზე­თის ომიც და­ი­წყო. თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ კო­მანს არ მი­ა­ტო­ვებ­და. მხო­ლოდ გუ­ლით გა­მო­ი­თხოვ­და მო­ძღვარს, რომ მას ტა­ძარ­ში წირ­ვა-ლოც­ვა აღევ­ლი­ნა. და ღმერ­თმაც მამა ან­დრია მო­უვ­ლი­ნა, ყუ­რაშ­ვი­ლი. ერთი ვი­დე­ო­ზეა წა­მი­ერ გა­ელ­ვე­ბად შე­მო­ნა­ხუ­ლი, ერ­თად რო­გორ მი­ა­ბი­ჯე­ბენ მამა ან­დრია და იური. ასე ერ­თად­ვე გა­ი­ა­რეს გოლ­გო­თა და შე­უ­ერ­თდნენ უფ­ლის დასს.

... ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შე­მო­იჭ­რა მტე­რი. გარს შე­მო­ერ­ტყნენ ტა­ძარს, ითხოვ­დნენ, კარი გაგ­ვი­ღე­თო. და იუ­რი­მაც (იპო­დი­აკ­ვან­მა გი­ორ­გიმ), მო­ძღვრის კურ­თხე­ვით გა­ა­ღო. მო­ძა­ლა­დე­ებ­მა ხელი სტა­ცეს და გა­რეთ გა­ათ­რი­ეს. ამის და­ნახ­ვამ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ამ­წა­რა მომ­ხვდუ­რი და ღა­ლა­ტი დას­წა­მეს იუ­რის: ვინ ხარ ეროვ­ნე­ბით? აფხა­ზიო - უპა­სუ­ხა. მერე, თუ აფხა­ზი ხარ, ქარ­თვე­ლებ­თან რა გინ­დაო? მე ვიცი, ვინ იყ­ვნენ ჭეშ­მა­რი­ტი აფხა­ზე­ბი და ვის ეკუთ­ვნის ეს მი­წაო -ამა­ყად და­უბ­რუ­ნა პა­სუ­ხი. მერე და­ჩო­ქე­ბა მოს­თხო­ვეს -"არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში!" - გა­ის­მა მისი ხმა.

წმინ­და ვა­სი­ლის­კოს წყა­როს­თან აიყ­ვა­ნეს -24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ში­ნე­ლი სი­სას­ტი­კით აწა­მებ­დნენ, სცემ­დნენ, მრა­ვალ­გზის დაჭ­რეს ფე­ხებ­ში, ბო­ლოს კი ხეზე ჩა­მო­კი­დეს და ისე და­ცხრი­ლეს. ამ ამ­ბის შემ­სწრე ერთ-ერთი რუსი რე­ზი­დენ­ტი, ტყვედ ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, და­კი­თხვი­სას ამ­ბობ­და - მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­ზე ბარ­ბა­რო­სუ­ლი და სას­ტი­კი არა­ფე­რი მი­ნა­ხავ­სო...

მის­მა ოჯახ­მა სწო­რედ ამ რე­ზი­დენ­ტის­გან შე­ი­ტყო იური ანუ­ას მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ. მა­ნამ­დე, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცოლ-შვილ­მა არა­ფე­რი იცო­და ოჯა­ხის უფ­რო­სის ბედ­სა და ად­გილ-სამ­ყო­ფელ­ზე.

სხვე­ბის­გან გა­ი­გეს ისიც, რომ კო­მან­ში, ეკ­ლე­სი­ის გა­ლა­ვან­თან, მამა ან­დრი­ას საფ­ლა­ვის გვერ­დზე და­უ­საფ­ლა­ვე­ბი­ათ. ასე რომ, სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც კო­მან­ში დარ­ჩა -კვლავ მის უხი­ლავ მე­ო­ხად და პატ­რო­ნად. წყა­რო

ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კო­მან­ში და­ღუ­პულ­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი:

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ან­დრია (ყუ­რაშ­ვი­ლი)

იური (გი­ორ­გი) ანუა

ზაზა პა­კე­ლი­ა­ნი

მერი პა­კე­ლი­ა­ნი

ავთო კა­ხი­ა­ნი

ვლა­დი­მერ კა­ხი­ა­ნი

ელ­გუ­ჯა გვი­ჩი­ა­ნი

ადამ(ედი­კა) გვი­ჩი­ა­ნი

გოგი გურ­ჩი­ა­ნი

ზუ­რაბ გურ­ჩი­ა­ნი

მალ­ხაზ კა­ხი­ა­ნი

ალექ­სან­დრე გამ­სა­ხურ­დია

ვალო ჩხე­ტი­ა­ნი

ეგ­ნა­ტე კვი­ცი­ა­ნი

ზური გი­ორ­ბე­ლი­ძე

ჩხე­ტი­ა­ნი მე­რა­ბი

მურ­თაზ ჩხე­ტი­ა­ნი

ინ­დი­კო ჩხე­ტი­ა­ნი

რე­ვაზ კვან­ჭი­ა­ნი

შოთა კვან­ჭი­ა­ნი

გუნ­დი­ერ გუ­ლე­და­ნი

გე­ნა­დი გად­რა­ნი

თა­მაზ ჩხე­ტი­ა­ნი

ან­ზორ სუ­ბე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

უკრაინაში კაცობრიობის პორტრეტი იხატება

მაკა
3

ჩვენ, ქართველებმაც კი არ ვიცით ბევრი იმ წლებზე და მსოფლიოს შევძახით, რატო არ გახსოვთო?!

მე რაც მახსოვს, ის იყო, რომ ფილარმონიაში კონცერტი კონცერტზე იმართებოდა...

მადლობა, უკრაინას კიდევ ერთხელ, რომ ქართველებს შეგვახსენა ჩვენი უახლესი ისტორია! უკრაინა ჩვენთვისაც ომობს!

ავტორი:

კომანის ხოცვა-ჟლეტა: რუსი რეზიდენტი ყვებოდა, - ამაზე ბარბაროსული და სასტიკი არაფერი მინახავსო...

კომანის ხოცვა-ჟლეტა: რუსი რეზიდენტი ყვებოდა, - ამაზე ბარბაროსული და სასტიკი არაფერი მინახავსო...

1993 წლის 5 ივლისი - საქართველოს ისტორიის უმძიმესი დღე.

აფხაზი სეპარატისტების, რუსეთის რეგულარული არმიის მებრძოლების, ასევე ჩრდილო-კავკასიელი "ბოევიკების" თავდასხმა სოფელ კომანზე, რაც ისტორიაში კომანის ხოცვა-ჟლეტის სახელით შევიდა.

კომანი პატარა სოფელია, სოხუმის ჩრდილოეთით, 15 კილომეტრში, რომელიც ძირითადად სვანებით იყო დასახლებული. აქ მდებარეობდა მართლმადიდებლური ეკლესია და დედათა მონასტერი, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ.

მას მერე, რაც 1993 წლის 2 ივლისს, რუსეთის მიერ წახალისებულმა სეპარატისტებმა ტამიშში დესანტის გადასხეს, 5 ივლისს კი გუმისთაზე შეტევა დაიწყეს, მოახერხეს და დაიკავეს სოფელი კომანი, რომელიც საკმაოდ გამაგრებული იყო. 1992 წლის აგვისტოში, ომის დაწყებისთანავე, სოფელში შექმნეს მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ზაზა პაკელიანი ჩაუდგა. იმ პერიოდისთვის 23-ე ბრიგადა არ არსებობდა, კომანის მებრძოლთა ჯგუფი, ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის მზვერავთა ასეულში ირიცხებოდა, შემდგომ კი 23-ე ბრიგადის მე-8-ე ბატალიონის მესამე ასეულად ჩამოყალიბდა.

1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კომანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს, მტრის დესანტმა, სოფელ ახალშენსა და "ზეგანის“ მთაზე განახორციელა შეტევა. ახალშენი აიღეს, ზეგანის მთაზე კი დესანტი დასხეს, გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობდა, ქართველებმა ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ-ერთი მებრძოლი, კომანელებმა, ტყვედ აიყვანეს, სწორედ მისგან გაიგეს, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500 - კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კომანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს, რის მერეც შრომის აღების შემდეგ სოხუმის აღება ძალიან ადვილი გახდებოდა.

ამ ვითარებაში, კომანელებისთვის სოფელში დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა, გაქცევა არცერთ მათგანს არ უფიქრია, პირიქით, მებრძოლებს მათი მეუღლეები, დები გვერდით დაუდგნენ...

’’ტაძრის ეზოში ქალი შერბის, სამხედრო ფორმა აცვია. მდევარი გზას უღობავს. ქალი ხელიდან უსხლტება. ცდილობს, სამრეკლომდე მიაღწიოს. მიშველეთო, - გული ყელში ებჯინება. "ბოევიკების" ფეხის ხმა და ქოშინი გარკვევით ესმის. სამრეკლოსთან ძალა ელევა. გრძნობს, მკლავში სწვდებიან…ოღონდაც ტყვეობა არა! ფიქრობს… ქალი ჯიბიდან ხელყუმბარას იღებს. სანამ მდევრები გონს მოსვლას მოასწრებენ, ყუმბარა ფეთქდება. აფეთქების ადგილას ხუთი ცხედარია: "ბოევიკების" და მერი პაკელიანის!’’ - ასე იხსენებენ კომანელი ქალბატონის, მერი პაკელიანის გმირობის ამბავს, რომელიც თავისი მეუღლის, ალექსანდრე გამსახურდიას გვერდით, კომანის დასაცავად ბოლომდე იდგა!" - ვკითხულობთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

რუსი ოკუპანტები და მათგან მართული სეპარატისტები სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, იყო წამების და გაუპატიურების შემთხვევები. მტერმა არც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი) დაინდო და არც აფხაზი იური ანუა, რომელთა ცხოვრებაც და მოწამებრივი აღსასულიც დარჩება ქართული სულის უტეხობის მაგალითად.

  • მამა ანდრია ყურაშვილი

1966 წლის 3 აპრილს ბაღდათში დაიბადა ქართულ, სათნო და მართალ ოჯახში, სადაც მშობლები რვა შვილს ზრდიდნენ. სახელად პაატა დაარქვეს. ფიზიკურად ძლიერს აღმოსავლურ ორთაბრძოლასა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სერიოზული მიღწევები ჰქონდა. 1992 წლის 3 აპრილს, მისი ხორციელი შობის დღეს, აღკვეცეს ბერად და, წმინდა ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად, ანდრია უწოდეს. აგვისტოში კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. სხალთაში მიწის ნაკვეთს თავად ამუშავებდა და ამით თავსაც ინახავდა და სხვებსაც. პურსა და სეფისკვერსაც თავადვე აცხობდა. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ასკეტიზმით...

მერე იყო კომანი - წმინდა ადგილი, როგორც ამბობენ, ამ სოფელში აწამეს წმინდა გიორგის დისშვილი, წმინდა ვასილისკო; აქ გარდაიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი, აქვე გადამალეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი. სწორედ კომანში, იური ანუასა და მისი ოჯახის ხელითა და სახსრებით აღდგენილ ტაძარში მიავლინეს მღვდელმსახურად. ოღონდ მაშინ, როდესაც კომანივით ლამაზი აფხაზეთის მიწა ცეცხლის ალში იყო გახვეული და ტკივილისაგან გმინავდა. ერთი წუთით არ უყოყმანია. თავის ინტერვიუში ამბობს კიდეც, არ მეშინია და ეს შიშის უქონლობა ღმერთისგანააო. ყოველდღიურად აღასრულებდა წირვა-ლოცვას. დადიოდა ჯარისკაცებთან, მოუნათლავებს ნათლავდა, უქადაგებდა, რწმენაში განამტკიცებდა, აზიარებდა. ამბობენ, თავის მორჩილს ხშირად უმეორებდა, - ნუ გეშინია! საშიში ცათა სასუფევლის გარეშე დარჩენაა. მოემზადე. ადამიანი ყველაფრისათვის მზად უნდა იყოსო!

1993 წლის 5 ივლისს კომანი ალყაში მოაქცია მტრის 1500-მა ჯარისკაცმა. ქართველ მებრძოლთაგან მხოლოდ ოცდათხუთმეტიღა დარჩენილიყო ალყაშემორტყმულ სოფელში, რომლებმაც იცოდნენ, რომ არავის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ, არც სოხუმისა და არც თბილისისა. მაინც არ მიატოვეს იქაურები და სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ იქაურ სიწმინდეებსა და მოსახლეობას.

ღამის სამ საათზე ეკლესიაში მყოფთ მამა ანდრიამ მოუწოდა: "ყოველ წუთს უნდა ველოდოთ სიკვდილს. მოვემზადოთ აღსარებისა და ზიარებისათვის!" მიიღო აღსარება იქ მყოფთაგან, შემდეგ კი ბარძიმი გამოაბრძანა და აზიარა აღმსარებელნი.

ხუთის ნახევარზე ეკლესია ალყაში მოაქციეს და კარების გაღება მოითხოვეს. მამა ანდრიას კურთხევით იური ანუამ გააღო კარი. მაშინვე მოკიდეს ხელი და ცემით გაათრიეს...

ტაძრიდან მეორე მამა ანდრია გაიყვანეს. მოსთხოვეს თაყვანისცემა - ქრისტიანი მხოლოდ უფალს სცემს თაყვანსო! - უპასუხა. მერე მოსთხოვეს, გვითხარი, ვისი მიწაა, ქართველების თუ აფხაზებისო, პასუხად კი მიიღეს - ეს უფლის მიწააო. როდესაც უთხრეს, რომ მოკლავდნენ, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. ასე, მლოცველს, უკნიდან ესროლეს კისერში და, იმის მაგივრად, რომ პირქვე დაცემულიყო, უკან გადავარდა და ზურგზე დაეცა - მკვდარმაც კი არ სცა თაყვანი მომხვდურებს. წყარო

არადა, მხოლოდ 27 წლისა იყო.

  • იური ანუა

1934 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტიც წარმატებით დაასრულა. სამი საერთაშორისო პროექტის ავტორი გულში მუდამ ატარებდა უფლის სიყვარულსა და სასოებას. კომანში სააგარაკო მიწის შეძენის მერე შეიტყო იქაური სიწმინდეების შესახებ...

აიური, ოჯახთან ერთად, ფაქტობრივად, კომანში გადასახლდა და 1975 წელს საკუთარი სახსრებით დაიწყო წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის აღდგენა, რომელშიც რევოლუციამდე მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი დედათა მონასტერი იყო - აქ 1500 მონაზონი მკაცრი ტიპიკონის მიხედვით მოღვაწეობდა. იურიმ არა მარტო აღადგინა ტაძარი, არამედ მას უმთავრესი სიწმინდე - წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგიც დაუბრუნა. როდესაც განახლებულ და გამშვენიერებულ ტაძარში ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა, იურის წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა ჯილდოდ.

მაგრამ ბატონი იური ჯილდოსათვის არ შრომობდა - მის მართალ სულს არ შეეძლო უქმობა, როდესაც ირგვლივ ამდენი რამ იყო გასაკეთებელი. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილამდე მისვლა მორწმუნეებს ძალიან უჭირდათ, ამიტომაც მან საკუთარი ხელით გააკეთა 1500 საფეხურიანი კიბე. და, ასვლისას დასვენება რომ შეძლებოდათ, ყოველი 100 საფეხურის შემდეგ რკინის სკამებიც გამართა.

შეიტყო, რომ წმინდა ვასილისკოს საფლავთან მისვლას მლოცველებს მიწის მეპატრონე უშლიდა, ამიტომაც მთლიანად შეისყიდა მეპატრონისგან მისი სახლიცა და ბაღიც, რომ მორწმუნეებს შეძლებოდათ სიწმინდეების თაყვანისცემა...

მერე კი აფხაზეთის ომიც დაიწყო. თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კომანს არ მიატოვებდა. მხოლოდ გულით გამოითხოვდა მოძღვარს, რომ მას ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. და ღმერთმაც მამა ანდრია მოუვლინა, ყურაშვილი. ერთი ვიდეოზეა წამიერ გაელვებად შემონახული, ერთად როგორ მიაბიჯებენ მამა ანდრია და იური. ასე ერთადვე გაიარეს გოლგოთა და შეუერთდნენ უფლის დასს.

... ეკლესიის ეზოში შემოიჭრა მტერი. გარს შემოერტყნენ ტაძარს, ითხოვდნენ, კარი გაგვიღეთო. და იურიმაც (იპოდიაკვანმა გიორგიმ), მოძღვრის კურთხევით გააღო. მოძალადეებმა ხელი სტაცეს და გარეთ გაათრიეს. ამის დანახვამ განსაკუთრებით გაამწარა მომხვდური და ღალატი დასწამეს იურის: ვინ ხარ ეროვნებით? აფხაზიო - უპასუხა. მერე, თუ აფხაზი ხარ, ქართველებთან რა გინდაო? მე ვიცი, ვინ იყვნენ ჭეშმარიტი აფხაზები და ვის ეკუთვნის ეს მიწაო -ამაყად დაუბრუნა პასუხი. მერე დაჩოქება მოსთხოვეს -"არავითარ შემთხვევაში!" - გაისმა მისი ხმა.

წმინდა ვასილისკოს წყაროსთან აიყვანეს -24 საათის განმავლობაში საშინელი სისასტიკით აწამებდნენ, სცემდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში, ბოლოს კი ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს. ამ ამბის შემსწრე ერთ-ერთი რუსი რეზიდენტი, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, დაკითხვისას ამბობდა - მთელი ომის განმავლობაში ამაზე ბარბაროსული და სასტიკი არაფერი მინახავსო...

მისმა ოჯახმა სწორედ ამ რეზიდენტისგან შეიტყო იური ანუას მოწამებრივი აღსასრულის შესახებ. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ცოლ-შვილმა არაფერი იცოდა ოჯახის უფროსის ბედსა და ადგილ-სამყოფელზე.

სხვებისგან გაიგეს ისიც, რომ კომანში, ეკლესიის გალავანთან, მამა ანდრიას საფლავის გვერდზე დაუსაფლავებიათ. ასე რომ, სიკვდილის შემდეგაც კომანში დარჩა -კვლავ მის უხილავ მეოხად და პატრონად. წყარო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კომანში დაღუპულთა გვარ-სახელები:

მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი)

იური (გიორგი) ანუა

ზაზა პაკელიანი

მერი პაკელიანი

ავთო კახიანი

ვლადიმერ კახიანი

ელგუჯა გვიჩიანი

ადამ(ედიკა) გვიჩიანი

გოგი გურჩიანი

ზურაბ გურჩიანი

მალხაზ კახიანი

ალექსანდრე გამსახურდია

ვალო ჩხეტიანი

ეგნატე კვიციანი

ზური გიორბელიძე

ჩხეტიანი მერაბი

მურთაზ ჩხეტიანი

ინდიკო ჩხეტიანი

რევაზ კვანჭიანი

შოთა კვანჭიანი

გუნდიერ გულედანი

გენადი გადრანი

თამაზ ჩხეტიანი

ანზორ სუბელიანი.