სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა?
დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა?

დიქ­ტა­ტო­რი პუ­ტი­ნი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს - ამის თა­ო­ბა­ზე უცხო­უ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იმან მი­ი­პყრო, რომ რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დი­აჯ­გუ­ფის (NMG) ვებგ­ვერ­დი­დან დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ალი­ნა კა­ბა­ე­ვას შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი გაქ­რა. NMG უმ­სხვი­ლე­სი კერ­ძო მე­დი­აჰოლ­დინ­გია რუ­სეთ­ში, ათო­ბით არ­ხით, გა­ზე­თე­ბით და რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბით.

მის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არხი", "მე­ხუ­თე არხი", REN TV, STS და სხვა...

ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ NMG-ის ვებგ­ვერ­დზე, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში "დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო" კა­ბა­ე­ვას დო­სიე, ფო­ტო­სუ­რა­თით, იძებ­ნე­ბო­და. ამ­ჟა­მად გვერ­დი აღარ არ­სე­ბობს.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია, და­სავ­ლეთს მო­უ­წო­და, რომ სან­ქცი­ე­ბის და­ე­წე­სე­ბი­ნათ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ი­სა და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის, მათ შო­რის ალი­ნა კა­ბა­ე­ვას­თვის, რო­მელ­საც ნა­ვალ­ნიმ "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის საყ­ვა­რე­ლი" უწო­და.

ასევე დაგაინტერესებთ
10:22 / 06-04-2022

ეთერ თუთბერიძემ "ტვიტერიდან" პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა - რუსები ცნობილ მწვრთნელს უპირისპირდებიან: "ის ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა..."

11:38 / 06-04-2022

ევროკავშირი პუტინის შვილებს სანქციებს დაუწესებს - "ჩვენ ვნახეთ ბუჩას შემზარავი კადრები და არ შეიძლება ეს უპასუხოდ დარჩეს"

16:23 / 06-04-2022

პუტინის მხარდამჭერი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის ვილას კომოს ტბასთან ცეცხლი წაუკიდეს - "ცეცხლის გასაჩენად საბურავები გამოიყენეს"

19:51 / 07-04-2022

"რუსეთი ამას აუცილებლად უპასუხებს" - კრემლი სანქციების შემდეგ პუტინის ქალიშვილებზე პირველად საუბრობს: რას აცხადებს პესკოვი?

2019 წელს რამ­დე­ნი­მე და­სავ­ლურ­მა მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­შიც წერ­დნენ, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს რიტ­მუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ალი­ნა კა­ბა­ე­ვას შვი­ლე­ბის მამა. კრემლში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. 2019 წლის 23 მა­ისს, კა­ბა­ე­ვას მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, პუ­ტინ­მა მეან-გი­ნე­კო­ლო­გი ქალი სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხუ­რის­თვის II ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. მე­დი­ის ცნო­ბით, სწო­რედ ამ ადა­მი­ან­მა ამ­შო­ბი­ა­რა კა­ბა­ე­ვა. გარ­და ამი­სა, მეან-გი­ნე­კო­ლოგ­მა და მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა მოს­კო­ვის ცენ­ტრში მი­ლი­არდ რუბ­ლზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა იყი­დეს, რომ­ლის შე­ძე­ნაც ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შის ორ­სუ­ლო­ბა­სა და მშო­ბი­ა­რო­ბას და­ემ­თხვა.

მა­ნამ­დე ცოტა ხნით ადრე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ფლო­ბენ. ჰოლ­დინ­გში მუ­შა­ო­ბი­სას ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ბა­ე­ვამ 785 მი­ლი­ონ 400 ათა­სი რუბ­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა ამ პოსტზე ერთ-ერ­თმა აქ­ცი­ო­ნერ­მა, პუ­ტი­ნის მთა­ვარ­მა დამ­ფი­ნან­სე­ბელ­მა იური კო­ვალ­ჩუკ­მა მი­იწ­ვია. კა­ბა­ე­ვას გუ­ლის­თვის მან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სა­კუ­თა­რი ძმის­შვი­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახლა მთე­ლი ეს გი­გან­ტუ­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა კა­ბა­ე­ვას კონ­ტრო­ლის ქვეშ არის და ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მარ­თლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ფო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ქალი ანა ზა­ცე­პი­ლი­ნაა, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ბე­ბია. ის 86 წლი­საა და ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ბიზ­ნესს, ექ­სკლუ­ზი­უ­რად, პუ­ტი­ნის უმ­დიდ­რეს მე­გობ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად აწარ­მო­ებს.

2015 წელს მან პუ­ტი­ნის მე­გობ­რის­გან გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოს­გან მი­ი­ღო 200 კვ.მ. ბინა პე­ტერ­ბურ­გში. რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 120 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია. ოთხი დღით ადრე, კა­ბა­ე­ვას ბე­ბი­ამ პუ­ტი­ნის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის­გან, პი­ოტრ კოლ­ბი­ნის­გან, მოს­კოვ­ში, არ­ბატ­ზე, 600 კვ.მ. ბინა შე­ი­ძი­ნა. რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 600 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია.

პუ­ტი­ნის მე­გო­ბარ­მა მიზ­ნეს­მენ­მა ბა­ევ­სკიმ მოს­კოვ­ში 220 კვ.მ. ბინა ალი­ნა კა­ბა­ე­ვას დას ლე­ი­სანს აჩუქა.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალი­ნა კა­ბა­ე­ვა შვი­ლებ­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. პუ­ტინს და კა­ბა­ე­ვას, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამი ან ოთხი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, მათ შო­რის 2019 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი. შვე­ი­ცა­რი­ა­ში კა­ბა­ე­ვას გაგ­ზავ­ნით პუ­ტი­ნი ქა­ლის სან­ქცი­ე­ბის­გან დაც­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა 20 მარტს შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­ბა­ტო­ნი კა­ბა­ე­ვა შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ კა­ბა­ე­ვა ომის და­წყე­ბის დროს შვე­ი­ცა­რი­ა­ში არ იყო, რად­გან ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 7 მარტს გავ­რცელ­და. უც­ნო­ბია ამ ეტაპ­ზე კა­ბა­ე­ვა რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და თუ რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას შე­ა­ფა­რა თავი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
9

არამგონია ეს მართალი იყოს– ბედნიერი ხალხი სასტიკ ომებს არ იწყებს სრულიად უმიზეზოდ, ბავშვებს არ ხოცავს და მსოფლიოს ბირთვული ომით განადგურებით არ ემუქრება. 

ალექს
4

ამ ომის წამოწყების პუტინისეული მოტივი კრიტიკას ვერ უძლებს, ბლეფია, ნატო რუსეთს საფრთხეს რომ უქმნიდეს , ახლა დადუღებული ექნებოდა კრემლის ვარკვლავი იმ ფლაგშტოკზე , ანუ მოსკოვზე თავდასხმა არ იგეგმებოდა და არ იგეგმება, არც არანაირ საბაბს არ ეძებდა თავდასხმისათვის , ეს ომი უკრაინაში არათუ ნატოს ადექვატური რეაქციის, მსოფლიო ომის დაწყების საბაბადაც გამოადგებოდა ამერიკას და მოკავშირეთ , ანუ ესეც ბლეფია, მეორე მოტივი უკრაინის ანტიდემოკრატიული ნაციონალიზმი სართოდ თითიდანაა გამოწოვილი, რადგან თავად რუსეთი დიქტატორული და შოვინისტურია , არათუ უბრალოდ ნაციონალისტური და ანტიდემოკრატიული ! მაშ რა ამოძრავებს -სიგიჟე ? არამგონია ! სიხარბე ვითომ ? მას მიაწერენ ორასი მილიარდი აქვსო , ესეც არასრულფასოვანი დაყენებაა საკითხის -პუტინისაა მთელი რუსეთი , შეუფასებელი კოლოსალური რესურსის ფაქტიური მფლობელია, ვითომ უკრაინულიც უნდა ?! არ გამოვრიცხავ , მაგრამ მაინც რაღაც სხვა მიზეზია - პირადული , შესაძლოა გაუძლიერდა მის წინააღმდეგ შეთქმულების შიში , ეტყობა მისი ლიკვიდაციის მომზადების შესახებ რაღაც ინფომ საიდანღაც გაჟონა , ასეთი ტიპის პარანოიაც არსებობს , ასე დაუპირისპირდა ძალას , რომლის დამარცხება მას არ შეუძლია , არც უნდა უნდოდეს, თავადაც რუსეთიდან გამქცევია ცოლშვილებიანად ! ისე რომ, ვერა ვხვდები რა უნდა , გიჟია ვითომ ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა?

დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა?

დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - ამის თაობაზე უცხოური მედია აქტიურად წერს. ჟურნალისტების ყურადღება იმან მიიპყრო, რომ რუსეთის ნაციონალური მედიაჯგუფის (NMG) ვებგვერდიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ალინა კაბაევას შესახებ ცნობები გაქრა. NMG უმსხვილესი კერძო მედიაჰოლდინგია რუსეთში, ათობით არხით, გაზეთებით და რადიოსადგურებით.

მის შემადგენლობაშია რუსეთის "პირველი არხი", "მეხუთე არხი", REN TV, STS და სხვა...

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ NMG-ის ვებგვერდზე, განყოფილებაში "დირექტორთა საბჭო" კაბაევას დოსიე, ფოტოსურათით, იძებნებოდა. ამჟამად გვერდი აღარ არსებობს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, დასავლეთს მოუწოდა, რომ სანქციების დაეწესებინათ რუსეთის სახელმწიფო მედიისა და მათი ხელმძღვანელობისთვის, მათ შორის ალინა კაბაევასთვის, რომელსაც ნავალნიმ "ვლადიმერ პუტინის საყვარელი" უწოდა.

2019 წელს რამდენიმე დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა მასალები, რომელშიც წერდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლებელია იყოს რიტმული ტანვარჯიშის ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაევას შვილების მამა. კრემლში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2019 წლის 23 მაისს, კაბაევას მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, პუტინმა მეან-გინეკოლოგი ქალი სამშობლოს სამსახურისთვის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მედიის ცნობით, სწორედ ამ ადამიანმა ამშობიარა კაბაევა. გარდა ამისა, მეან-გინეკოლოგმა და მისმა ქალიშვილმა მოსკოვის ცენტრში მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება იყიდეს, რომლის შეძენაც ყოფილი ტანმოვარჯიშის ორსულობასა და მშობიარობას დაემთხვა.

მანამდე ცოტა ხნით ადრე ალინა კაბაევა ნაციონალური მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, რომელსაც პუტინის ახლო გარემოცვის ბიზნესმენები ფლობენ. ჰოლდინგში მუშაობისას ერთი წლის განმავლობაში კაბაევამ 785 მილიონ 400 ათასი რუბლი გამოიმუშავა.

ალინა კაბაევა ამ პოსტზე ერთ-ერთმა აქციონერმა, პუტინის მთავარმა დამფინანსებელმა იური კოვალჩუკმა მიიწვია. კაბაევას გულისთვის მან თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი ძმისშვილი. რასაკვირველია, ახლა მთელი ეს გიგანტური პროპაგანდისტული მანქანა კაბაევას კონტროლის ქვეშ არის და ომის დანაშაულების გამართლებით არის დაკავებული.

ფოტოზე გადაღებული ქალი ანა ზაცეპილინაა, ალინა კაბაევას ბებია. ის 86 წლისაა და ასაკის მიუხედავად, ბიზნესს, ექსკლუზიურად, პუტინის უმდიდრეს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად აწარმოებს.

2015 წელს მან პუტინის მეგობრისგან გენადი ტიმჩენკოსგან მიიღო 200 კვ.მ. ბინა პეტერბურგში. რომლის ღირებულებაც 120 მილიონი რუბლია. ოთხი დღით ადრე, კაბაევას ბებიამ პუტინის ბავშვობის მეგობრისგან, პიოტრ კოლბინისგან, მოსკოვში, არბატზე, 600 კვ.მ. ბინა შეიძინა. რომლის ღირებულებაც 600 მილიონი რუბლია.

პუტინის მეგობარმა მიზნესმენმა ბაევსკიმ მოსკოვში 220 კვ.მ. ბინა ალინა კაბაევას დას ლეისანს აჩუქა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალინა კაბაევა შვილებთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა. პუტინს და კაბაევას, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამი ან ოთხი საერთო შვილი ჰყავთ, მათ შორის 2019 წელს დაბადებული ტყუპი. შვეიცარიაში კაბაევას გაგზავნით პუტინი ქალის სანქციებისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა 20 მარტს შვეიცარიის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი ინფორმაციით, ქალბატონი კაბაევა შვეიცარიის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაბაევა ომის დაწყების დროს შვეიცარიაში არ იყო, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ 7 მარტს გავრცელდა. უცნობია ამ ეტაპზე კაბაევა რუსეთში დაბრუნდა თუ რომელიმე მეგობარ ქვეყანას შეაფარა თავი.

იხილეთ ასევე: