ავტორი:

"ჩემს ოჯახთან დაკაშირებული რისკები ჯერ კიდევ რჩება - არის მუდმივი სიგნალები..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ჩემს ოჯახთან დაკაშირებული რისკები ჯერ კიდევ რჩება - არის მუდმივი სიგნალები..." - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის ოჯახთან დაკაშირებული რისკები ჯერ კიდევ რჩება და ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად მისდის სიგნალი. ამის შესახებ მან თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ისაუბრა.

"ჩემს ოჯახთან დაკაშირებული რისკები ჯერ კიდევ რჩება. არის მუდმივი სიგნალები და მე არ მსურს დეტალებზე საუბარი“ , - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 5 სათი სძინავს.

"რაც შეეხება საკითხს, რამდენ ხანს მძინავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყო ადეკვატური და ამიტომ ძილისთვის ვპოულობ დროს - 5 საათი გამოდის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მეუღლემ ელენა ზელენსკაიამ გერმანულ გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოჯახი ფიგურირებს რუსეთის „გასანადგურებელ ადამიანთა სიაში“ და აღნიშნა, რომ უკვე თვეზე მეტია, დამახინჯებულ რეალობაში ცხოვრობს და ძლიერი დაცვა ჰყავს.