პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, იქ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებს.
ამჯერად ის სათავალთვალო პოსტზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
"ედიშერის, წყნარი ჯონის და ჩემი მზვერავობის ამბავი ირპენში. ვიდეო ერთი კვირის წინანდელია. ვიდეოს გადაღებიდან მეორე დღეს გავაძევეთ ქალაქიდან რუსები. მანამდე კიდევ თვალს არ ვაშორებდით", - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ვიდეოში ჩანს ორი ქართველი მებრძოლი, რომლებიც სათვალთავლო პუნქტიდან მიმდებარე პერიმეტრს ზვერავენ.
"აი, იქ გარდაცვლილი კაცია საწყალი, სულ შეჭამეს ძაღლებმა და ჩვენ ვერ ვეკარებით", - ამბობს ალეკო ელისაშვილი და კამერას ატრიალებს შენობის ფანჯრებისკენ, საიდანაც ჩანს ირპენის ქუჩები და სავარაუდოდ, ის გარდაცვლილი მამაკაცი, რომელზეც ელისაშვილი მიუთითებს.
ეჭვი მაქვს ვიღაცის სახლს პატრონობენ.
დანარჩენი ქართველები რომ ვერ ხალისობენ, რაშია საქმე?მარტო ეს ელისმარიაშვილი და ოქრუაშვილი არიან ოხუნჯობისა და სელფების გუნებაზე?