ავტორი:

Red Dot Award-ზე ჰიუნდაის მრავალფუნქციურმა მოდელმა STARIA-მ „პროდუქტის დიზაინის“ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება მოიპოვა

Red Dot Award-ზე ჰიუნდაის მრავალფუნქციურმა მოდელმა STARIA-მ „პროდუქტის დიზაინის“ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება მოიპოვა

კომპანია ჰიუნდაი მოტორმა განაცხადა, რომ მრავალფუნქციურმა მოდელმა STARIA-მ, Red Dot Award-ზე „საუკეთესოთა შორის საუკეთესოს“ წოდება მოიპოვა. მოდელმა ეს უმაღლესი წოდება ინოვაციური დიზაინისთვის მიიღო. STARIA-მ ჯილდო ავტომობილების და მოტოციკლეტების კატეგორიაში დაიმსახურა, რითიც კიდევ უფრო გაზარდა ჰიუნდაის კონკურენტუნარიანობა დიზაინის კუთხით.

“ჰიუნდაის ახალი, მრავალფუნქციური მოდელი STARIA-ს ხაზი შექმნილია მიდგომით ‘inside-out’. ამ მიდგომამ გადატრიალება მოახდინა საავტომობილო ინდუსტრიაში.“ - ამბობს სანგ იუპ ლი, აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, Hyundai Global Design Center-ის ხელმძღვანელი. “ჩვენი გუნდი, მსოფლიო დონის დიზაინერებთან და ინჟინრებთან ერთად, ძალიან დიდი შემართებით მუშაობდა ამ მოდელზე, რათა შეექმნათ ის, რაზეც ოცნებობდნენ.”

STARIA თავს იწონებს ფუტურისტული, იდუმალი ინტერიერით, რომელიც კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ. მოდელის ერთიანი, უკან გაზიდული ვიზუალი შთაგონებულია სინათლის მრუდით, რომელიც თუ კოსმოსიდან შეხედავთ, დედამიწის ჰორიზონტს ანათებს მზის ამოსვლისას,

კოსმოსური ხომალდით შთაგონებული ინტერიერი, გამოირჩევა მდიდრული დიზაინით და უნიკალური ატმოსფეროთი, რომელიც განკუთვნილია მძღოლისა და მგზავრების კომფორტისთვის. ქვემოთ მდებარე სარტყლის ხაზი და პანორამული გვერდითი ფანჯრები აუმჯობესებს ხილვადობას და ქმნის ღია სივრცის შეგრძნებას. ეს დიზაინი, შთაგონებულია კორეული, ტრადიციული არქიტექტურული მიმდინარეობით, "ჰანოკით" და მგზავრებს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ გარე სივრცე ავტომობილის ინტერიერის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

გასულ წელს, მოდელის გამოშვების წამიდან, STARIA-მ რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა ბრწყინვალე და ინოვაციური დიზაინისთვის.

  1. მოდელმა 2021 წელს მიიღო GOOD DESIGN Awards-ის ჯილდო სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიაში და
  2. გაიმარჯვა ჟურნალ Auto Motor Und Sport-ის მკითხველთა გამოკითხვაში „2022 წლის საუკეთესო მანქანები”.

კონკურსი Red Dot Award-ი, რომელიც გერმანიაში, ნორდრაინ-ვესტფალიის მხარეში ტარდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურსია დიზაინის სფეროში. ის აერთიანებს შემდეგ სამ ნომინიაციას:

1. პროდუქტის დიზაინი,

2. ბრენდის დიზაინი და კომუნიკაცია,

3. დიზაინის კონცეპცია.

ნომინაცია "პროდუქტის დიზაინი", რომლის გამარჯვებულიც სტარია გახდა, მიზნად ისახავს ესთეტიკურად მიმზიდველი, ჭკვიანი ან ინოვაციური წლის საუკეთესო პროდუქტების აღმოჩენას ბაზარზე. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.red-dot.org/

საქართველოში Staria-ს ნახვა ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმშია შესაძლებელი. ავტომობილი წარმოდგენილია სრული ამძრაობის (4X4) კომპლექტაციებით. შეძენის შემთხვევაში, ისევე როგორც ჰიუნდაის სხვა მოდელებზე, მოქმედებს 5 წლიანი ქარხნული გარანტია ულიმიტო გარბენით. ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოუ-რუმი და სერვის ცენტრი, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 204 ნომერში მდებარეობს.

ავტომობილზე დეტალური ინფომრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3uYMQHU

R