ავტორი:

"ამოგაჭრი მაგ ენას, არაკაცო" - ნონა მამულაშვილი დავით ლორიას პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)

"ამოგაჭრი მაგ ენას, არაკაცო" - ნონა მამულაშვილი დავით ლორიას პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნონა მამულაშვილი უფლებადამცველ დავით ლორიას პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდა. "ჯორჯინ თაიმსის" ეთერში დაპირისპირება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას დაიწყო.

დეპუტატის გაღიზიანება ლორიას განცხადებებმა გამოიწვია.

"არ უნდა აომოთ იქ ხალხი, არ უნდა მიიყვანოთ იქამდე... შენ ხარ უსინდისო ადამიანი და ქუჩის ქალი" - აღნიშნა ლორიამ, რის შემდეგაც მას ნონა მამულაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მომხდარის შემდეგ "ნაცმოძრაობის" დეპუტატმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ლორიამ მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა, რის გამოც თავის შეკავება ვერ შეძლო.

"მაშინ, როდესაც მე ვუყურებ იმას, რაც ხდება უკრაინაში, როდესაც ჩვენი ბიჭები ყოველდღე სიცოცხლეს სწირავენ, ამ ფონზე ეს ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, ამიტომ ბოდიში ემოციურობისთვის, მაგრამ ღალატს ვერ დავუშვებ და ყოველთვის საკადრის პასუხს მიიღებს ის ადამიანი, ვინც დააშავებს" - აღნიშნა მამულაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: