სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცემლობა "პალიტრა L“ წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვება -  ტოპ 5 ბესტსელერი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია
გამომცემლობა "პალიტრა L“ წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვება -  ტოპ 5 ბესტსელერი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ წელ­საც აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ და „ბიბ­ლუს­მა“ ერ­თობ­ლი­ვად წა­მო­ი­წყეს. 23 აპ­რილს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა გა­სულ წელს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გა­მო­ცხად­და და სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და.

„პა­ლიტ­რა L” წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს აქ­ტი­უ­რად შეს­თა­ვა­ზებს სხვა­დას­ხვა სი­ახ­ლეს, იქ­ნე­ბა ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი აქ­ცი­ე­ბი თუ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ წელს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყო კამ­პა­ნია - „ეს წიგ­ნი ეკუთ­ვნის“, რო­მე­ლიც ად­რე­სა­ტის­თვის ლი­ტე­რა­ტუ­რის სწო­რად შერ­ჩე­ვას გუ­ლის­ხმობს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი - წიგ­ნი, სწო­რად შე­ვურ­ჩი­ოთ ად­რე­სატს და მო­ვარ­გოთ მისი ინ­ტე­რე­სის სფე­როს, „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ აპ­რილ­ში და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც სწო­რედ ამის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ძვე­ლი ტრა­დი­ცი­აც - სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რა, რო­მე­ლიც ად­რე­სატს თქვენს თავს და მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს გა­ახ­სე­ნებს.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად უკვე და­ი­წყო კამ­პა­ნი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, იქ­ნე­ბა ეს სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მო­წყო­ბა თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კი­თხვის წა­ხა­ლი­სე­ბა. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის თქმით, წელს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რია უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და, ბუ­ნებ­რი­ვია, ფო­კუს­ში სწო­რედ მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის მხარ­და­ჭე­რა მო­ექ­ცა. 2022 წელს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის კამ­პა­ნი­ა­საც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ჩარ­თუ­ლო­ბით, „წიგ­ნი მშვი­დო­ბის­თვის“ ეწო­და, რაც უკ­რა­ი­ნა­სა და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ეძღვნე­ბა.

ზო­გა­დად, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვის მი­ზა­ნი არის წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის თქმით, გა­სულ წლებ­ში კამ­პა­ნი­ა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო და წელ­საც იმა­ვეს მო­ლო­დი­ნი აქვთ.

„ოკუ­პა­ცი­ის გამ­ყოფ ხაზ­თან, სამ სო­ფელ­ში 200-200 ახა­ლი წიგ­ნი უკვე ჩა­ვი­ტა­ნეთ. იგეგ­მე­ბა რო­გორც გამ­ყოფ ხაზ­თან მდე­ბა­რე ყვე­ლა სოფ­ლის, ისე სხვა სოფ­ლე­ბის წიგ­ნე­ბით მო­მა­რაგ­დე­ბა და სა­ქა­ლა­ქო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

გა­სულ წლებ­ში ფან­ტას­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ წელს, მე­ო­რე წელს უკვე პან­დე­მია და­ემ­თხვა და, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი გარ­თულ­და. წელს ვე­ლო­დე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ერ­თმა­ნეთს გა­მო­იწ­ვე­ვენ და ამ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბა თა­ვის თავს მა­ინც და­ი­ნა­ხავს,“ - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვის ფარ­გლებ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის გა­მარ­თულ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და მკი­თხველს თა­ვა­დაც და­ეხ­მა­რე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა­ში.

წარ­მო­გიდ­გენთ 5 წიგნს, რო­მელ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” გვირ­ჩევს:

რუპი კა­უ­რი - „რძე და თაფ­ლი“

რუპი კა­უ­რი ინ­დუ­რი წარ­მო­შო­ბის კა­ნა­დე­ლი პო­ე­ტი, ილუსტრა­ტო­რი და ავ­ტო­რია. ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო სა­დე­ბი­უ­ტო ნა­მუ­შევ­რით „რძე და თაფ­ლი“, რო­მე­ლიც The New York Times-ის ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა. ეს პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი ათა­სო­ბით მკი­თხველ­მა აღი­ა­რა, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი.

რო­გორც „რძე და თაფ­ლი“ გვე­უბ­ნე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს, უბ­რა­ლოდ ისი­ნი უნდა შე­ვამ­ჩნი­ოთ, მათი და­ნახ­ვის სურ­ვი­ლი უნდა გვქონ­დეს. რუპი კა­უ­რის პო­ე­ზი­აც სწო­რედ ამ სა­სი­ა­მოვ­ნო ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­მენ­ტებ­სა და დე­ტა­ლებ­ზეა.

მა­დე­ლინ მი­ლე­რი - „სიმ­ღე­რა აქი­ლევსზე“

ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გია მწერ­ლე­ბის შთა­გო­ნე­ბად რჩე­ბა და ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბი მათ­ზე ახალ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს ქმნი­ან, ჩვენ კი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკი­თხუ­ლობთ ბერ­ძე­ნი ღმერ­თე­ბი­სა და მე­ფე­ე­ბის ვნე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

თა­ნა­მედ­რო­ვე ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რის მა­დე­ლინ მი­ლე­რის ნა­მუ­შე­ვა­რი უნაკ­ლო მებ­რძო­ლის აქი­ლევ­სი­სა და მისი თავ­მდა­ბა­ლი მე­გობ­რის პატ­როკ­ლო­სის მე­გობ­რო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ეს ცო­ცხა­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი სავ­სეა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ის­ტო­რი­ე­ბით, ვნე­ბე­ბით, ხან­მოკ­ლე ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­მენ­ტე­ბი­თა და უმ­ძი­მე­სი მოვ­ლე­ნე­ბით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს ანად­გუ­რებს. ყვე­ლა­ფე­რი კი პატ­როკ­ლო­სის ენით არის მო­თხრო­ბი­ლი.

ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი - „შეც­დო­მა“

ნა­თია ჯან­გო­დაშ­ვი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. კონ­კურ­სში მის­მა რო­მან­მა „ცდუ­ნე­ბამ“ გა­ი­მარ­ჯვა, „შეც­დო­მა“ კი მომ­დევ­ნო ნა­მუ­შე­ვა­რია.

რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს სტუ­დენ­ტი გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯის შე­დე­გად რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა, თა­ვის რჩე­ულს იგი არ უყ­ვარს, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი ერ­თად იწყე­ბენ ცხოვ­რე­ბას. წყვი­ლი და­ძა­ბუ­ლია, მით უფრო, როცა მათ შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი ცალ­მხრი­ვია. წიგ­ნი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­სა და გო­გო­ნას გა­დამ­წყვეტ ნა­ბიჯ­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც სა­კი­თხა­ვია, შეც­დო­მა იყო თუ სწო­რი ქმე­დე­ბა სა­ჭი­რო დროს.

„მიყ­ვარ­ხარ - ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე“

თით­ქმის ვერ ნა­ხავთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბის მიერ სიყ­ვა­რულ­ზე და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი­დან ერთი სტრო­ფი მა­ინც არ იცის. ეს ლექ­სე­ბი კი ერთ წიგ­ნად შე­იკ­რი­ბა და გა­მო­ი­ცა ერთი სა­ხე­ლის ქვეშ - „მიყ­ვარ­ხარ“.

ლექ­სე­ბი ეკუთ­ვნით ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის მე­ფეს გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძეს, აკა­კი წე­რე­თელს, ლადო ასა­თი­ანს, ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძეს, რატი ამაღ­ლო­ბელს, ბე­სიკ ხა­რა­ნა­ულს, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს, ანა კა­ლან­და­ძეს, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს, სა­ლო­მე ბე­ნი­ძეს, დი­ა­ნა ან­ფი­მი­ადსა და სხვა მწერ­ლებს.

კრე­ბუ­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია.

ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი 33 ემო­ცია

დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზის ეს თვალ­სა­ჩი­ნო ნა­მუ­შე­ვა­რი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ან­თო­ლო­გია, 33 ავ­ტო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ის მწე­რალ­მა ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძემ ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მო­ამ­ზა­და.

წიგ­ნი უნი­კა­ლუ­რია იმი­თაც, რომ გა­მო­ცე­მის­თვის სა­ზე­დაო ასო­ე­ბი მხატ­ვარ­მა რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილ­მა შექ­მნა. ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი 33 ემო­ცია თა­ვი­დან აღ­მო­გა­ჩე­ნი­ნებთ ჩვენს დამ­წერ­ლო­ბას და კი­დევ უფრო შე­გაყ­ვა­რებთ მას. ის სა­კო­ლექ­ციო წიგ­ნებ­ში ერთ-ერთ თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილს და­ი­კა­ვებს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვის ფარ­გლებ­ში აქ­ტი­უ­რად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ახა­ლი და კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შებს, რაც არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

#აჩუ­ქე­წიგ­ნი

#23აპ­რი­ლი

#პა­ლიტ­რაL

#წიგ­ნი­სა­უ­კე­თე­სო­სა­ჩუ­ქა­რია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

გამომცემლობა "პალიტრა L“ წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვება -  ტოპ 5 ბესტსელერი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია

გამომცემლობა "პალიტრა L“ წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვება -  ტოპ 5 ბესტსელერი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია

გამომცემლობა „პალიტრა L“ წელსაც აქტიურად ერთვება წიგნის ჩუქების კამპანიაში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ბიბლუსმა“ ერთობლივად წამოიწყეს. 23 აპრილს მსოფლიოს მასშტაბით წიგნის ჩუქების დღე აღინიშნება, თუმცა გასულ წელს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა და სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა.

„პალიტრა L” წიგნის მოყვარულებს აქტიურად შესთავაზებს სხვადასხვა სიახლეს, იქნება ეს სპეციალური აქციები თუ ლიტერატურული საღამოები. გამომცემლობამ წელს წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით დაიწყო კამპანია - „ეს წიგნი ეკუთვნის“, რომელიც ადრესატისთვის ლიტერატურის სწორად შერჩევას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, საუკეთესო საჩუქარი - წიგნი, სწორად შევურჩიოთ ადრესატს და მოვარგოთ მისი ინტერესის სფეროს, „პალიტრა L-ის“ მიერ აპრილში დაგეგმილი აქტივობებიც სწორედ ამისკენ იქნება მიმართული.

წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით ისევ აქტუალური ხდება ძველი ტრადიციაც - სამახსოვრო წარწერა, რომელიც ადრესატს თქვენს თავს და მნიშვნელოვან დღეს გაახსენებს.

წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პარტნიორებთან ერთად უკვე დაიწყო კამპანიების ჩატარება, იქნება ეს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობა თუ სოციალურ ქსელებში კითხვის წახალისება. გიორგი კეკელიძის თქმით, წელს ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებით ემოციურია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და, ბუნებრივია, ფოკუსში სწორედ მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა მოექცა. 2022 წელს წიგნის ჩუქების კამპანიასაც ეროვნული ბიბლიოთეკის ჩართულობით, „წიგნი მშვიდობისთვის“ ეწოდა, რაც უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ეძღვნება.

ზოგადად, წიგნის ჩუქების თვის მიზანი არის წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა და კითხვის პოპულარიზაცია. გიორგი კეკელიძის თქმით, გასულ წლებში კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო და წელსაც იმავეს მოლოდინი აქვთ.

„ოკუპაციის გამყოფ ხაზთან, სამ სოფელში 200-200 ახალი წიგნი უკვე ჩავიტანეთ. იგეგმება როგორც გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის, ისე სხვა სოფლების წიგნებით მომარაგდება და საქალაქო ბიბლიოთეკები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

გასულ წლებში ფანტასტიკური შედეგები მივიღეთ, განსაკუთრებით პირველ წელს, მეორე წელს უკვე პანდემია დაემთხვა და, შესაბამისად, ყველაფერი გართულდა. წელს ველოდებით, რომ ადამიანები გაცილებით უფრო აქტიურები იქნებიან, ერთმანეთს გამოიწვევენ და ამ მძიმე სიტუაციაში განათლება თავის თავს მაინც დაინახავს,“ - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

წიგნის ჩუქების თვის ფარგლებში გამომცემლობა „პალიტრა L“ მონაწილეობას მიიღებს კითხვის პოპულარიზაციისთვის გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში და მკითხველს თავადაც დაეხმარება ლიტერატურის შერჩევაში.

წარმოგიდგენთ 5 წიგნს, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L” გვირჩევს:

რუპი კაური - „რძე და თაფლი“

რუპი კაური ინდური წარმოშობის კანადელი პოეტი, ილუსტრატორი და ავტორია. ის ფართო საზოგადოებამ გაიცნო სადებიუტო ნამუშევრით „რძე და თაფლი“, რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. ეს პოეტური კრებული ათასობით მკითხველმა აღიარა, როგორც საინტერესო ნამუშევარი.

როგორც „რძე და თაფლი“ გვეუბნება, სასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში ყოველდღიურად გვაქვს, უბრალოდ ისინი უნდა შევამჩნიოთ, მათი დანახვის სურვილი უნდა გვქონდეს. რუპი კაურის პოეზიაც სწორედ ამ სასიამოვნო ცხოვრებისეულ მომენტებსა და დეტალებზეა.

მადელინ მილერი - „სიმღერა აქილევსზე“

ბერძნული მითოლოგია მწერლების შთაგონებად რჩება და ნიჭიერი ავტორები მათზე ახალ საინტერესო ისტორიებს ქმნიან, ჩვენ კი სიამოვნებით ვკითხულობთ ბერძენი ღმერთებისა და მეფეების ვნებების შესახებ.

თანამედროვე ცნობილი ავტორის მადელინ მილერის ნამუშევარი უნაკლო მებრძოლის აქილევსისა და მისი თავმდაბალი მეგობრის პატროკლოსის მეგობრობისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ეს ცოცხალი და ადამიანური ნაწარმოები სავსეა თავბრუდამხვევი ისტორიებით, ვნებებით, ხანმოკლე ბედნიერების მომენტებითა და უმძიმესი მოვლენებით, რომელიც ყველაფერს საუკეთესოს ანადგურებს. ყველაფერი კი პატროკლოსის ენით არის მოთხრობილი.

ნათია ჯაგოდნიშვილი - „შეცდომა“

ნათია ჯანგოდაშვილი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულია. კონკურსში მისმა რომანმა „ცდუნებამ“ გაიმარჯვა, „შეცდომა“ კი მომდევნო ნამუშევარია.

რომანი მოგვითხრობს სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. წიგნი მთავარი პერსონაჟების თანაცხოვრებასა და გოგონას გადამწყვეტ ნაბიჯზე გვიამბობს, რომელიც საკითხავია, შეცდომა იყო თუ სწორი ქმედება საჭირო დროს.

„მიყვარხარ - ქართველი პოეტები სიყვარულზე“

თითქმის ვერ ნახავთ ადამიანს, რომელმაც ქართველი პოეტების მიერ სიყვარულზე დაწერილი ლექსებიდან ერთი სტროფი მაინც არ იცის. ეს ლექსები კი ერთ წიგნად შეიკრიბა და გამოიცა ერთი სახელის ქვეშ - „მიყვარხარ“.

ლექსები ეკუთვნით ქართული პოეზიის მეფეს გალაკტიონ ტაბიძეს, აკაკი წერეთელს, ლადო ასათიანს, ვახტანგ ჯავახაძეს, რატი ამაღლობელს, ბესიკ ხარანაულს, ტიციან ტაბიძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილს, ანა კალანდაძეს, გიორგი კეკელიძეს, სალომე ბენიძეს, დიანა ანფიმიადსა და სხვა მწერლებს.

კრებული საყვარელი ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია.

ქართული ანბანი 33 ემოცია

დოკუმენტური პროზის ეს თვალსაჩინო ნამუშევარი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგია, 33 ავტორის დამოკიდებულებაა. ის მწერალმა ეკატერინე ტოგონიძემ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოამზადა.

წიგნი უნიკალურია იმითაც, რომ გამოცემისთვის საზედაო ასოები მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა შექმნა. ქართული ანბანი 33 ემოცია თავიდან აღმოგაჩენინებთ ჩვენს დამწერლობას და კიდევ უფრო შეგაყვარებთ მას. ის საკოლექციო წიგნებში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს.

გამომცემლობა „პალიტრა L“ წიგნის ჩუქების თვის ფარგლებში აქტიურად შემოგთავაზებთ ახალი და კლასიკური ლიტერატურის საინტერესო ნიმუშებს, რაც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

#აჩუქეწიგნი

#23აპრილი

#პალიტრაL

#წიგნისაუკეთესოსაჩუქარია