ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში, რუსმა სამხედრო ძალებმა აზოტის მჟავის რეზერვუარს ცეცხლი გაუხსნეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გაიდაიმ მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ თავშესაფრები და შენობებში, კარები და ფანჯრები დაკეტონ.
"აირწინაღი აზოტის მჟავას აორთქლებისგან დასაცავად გამოიყენება. გთხოვთ, სველი სახის ნიღბები მოამზადოთ", - განაცხადა გაიდაიმ.
როგორც უკრაინული მედია Ukrinform-ი იუწყება, აზოტის მჟავა საშიშია ჩასუნთქვისას, გადაყლაპვისას, კანთან და ლორწოვან გარსთან შეხებისას. სუსტმა მოწამვლამ შესაძლოა ბრონქიტი, მსუბუქი ბრონქიოლიტი, თავბრუსხვევა და ძილიანობა გამოიწვიოს. უფრო მძიმე მოწამვლამ, შესაძლოა, ფილტვის შეშუპება გამოიწვიოს.
es ufro metia qimiuri iaraRis gamoyenebaze! anu gamoyenebulia qimiuri iaraRi!