ავტორი:

"ნაწილობრივ გავაღვიძეთ, მისი ცნობიერება ადეკვატურია. მშობლებიც ნახა და იცნო" - როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

"ნაწილობრივ გავაღვიძეთ, მისი ცნობიერება ადეკვატურია. მშობლებიც ნახა და იცნო" - როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭი ნაწილობრივ გავაღვიძეთ და მისი ცნობიერება ადეკვატურია, მშობლებიც ნახა და იცნო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის სრული გამოღვიძება არ მომხდარა, რადგან რთული ოპერაციების შემდეგ, მას ტკივილები აქვს.

ექიმის ინფორმაციით, მშობლები შემდგომი მკურნალობის მიზნით, ბავშვის ისრაელში გადაყვანას გეგმავენ.

"ბავშვის ზოგადი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ შედარებით, სტაბილიზაციისკენ წავიდა. ნაწილობრივ გავაღვიძეთ და მისი ცნობიერება არის ადეკვატური. მშობლებიც ნახა და იცნო. ანუ ნევროლოგია ნორმალურად ფასდება და უბრალოდ, ანალგეზია ჯერჯერობით გრძელდება. ანუ სრული გაღვიძება მაინც არ მომხდარა, იმიტომ რომ ტკივილის მართვა ჯერჯერობით სჭირდება ამხელა ოპერაციის შემდეგ. ჯერჯერობით ბავშვი ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება“, - განაცხადა იაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკა თევზაძემ.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.