ავტორი:

"ყოველი ევრო, ყოველი ცენტი, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, სისხლიანია - ეს არის უკრაინელი ხალხის სისხლი" - ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს

"ყოველი ევრო, ყოველი ცენტი, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, სისხლიანია - ეს არის უკრაინელი ხალხის სისხლი" - ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ჟენევაში, მერების კონფერენციაზე ვირტუალურად ჩართვისას, ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვა, შეწყვიტონ ყველანაირი კომერციული კავშირი მოსკოვთან და განაცხადა, რომ რუსეთთან გადახდები სისხლით არის გაჟღენთილი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

"ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან აგზავნით, სისხლიანია. ეს არის სისხლიანი ფული და ეს სისხლი, უკრაინული სისხლია, უკრაინელი ხალხის სისხლი", - განაცხადა კლიჩკომ.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე კიევის მერმა ბუჩაში არსებული "უკრაინელების გენოციდი" აღწერა.