ავტორი:

"ყველა დამნაშავე პასუხს აგებს" - უკრაინის დაზვერვა აქვეყნებს იმ რუსი ჯარისკაცები სიას, რომლებმაც ბუჩაში მშვიდობიან მოქალაქეებს ჯოჯოხეთი მოუწყვეს:  წოდება, პასპორტის ნომრები...

"ყველა დამნაშავე პასუხს აგებს" - უკრაინის დაზვერვა აქვეყნებს იმ რუსი ჯარისკაცები სიას, რომლებმაც ბუჩაში მშვიდობიან მოქალაქეებს ჯოჯოხეთი მოუწყვეს:  წოდება, პასპორტის ნომრები...

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო რუსეთის იმ ბატალიონის შემადგენლობაში მყოფი პირების სიას აქვეყნებს, რომლებიც ბუჩაში იყვნენ და ადგილობრივებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორის ცნობით, საქმე ეხება 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებმაც ბუჩაში დანაშაული ჩაიდინეს.

გამოქვეყნებული სია შეიცავს სამხედრო პირების პირად მონაცემებს. გამოქვეყნებულია დაახლოებით, 2 000-მდე სამხედრო მოსამსახურის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი და ასევე წოდება.

"გახსოვდეთ! ყველა სამხედრო დამნაშავე პასუხს აგებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის", - აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.