უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოროდიანკასა და ზოგიერთ სხვა განთავისუფლებულ ქალაქში ოკუპანტების მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, ბუჩაზე მეტიც იყოს.
"დღეს მართლაც მძიმე, ემოციური დღე იყო. დაღუპული უკრაინელების ცხედრები ქუჩების უმეტესი ნაწილიდან უკვე გამოყვანილია, მაგრამ გარდაცვლილები ეზოებსა და სახლებში მაინც რჩებიან. განსაკუთრებით ძნელია ტყვიების კვალის დანახვა ავტომობილებზე წარწერით : "ბავშვები“. დავიწყეთ გამოძიება ყველაფერზე, რაც ოკუპანტებმა გააკეთეს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
"უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ბოროდიანკაში და სხვა განთავისუფლებულ ქალაქებში ოკუპანტების მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს", - დასძინა ზელენსკიმ.
"დადგება დრო, როდესაც ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მათი თანამოქალაქე კლავდა, ვინ გასცემდა ბრძანებებს, ვინ ხუჭავდა თვალს მკვლელობებზე. ამ ყველაფერს დავადგენთ და გლობალურად ცნობილს გავხდით" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ კიევის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების ფაქტის გამოვლენის შემდეგ, ოკუპანტებს შესაძლოა ჩვენი ქვეყნის სხვა ნაწილში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ. ისინი უკვე იწყებენ ცრუ კამპანიას მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში მათი დანაშაულის დამალვის მიზნით.
მისი თქმით, ახლა ოკუპანტები შეეცდებიან, თავიანთი დანაშაულის კვალი დაფარონ.
"ახლა ოკუპანტები შეეცდებიან საკუთარი დანაშაულებების კვალის დაფარვას. მინდა ვთქვა: მსოფლიოს ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, ვინ მოიტანა ომი და მასობრივი სიკვდილი უკრაინის მიწაზე. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ რუსული ჯარები ანადგურებენ მშვიდობიან ქალაქებს, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
"მინდა აღვნიშნო დემოკრატიული სამყაროს ლიდერების რეაქცია ბუჩაში ნანახზე : რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაზე სანქციებით რეაგირება ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად იყო საჭირო ამას დალოდებოდნენ ეჭვებისა და გაუბედაობის უკუგდებისთვის? ნამდვილად უნდა დაღუპულიყო ასობით ჩვენი მოქალაქე, რათა ზოგიერთ ევროპელ ლიდერს გაეცნობიერებინა, რომ რუსეთის სახელმწიფო უმძიმეს ზეწოლას იმსახურებს?“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო შეიარაღება ოკუპანტების განსადევნად.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი, რათა რაც შეიძლება მალე განდევნოს ოკუპანტები ჩვენი მიწიდან, გაათავისუფლოს ჩვენი ქალაქები. ჩვენ რომ უკვე მიგვეღო ის, რაც გვჭირდებოდა - თვითმფრინავები, ტანკები, არტილერია, რაკეტსაწინააღმდეგო და გემ საწინააღმდეგო იარაღი, ათასობით ადამიანის გადარჩენა შეგვეძლო, არ გადანაშაულებთ - მე მხოლოდ რუს სამხედროებს ვადანაშაულებ. მაგრამ შეგეძლოთ, დაგვხმარებოდით,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე იხილეთ: