მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემოციურად დატვირთული დღე მქონდა..." - დავით ზალკალიანი "ფეისბუქში" გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს
"ემოციურად დატვირთული დღე მქონდა..." - დავით ზალკალიანი "ფეისბუქში" გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც თან დარ­თუ­ლი აქვს ვი­დეო, სა­დაც ზალ­კა­ლი­ა­ნის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში უწყე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე და სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

"მე­გობ­რე­ბო, ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი დღე მქონ­და. ვე­ცა­დე ვრცე­ლი სა­მად­ლო­ბე­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და შე­მე­ჯა­მე­ბი­ნა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ, მარ­თა­ლი გი­თხრათ, ცოტა გა­მი­ჭირ­და მოკ­ლე დრო­ში ყვე­ლაფ­რის ერ­თად თავ­მოყ­რა და რო­გორც ყო­ველ­თვის, ჩემი კო­ლე­გე­ბი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სის და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან და­მეხ­მარ­ნენ და ასე­თი შე­ჯა­მე­ბა გა­მო­ვი­და.

დიდი მად­ლო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მთლი­ან შე­მად­გენ­ლო­ბას, გუნდს, რო­მელ­მაც ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მო­მა­ვალ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში.

მად­ლო­ბა თქვენ, ფე­ის­ბუ­ქის მე­გობ­რებს, მუდ­მი­ვი მხარ­და­ჭე­რის და სით­ბოს­თვის, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტავ­დით ჩემი და სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ.მარ­თა­ლია გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად შორს მი­ვიდ­ვარ, მაგ­რამ თქვენ­თან ახ­ლოს ვიქ­ნე­ბი მო­მა­ვალ­შიც და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბი, ისე რო­გორც ამას ვა­კე­თებ­დი ჩემი 30-წლი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!" - წერს და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნა, ხოლო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე მას ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი შეც­ვლის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
15

მე პირადად პატივს ვცემდი ამ ადამიანს, ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს კეთილდღეობის საქმეში

გოგა
9

წარმატებები🙏🙏🙏

ავტორი:

"ემოციურად დატვირთული დღე მქონდა..." - დავით ზალკალიანი "ფეისბუქში" გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს

"ემოციურად დატვირთული დღე მქონდა..." - დავით ზალკალიანი "ფეისბუქში" გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან დართული აქვს ვიდეო, სადაც ზალკალიანის მინისტრობის პერიოდში უწყების მიღწევებზე და სამინისტროს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან საქმეებზეა საუბარი.

"მეგობრებო, ემოციურად დატვირთული დღე მქონდა. ვეცადე ვრცელი სამადლობელი გამეკეთებინა და შემეჯამებინა ჩემი საქმიანობა, მაგრამ, მართალი გითხრათ, ცოტა გამიჭირდა მოკლე დროში ყველაფრის ერთად თავმოყრა და როგორც ყოველთვის, ჩემი კოლეგები საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტიდან დამეხმარნენ და ასეთი შეჯამება გამოვიდა.

დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მთლიან შემადგენლობას, გუნდს, რომელმაც ბევრი წარმატება მოუტანა ქვეყანას და დარწმუნებული ვარ მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაში.

მადლობა თქვენ, ფეისბუქის მეგობრებს, მუდმივი მხარდაჭერის და სითბოსთვის, რომელსაც გამოხატავდით ჩემი და სამინისტროს საქმიანობის მიმართ.მართალია გეოგრაფიულად შორს მივიდვარ, მაგრამ თქვენთან ახლოს ვიქნები მომავალშიც და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ბოლომდე დავიხარჯები, ისე როგორც ამას ვაკეთებდი ჩემი 30-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - წერს დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მას ილია დარჩიაშვილი შეცვლის.