პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის - რას აცხადებს ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი?
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის - რას აცხადებს ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი?

უკ­რა­ი­ნის თა­ვა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და სხვა სა­ხის პრო­დუქ­ტის კონ­ტრა­ბან­დის არ­ხებს ქმნის, რო­მე­ლიც მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ივ­ლის. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია უკ­რა­ი­ნის თა­ვა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე აცხა­დებს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის გამო, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და­კარ­გა სამ­ხედ­რო, ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ქონ­ლის დიდი ასორ­ტი­მენ­ტის მი­წო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით, რუ­სე­თის აგენ­ტე­ბი აყა­ლი­ბე­ბენ კონ­ტრა­ბან­დის არ­ხებს, რომ­ლე­ბიც გა­დის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს პო­ლი­ტი­კურ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და­ა­ვა­ლა, არ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­დეს უკ­რა­ი­ნის თა­ვა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში.

დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბის კი­დევ ერთი წყა­როს შე­სა­ხებ, მათი მტკი­ცე­ბით, ეს აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის არ­ხია.

უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სე­თი კონ­ტრა­ბან­დის არ­ხებს ქმნის სან­ქცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­თვის, სრუ­ლი აბ­სურ­დია და მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. მისი შე­ფა­სე­ბით, კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე­დაც გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ი­ნიშ­ნა.

"რბი­ლად რომ ვთქვათ, სი­მარ­თლეს­თან ამას არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა და კავ­ში­რი არ აქვს, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რა­დაც ვი­ტყო­დი, ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლიც კი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, როცა ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა ასე­თი კი­თხვა გა­უჩ­ნდეს. სი­მარ­თლეს არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, პი­რი­ქით, კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მო­საზ­რე­ბა გაჩ­ნდეს და ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს ისევ იმ ჰიბ­რი­დულ ომს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ებს, კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­დის იმ სამ­სა­ხუ­რი­დან სწო­რედ, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე­დაც და­ი­ნიშ­ნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. ლო­გი­კა უფრო ამას გვკარ­ნა­ხობს, ეს არის ტყუ­ი­ლი და სი­მარ­თლეს­თან კავ­ში­რი არ აქვს, ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბით მსგავ­სი კი­თხვე­ბის გა­ჩე­ნა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქიტესა
2

საქართველოს ესაზღვრება თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. თურქეთი ესაზღვრება რუსეთს ზღვით, აზერბაიჯანი კი ხმელეთით . სომხეთის სამხრეთით ირანია. ერთადერთი ჰიპოთეტური ვგერსიაა რუსეთში სომხეთის გავლით ირანული საქონლის შეტანა. ამის კონტროლი შეუძლებელია, რადგან ტვირთი სავარაუდოდ გაფორმებული იქნება როგორც სომხური.

ღორთქიფანიძის ფანი
1

ჩანს ეს "დაზვერვა" რეალურ დაზვერვას ფულს არ ხარჯავს, საკუთარ ოფისში აყალიბებს ზემოდან შეკვეთილ ვერსიებს და მერე ამას დაზვერვის პროდუქტად ასაღებს)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის - რას აცხადებს ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი?

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის - რას აცხადებს ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი?

უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს.

"საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“, - განაცხადეს უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი წყაროს შესახებ, მათი მტკიცებით, ეს აღმოსავლეთ აზიის არხია.

უკრაინის დაზვერვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ახლა განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის სანქცირებული პროდუქციისთვის, სრული აბსურდია და მსგავსი განცხადება საქართველისთვის შეურაცხმყოფელია. მისი შეფასებით, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისით, რომ ამ ინფორმაციას ის სამსახური ავრცელებს, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.

"რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს. სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან სწორედ, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს, ეს არის ტყუილი და სიმართლესთან კავშირი არ აქვს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მსგავსი კითხვების გაჩენა შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა კახიანმა.