მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება... რუსები პასუხს აგებენ" - ევროკავშირი
"ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება... რუსები პასუხს აგებენ" - ევროკავშირი

ევ­რო­კავ­ში­რი უმ­კაც­რე­სად გმობს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ სი­სას­ტი­კეს უკ­რა­ი­ნის რიგ ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში, რომ­ლე­ბიც ახლა გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვი­სა და მსხვერ­პლის შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თე­ბი, ისე­ვე რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა, აჩ­ვე­ნებს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნი­სა და მისი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრუ­ტა­ლუ­რი ომის რე­ა­ლურ სა­ხეს,- ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ევ­რო­კავ­ში­რი სრულ სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს უკ­რა­ი­ნა­სა და მის ხალ­ხს და ადას­ტუ­რებს, რომ მუ­შა­ობს სან­ქცი­ე­ბის ახალ პა­კეტ­ზე რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

ევ­რო­კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ უნდა შე­წყვი­ტოს ეს ომი.

"ქა­ლაქ ბუ­ჩა­სა და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქებ­ში მომ­ხდა­რი ხოც­ვა-ჟლე­ტა ევ­რო­პის მი­წა­ზე ჩა­დე­ნი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის სი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ამ სი­სას­ტი­კე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩა­დე­ნი­ლია მა­შინ, როცა მათ ჰქონ­დათ ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ისი­ნი ოკუ­პა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან.

ომის და­ნა­შა­უ­ლი­სა და სხვა სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის ჩამ­დენ­ნი, ასე­ვე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბი მომ­ხდარ­ზე პა­სუხს აგე­ბენ.

ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს ყვე­ლა ზო­მას რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

კერ­ძოდ, ჩვენ სრუ­ლად ვუ­ჭერთ მხარს სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რო­რის მიერ და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას ომი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, ისე­ვე რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას. ევ­რო­კავ­ში­რი ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­სა და შე­ნახ­ვა­ში.

ჩვენ სრულ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ უკ­რა­ი­ნა­სა და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ამ მძი­მე სა­ა­თებ­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას და, სწრა­ფად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შემ­დგომ სან­ქცი­ებ­ზე.

პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ უნდა შე­წყვი­ტოს ეს ომი“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
1

ვერ გავიგე სერბეთი აფრიკაშია? 78 დღე რო ბომბავდა აშშ და ნატოს ჯარი არ ჩაიწერება ისტორიაში?

ოოოოოოოოოო
0

ეგ გერმანიას არ უთხრა , იმისი უკვე იყო , და ეხლა სხვას წერს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება... რუსები პასუხს აგებენ" - ევროკავშირი

"ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება... რუსები პასუხს აგებენ" - ევროკავშირი

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის რიგ ოკუპირებულ ქალაქებში, რომლებიც ახლა განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის მიერ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ბრუტალური ომის რეალურ სახეს,- ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და მის ხალხს და ადასტურებს, რომ მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე რუსეთის წინააღმდეგ.

ევროკავშირის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი.

"ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება.

რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილია მაშინ, როცა მათ ჰქონდათ ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ისინი ოკუპაციის საერთაშორისო კანონს ექვემდებარებიან.

ომის დანაშაულისა და სხვა სერიოზული ძალადობრივი ფაქტების ჩამდენნი, ასევე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამხედრო ლიდერები მომხდარზე პასუხს აგებენ.

ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

კერძოდ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ადამიანის უფლებათა ოფისის საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ორიენტირებულია ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და შენახვაში.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ამ მძიმე საათებში მთელი მსოფლიოსთვის. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და, სწრაფად განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე.

პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“,- ნათქვამია განცხადებაში.