ავტორი:

უკრაინელთა მასობრივი საფლავები ბუჩაში - სატელიტური ფოტოები, რომლებზეც უმძიმესი კადრებია აღბეჭდილი

უკრაინელთა მასობრივი საფლავები ბუჩაში - სატელიტური ფოტოები, რომლებზეც უმძიმესი კადრებია აღბეჭდილი

Reuters-ი აქვეყნებს კერძო ამერიკული კომპანია Maxar Technologies -ის მიერ 3 აპრილს, უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია უკრაინელთა მასობრივი საფლავები.

გამოცემის ცნობით, მასობრივი საფლავები მიმდინარე კვირაში აღმოაჩინეს, მაშ შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ბუჩა დატოვეს.

Reuters-ის ჟურნალისტებმა, რომლებიც 2 აპრილს ბუჩას ესტუმრნენ, ნახეს ქალაქის ქუჩებში დაყრილი ცხედრები, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 37 კილომეტრში. ჟურნალისტების ცნობით, ერთ-ერთ ეკლესიასთან მასობრივი საფლავი ჯერ კიდევ ღია იყო, მოჩანდა მიცვალებულთა სხეულის ნაწილები.

Maxar Technologies არის ამერიკული კერძო კომპანია, რომელიც აგროვებს და აქვეყნებს უკრაინის სატელიტურ სურათებს. ორგანიზაციის ცნობით, წმინდა ანდრიას ეკლესიაში მასობრივი საფლავის გათხრების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 10 მარტს შენიშნეს.

დასავლური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ მათი ჟურნალისტები მომსწრე გახდნენ "აღმაშფოთებელი სცენების", მათ შორის დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ცხედრებიც გზაზე იყო მიმოფანტული, ზოგიერთს ხელები ჰქონდა შეკრული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულს გენოციდი უწოდა.