Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალტი-ინფოს" ძალადობრივი ჯგუფის წევრები განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნას აგრძელებენ - "დადიოდნენ და გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტების აგინებდნენ..."
"ალტი-ინფოს" ძალადობრივი ჯგუფის წევრები განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნას აგრძელებენ - "დადიოდნენ და გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტების აგინებდნენ..."

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­მა­მუ­ლო ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი ომი მძვინ­ვა­რებს. იმ დროს, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო კრემ­ლის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­და და ცდი­ლობს პუ­ტი­ნის სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი შე­ა­ჩე­როს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა და ოკუ­პა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სის­ხლით ირ­წყვე­ბა უკ­რა­ი­ნის მიწა, კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ღიად უჭე­რენ მხარს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში. ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­სი­ჯე­ბის გავ­რცე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც. ყვე­ლა­ზე უფრო სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ რუ­სეთს თა­ვი­სი რუ­პო­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც ამ უდი­დე­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­სას უპ­რობ­ლე­მოდ აგ­რძე­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის "მო­წამ­ვლას". მა­გა­ლი­თი­სათ­ვის გა­მოდ­გე­ბა "ალტ-ინფო“ და მისი მიმ­დევ­რე­ბი, ეს არის პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბით და სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბით ცნო­ბი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი აგ­რე­სი­ის სა­მიზ­ნედ ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც გა­მო­ა­ცხა­და, ვინც მათ ოდი­ო­ზურ პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, 2021 წლის 5 ივ­ლისს, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ მე­დი­ის 53 წარ­მო­მად­გე­ნელს. მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმის ამ ეპი­ზოდს, სა­მარ­თლებ­რი­ვი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ლე­მონ­ჯა­ვა "ამ­ბობს, სწო­რედ "ალტ-ინ­ფოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ იმ ადა­მი­ან­თა რი­გებ­ში, ვინც 5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე ამ­ხნე­ვებ­დნენ.

სა­ლო­მე კვა­რა­ცხე­ლია და ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 5 ივ­ლისს, რუს­თა­ვე­ლი გამ­ზირ­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე იძა­ლა­დეს, მათ შო­რის ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზეც, და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს აშუ­ქებ­და "ალტ-ინ­ფოც". როცა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნეს დარ­ბაზ­ში, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ოპე­რა­ტორ­მა, რო­მელ­საც 5 ივ­ლისს კო­ლე­გე­ბი და­უ­სა­ხიჩ­რეს, ამა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს მი­მარ­თა - მაგ­რად იყა­ვით ბი­ჭე­ბოო! მეტი რაღა უნდა ით­ქვს, ეს არის მათი სა­ხი­სა და მიზ­ნე­ბის წარ­მო­ჩე­ნის ცხა­დი მა­გა­ლი­თი", - ამ­ბობს ეკა ლე­მონ­ჯა­ვა.

"ალტ-ინ­ფოს" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა თუ ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ამან სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე კვა­რა­ცხე­ლია ამ­ბობს, ძა­ლა­დო­ბამ ფორ­მე­ბი შე­იც­ვა­ლა, ის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­თა და პრო­ვო­კა­ცი­ით ჩა­ნაც­ვლდა.

სა­ლო­მე კვა­რა­ცხე­ლია:

"ალტ-ინ­ფოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ვინ­მე გოჩა სუ­რა­მე­ლი და­დის გა­და­ღე­ბებ­ზე, მი­დის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა თე­მის გარ­შე­მო პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ა­გოს. მისი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გარ­და, კი­დევ იყო ორი შემ­თხვე­ვა, როცა "ალტ-ინ­ფოს" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და გა­და­ღე­ბა­ზე მყოფ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აგი­ნებ­დნენ..." - აცხა­დებს სა­ლო­მე.

გოჩა სუ­რა­მე­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ნათ­ლად ჩანს, მისი რეპ­ლი­კე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თუ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­სა­მარ­თით. ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში ის თა­ვად ამ­ბობს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ულ ომ­შია.

  • რა­ტომ უშ­ლი­ან ხელს ჟურ­ნა­ლის­ტებს "ალტ-ინ­ფოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და რა მი­ზა­ნი დგას მათი პრო­ვო­კა­ცი­ის უკან?!

"მი­ზა­ნი მარ­ტი­ვია და ის ზე­და­პირ­ზე ჩანს. მათ სურთ შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა, პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მო­გე­ბა, და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად და­ნა­წევ­რე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი რუ­სე­თის ინ­ტე­რეს­ში შე­დის...“ - ამ­ბო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

"ალტ-ინ­ფოს" მა­უ­წყებ­ლო­ბი­სას ხში­რად შეხ­ვდე­ბით, ქსე­ნო­ფო­ბი­ი­სა და ჰო­მო­ფო­ბია წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ ფრა­ზებს, ეთერ­ში მჯდო­მი პი­რე­ბი და­უ­ფა­რა­ვად ამ­ჟღავ­ნე­ბენ ან­ტი­და­სავ­ლურ პო­ზი­ცი­ას.

რუ­სე­თი გარ­და უკ­რა­ი­ნას­თან ბრძო­ლი­სა, უკვე დიდი ხა­ნია ჰიბ­რი­დულ ომს აწარ­მო­ებს, რომ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ომია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ნინი ქო­ბა­ლია

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა მე და არა მე
8

ეგენი არ ვიცი მაგრამ უკრაინის ტრაგედია რუსეთსა და დასავლეთს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების შედეგი რომაა ეს ფაქტია. ჯერ რუსებმა დასვეს მათი მარიონეტი პრეზიდენტად და დასავლეთმა მაიდანი გაუჩალიჩა, მერე დასავლეთმა დასვა საკუთარი მასხარა მარიონეტი და ახლა რუსები აბუინდნენ. საბოლოო ჯამში უკრაინელი ხალხის ტკივილი რუსეთსაც და დასავლეთსაც სულ ფეხებზე კიდიათ! 

აკაკი
5

მე ვარ ქართველი და არავიტარი მაშასადამე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ალტი-ინფოს" ძალადობრივი ჯგუფის წევრები განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნას აგრძელებენ - "დადიოდნენ და გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტების აგინებდნენ..."

"ალტი-ინფოს" ძალადობრივი ჯგუფის წევრები განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნას აგრძელებენ - "დადიოდნენ და გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტების აგინებდნენ..."

რუსეთ-უკრაინის სამამულო ომის პარალელურად, რუსეთის ჰიბრიდული ომი მძვინვარებს. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კრემლის იმპერიალისტური ზრახვების სისრულეში მოყვანის წინააღმდეგ გაერთიანდა და ცდილობს პუტინის სისხლიანი რეჟიმი შეაჩეროს, როდესაც უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ოკუპაციით გამოწვეული სისხლით ირწყვება უკრაინის მიწა, კრემლის მიერ კონტროლირებული რუსული მედიასაშუალებები ღიად უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ისინი აგრძელებენ რუსული პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელებას საქართველოში, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებითაც. ყველაზე უფრო სამწუხარო ისაა, რომ რუსეთს თავისი რუპორი მედიასაშუალებები ჰყავს საქართველოში, რომლებიც ამ უდიდესი გეოპოლიტიკური კრიზისისას უპრობლემოდ აგრძელებენ ფუნქციონირებას და საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის "მოწამვლას". მაგალითისათვის გამოდგება "ალტ-ინფო“ და მისი მიმდევრები, ეს არის პრორუსული განწყობებით და სიძულვილის ენის გამოყენებით ცნობილი ძალადობრივი ჯგუფი, რომელმაც საკუთარი აგრესიის სამიზნედ ის ჟურნალისტებიც გამოაცხადა, ვინც მათ ოდიოზურ პოზიციას არ იზიარებენ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის 53 წარმომადგენელს. მედიაზე თავდასხმის ამ ეპიზოდს, სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა "ამბობს, სწორედ "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები იყვნენ იმ ადამიანთა რიგებში, ვინც 5 ივლისის ძალადობისთვის დაკავებულებს სასამართლო სხდომებზე ამხნევებდნენ.

სალომე კვარაცხელია და ეკა ლემონჯავა

"მოგეხსენებათ, 5 ივლისს, რუსთაველი გამზირზე, ჟურნალისტებზე იძალადეს, მათ შორის ჩემს თანამშრომლებზეც, დაკავებული მოძალადეების სასამართლო პროცესს აშუქებდა "ალტ-ინფოც". როცა ბრალდებულები შემოიყვანეს დარბაზში, ამ ტელევიზიის ოპერატორმა, რომელსაც 5 ივლისს კოლეგები დაუსახიჩრეს, ამაში ბრალდებულებს მიმართა - მაგრად იყავით ბიჭებოო! მეტი რაღა უნდა ითქვს, ეს არის მათი სახისა და მიზნების წარმოჩენის ცხადი მაგალითი", - ამბობს ეკა ლემონჯავა.

"ალტ-ინფოს" წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობა თუ ძალადობის წაქეზება ამით არ დასრულებულა. როგორც ირკვევა, ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, როგორც "ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი სალომე კვარაცხელია ამბობს, ძალადობამ ფორმები შეიცვალა, ის სიტყვიერი შეურაცხყოფითა და პროვოკაციით ჩანაცვლდა.

სალომე კვარაცხელია:

"ალტ-ინფოს" წარმომადგენელი, ვინმე გოჩა სურამელი დადის გადაღებებზე, მიდის ჟურნალისტებთან და ცდილობს სხვადასხვა თემის გარშემო პროვოკაციაზე წამოაგოს. მისი პროვოკაციების გარდა, კიდევ იყო ორი შემთხვევა, როცა "ალტ-ინფოს" მხარდამჭერები მოდიოდნენ და გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტების აგინებდნენ..." - აცხადებს სალომე.

გოჩა სურამელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, მისი რეპლიკები ჟურნალისტების თუ სამოქალაქო აქტივისტების მისამართით. ერთ-ერთ ეპიზოდში ის თავად ამბობს, რომ ჟურნალისტებთან ინფორმაციულ ომშია.

  • რატომ უშლიან ხელს ჟურნალისტებს "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები და რა მიზანი დგას მათი პროვოკაციის უკან?!

"მიზანი მარტივია და ის ზედაპირზე ჩანს. მათ სურთ შუღლის გაღვივება, პროვოკაციაზე ადამიანების წამოგება, დაძაბულობის შექმნა და საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დანაწევრება, ეს ყველაფერი კი რუსეთის ინტერესში შედის...“ - ამბობენ ჟურნალისტები.

"ალტ-ინფოს" მაუწყებლობისას ხშირად შეხვდებით, ქსენოფობიისა და ჰომოფობია წამახალისებელ ფრაზებს, ეთერში მჯდომი პირები დაუფარავად ამჟღავნებენ ანტიდასავლურ პოზიციას.

რუსეთი გარდა უკრაინასთან ბრძოლისა, უკვე დიდი ხანია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ინფორმაციული ომია.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ნინი ქობალია